შინაარსზე გადასვლა

Taito

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Taito
ტიპი შვილობილი კომპანია
დამაარსებელი მაიკლ კოგანი
სათავო ოფისი ტოკიო, იაპონია
პროდუქცია ვიდეო თამაშები, არკადული სისტემები, სათამაშოები, მობილური თამაშები
შემოსავალი 45.70 მილიარდი იენა
მფლობელი Square Enix (2005–დღემდე)
თანამშრომელი 752 (2020)
საიტი taito.com

Taito Corporation — იაპონური ვიდეო თამაშებისა და გასართობი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ტოკიოში მდებარეობს. ის აწარმოებს ვიდეო თამაშებსა და სათამაშოებს, აგრეთვე ფლობს არკადული ავტომატების დარბაზებს.

კომპანია დააარსა უკრაინელმა ბიზნესმენმა მაიკლ კოგანმა 1953 წელს როგორც Taito Trading Company, რომელსაც იაპონიაში არაყი,[1] სავაჭრო[2] და მუსიკალური ავტომატები შემოჰქონდა.[1][3][4] 1960-იან წლებში კომპანია ასევე დაკავებული იყო მექანიკური სათამაშო აპარატებისა და პინბოლის წარმოებით.

ვიდეო თამაშების წარმოება 1973 წელს დაიწყო.[5] იმავე წელს კომპანიას სახელი გადაერქვა და Taito Corporation ეწოდა. 2005 წელს Taito შეიძინა Square Enix-მა, ხოლო 2006 წელს მისი შვილობილი კომპანია გახდა.[6]

Taito ცნობილი იყო როგორც ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ვიდეო თამაშების განვითარების საწყის ეტაპზე. მან შექმნა არაერთი განთქმული არკადული თამაში, როგორებიცაა „Speed Race“ (1974), „Western Gun“ (1975), „Space Invaders“ (1978), „Bubble Bobble“ (1986) და „Arkanoid“ (1986).

ის იყო პირველი იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია, რომელმაც საკუთარი თამაშები სხვა ქვეყნებში გაიტანა.[7] მისი რამდენიმე თამაში მოგვიანებით აღიარებული იქნა ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან და რევოლუციურ მოვლენად, განსაკუთრებით „Space Invaders“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ვიდეო თამაშების შემდგომ განვითარებაზე.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Ashcraft, Brian. Before Space Invaders, Taito Made Vodka. G/O Media (May 2, 2018).
  2. History ja. Taito. ციტირების თარიღი: November 4, 2020
  3. Smith, Alexander (November 19, 2019) They Create Worlds. CRC Press. ISBN 9780429752612. 
  4. Akagi, Masumi (September 21, 2005) それは「ポン」から始まった-アーケードTVゲームの成り立ち (ja). Amusement News Agency. ISBN 978-4990251208. 
  5. System 16 — Taito Museum. ციტირების თარიღი: 2009-04-03
  6. Revitalizing The Legacy: An Interview With Taito's Keiji Fujita.
  7. Kent, Steven L. (2002). The Ultimate History of Video Games: The Story Behind the Craze that Touched our Lives and Changed the World. New York: Random House International. ISBN 978-0-7615-3643-7. OCLC 59416169. 
  8. Smith, Dean. (June 20, 2016) The role of Space Invaders as the archetypal action videogame, and why its theme of 'One Versus Many' is so successful.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Taito&oldid=4943674“-დან