Tekken 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Tekken 3
Tekken 3-ის გარეკანი.jpg
დეველოპერ(ებ)ი Namco
გამომცემელი იაპ Namco Ltd.
ჩრდ.ამ. Namco Hometek
ევრ Sony Computer
Entertainment

სერია Tekken
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი საბრძოლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მასამიტი აბე
პროდიუსერ(ებ)ი ჰაძიმე ნაკატანი
დიზაინერ(ებ)ი მასაჰირო კიმოტო
კაცუჰირო ჰარადა
პროგრამისტ(ებ)ი მასანორი იამადა
მხატვარი იოსინარი მიძუსიმა
კომპოზიტორი ნობუიოსი სანო
კეიიტი ოკაბე
იუუ მიიაკე
არკადული სისტემა Namco System 12
ეკრანი რასტერული,
ჰორიზონტალური

Tekken 3 (იაპონ. 鉄拳3) — საბრძოლო ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Namco-ს მიერ. არკადულ ავტომატებზე გამოვიდა 1997 წლის 20 მარტს, ხოლო PlayStation-ის ვერსია — 1998 წლის 26 მარტს. „Tekken 3“ არის რიგით მესამე ნაწილი სერიიდან, ხოლო პირველი, რომელიც გამოვიდა Namco System 12-ის არკადულ სისტემაზე და უკანასკნელი გამოცემული PlayStation-ზე.

Tekken 3“ ინარჩუნებს მისი წინამორბედების საბრძოლო სისტემასა და კონცეფციას, თუმცა გააჩნია გაუმჯობესებული გრაფიკა, ანიმაცია, ხმის ეფექტები და მუსიკალურ გაფორმება, უფრო სწრაფი და მოქნილი გეიმპლეი. თამაში მოიცავს როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმს, ასევე მრავალმოთამაშიანს. მასში დამატებულია რამდენიმე ახალი პერსონაჟი, მათი შორის: ძინ კაძამა, ლინგ სიაოიუი, ჯულია ჩენგი, ჰვარანი და სხვა — ჯამში ფიგურირებს 23 პერსონაჟი.

თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. ის ფართოდაა აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო თამაში ისტორიაში და შეყვანილი იქნა ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების სიებში ისეთი ავტორიტეტული გამოცემების მიერ, როგორებიცაა Electronic Gaming Monthly“,[3]Game Informer“,[4] „Computer and Video Games“,[5]GameFAQs“,[6]Edge“,[7]GamesRadar[8] და სხვები. საერთო განხილვის საიტზე GameRankings ფლობს 96%,[9] ხოლო Metacritic-ზე ანალოგიური შედეგია - 96 %.[10] ამ უკანასკნელმა ის დაასახელა Playstation-ის მეორე საუკეთესო თამაშად.[11]

საერთო ჯამში გაიყიდა 8.3 მილიონი ეგზემპლარი.[12] ის იქცა მეოთხე ყველაზე გაყიდვად თამაშად PlayStation-ის პლატფორმაზე და მეორე ყველაზე გაყიდვად საბრძოლო ჟანრის თამაშად „Super Smash Brothers Brawl“-ის შემდეგ.[12] არა კანონიკური გაგრძელება სახელწოდებით „Takken Tag Tournament“ გამოვიდა 1999 წელს, არკადაზე, ხოლო 2000 წელს PlayStation 2-ზე. 2001 წელს გამოქვეყნდა პირდაპირი გაგრძელება „Tekken 4“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SCREEN SHOTS. The Washington Post (1998-05-01). წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  2. TEKKEN'S A KNOCKOUT; 5 games to be won.. The Mirror (1998-09-12). წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  3. "The 10 Best Arcade Games of All Time", Electronic Gaming Monthly, ნოემბერი 100 (November 1997), გვერდი 130.
  4. GI Top Ten List, Game Informer, 1999.
  5. Computer and Video Games, ნომერი 218, იანვარი. 2000, გვერდები 53-67.
  6. Fall 2005: 10-Year Anniversary Contest—The 10 Best Games Ever. GameFAQs. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2008.
  7. Edge's Top 100 Games of All Time, Edge, 2007
  8. The 100 best games ever. GamesRadar (2015-02-25). წაკითხვის თარიღი: 2016-01-01.
  9. Tekken 3-PS. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 2010-09-26.
  10. Video Game Reviews, Articles, Trailers and more at Metacritic. Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: 2011-09-27.
  11. All Legacy Platform Video Game Releases. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2016-03-19.
  12. 12.0 12.1 Tekken 3 is the second best-selling fighting game of all time, sold 8.3 million copies on PlayStation according to Tekken producer Katsuhiro Harada. EventHubs (2014-02-22). წაკითხვის თარიღი: 2014-07-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tekken_3&oldid=3549996“-დან