ტაპირისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Tapiridae)
Jump to navigation Jump to search
ტაპირისებრნი
Tapirus terrestris.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tapiridae
გვარი

ტაპირისებრნი (Tapiridae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. აქვთ მასიური ტანი, პატარა ხორთუმი დინგზე, მოკლე ყურები, კუდი და ფეხები (წინა ფეხებზე 4-4 თითი, უკანაზე 3-3). თითები ჩლიქებით მთავრდება. მათი სხეულის სიგრძე 180-250 სმ, სიმაღლე 75-120 სმ, მასა 200-300 კგ აღწევს, გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ყველაზე გავრცელებულია ამერიკული ტაპირი, რომელიც ფერად შავია, და ორთუკიანი ტაპირი, რომელიც ბირმაში, ტაილანდში, მალაკის ნახევარკუნძულზე და კუნძულ სუმატრაზე გვხვდება. ტაპირისებრნი ბინადრობენ ნოტიო-ჭაობიან ტყეში. მაკეობა 400 დღე-ღამე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს. იყენებენ ტაპირისებრთა ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]