Türkiye İş Bankası

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თურქეთის საქმიანი ბანკი
Türkiye İş Bankası A.Ş.
ტიპი ანონიმური კომპანია
დაფუძნდა 1924
დამაარსებელი ქემალ ათათურქი
მდებარეობა İşBank-ის კოშკები, ლევენთი, ბეშიქთაში, სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
წამყვანი ჰ. ერსინ იოზინჯე (თავმჯდომარე)
ადნან ბალი (აღმასრულებელი დირექტორი)
დარგი ფინანსები და დაზღვევა
პროდუქცია ფინანსური მომსახურება, საკრედიტო ბარათები, სამომხმარებლო საბანკო საქმე, კორპორატიული საბანკო მომსახურება, საინვესტიციო საბანკო მომსახურება, იპოთეკური სესხები, კერძო საბანკო მომსახურება
ბრუნვა Increase2.svg Turkish lira symbol 8x10px.png 275.718 მლრდ. (2015)[1]
სუფთა მოგება Decrease2.svg Turkish lira symbol 8x10px.png 3.083 მლრდ. (2015)[1]
თანამშრომელი 25,157 (შვილობილი კომპანიების გამოკლებით)[2]
შვილობილ(ებ)ი 106 შვილობილი კომპანია,[2] მათ შორის
ფილიალი 1,409 ფილიალი
(1,354 თურქეთში; 55 უცხოეთი)[3]
საიტი www.IsBank.com

თურქეთის საქმიანი ბანკი (თურქ. Türkiye İş Bankası; ასევე თურქ. İşbank, იშბანკი) — თურქეთის უმსხვილესი ბანკი. თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული პირველი ბანკი.[4] იშბანკი 96-ე ადგილი დაიკავა „მსოფლიოს ყველაზე მსხვილი 1000 ბანკს“ შორის.[5] 2015 წელს, „Forbes Global 2000“-ის რეიტინგში 447 ადგილი დაიკავა.[6] 2015 წელს, ბანკის საერთო მოგება 3,023 მილიარდი[1] ლირა და 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომელიც განსაზღვრა ბაზელის აღრიცხვების საერთაშორისო ბანკმა.

ბანკს, სახელმწიფოს შიგნით გააჩნია 1 354 ფილიალი, რაც მას თურქეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკად აქცევს. იშბანკის საერთაშორისო ქსელი შედგება: 16 ფილიალი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, ორ-ორი ფილიალი ერაყში, კოსოვოსა და გაერთიანებულ სამეფოში[7] და თითო ფილიალი ბაჰრეინში, კაიროსა და შანხაიში. იშბანკის გერმანიის საბანკო შვილობილ კომპანიას (İşbank GmbH) გააჩნია 13 ფილიალი გერმანიაში და თითო ფილიალი ჰოლანდიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბულგარეთში. იშბანკის რუსეთის საბანკო შვილობილ კომპანიას (JSC İşbank) რუსეთში 11 ფილიალი აქვს. საქართველოში იშბანკი წარმოდგენილია შვილობილი კომპანიით (სს „იშბანკი საქართველო“), რომელსაც თბილისსა და ბათუმში აქვს ფილიალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი რეალური ეროვნული ბანკი თურქეთის რესპუბლიკაში, 1924 წლის 26 აგვისტოს, ქემალ ათათურქის მიერ იზმირის პირველ ეკონომიკურ კონგრესზე დაარსდა. იშბანკმა მუშაობა ორი ფილიალით და 37 თანამშრომლით, თავისი პირველი გენერალური მენეჯერის, ჯელალ ბაიარის ხელმძღვანელობით დაიწყო. ბანკი მუშაობა პაკისტანელი მუსლიმების ფულადი და ოქროს დახმარებით დაიწყო,[4] რომელიც პაკისტანელებმა ინდოეთის საიმპერატორო ბანკის მეშვეობით, თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს გაგზავნეს.

წვლილი თურქეთის საბანკო სექტორში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველდღიური ტრანზაქციების დროს ქვითრების გამოყენება.
  • ელექტრონული საბანკო საქმიანობის დაწყება ქვეყანაში.
  • ბანკომატის დანერგვა.
  • საზღვარგარეთის ფილიალების გახსნა ევროპასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში.
  • დაგროვებითი ანგარიშები.
  • ურთიერთდახმარების სესხები.
  • საბავშვო მონეტარული ბანკის შემოღება.
  • შიდა ფასიანი ქაღალდების განყოფილების შემოღება და ოპერირება.
  • ინტერაქტიული საბანკო მომსახურება 1996 წლის ივლისიდან
  • Netmatik-ის აპარატების განთავსება, რაც აძლევს კლიენტებს შორის ონლაინ ბანკინგის საშუალებას, კომპიუტერის ხელმისაწვდომობის გარეშე.
  • GSM ტელეფონებზე WAP-ის საშუალებით მობილური ბანკინგის დანერგვა.
  • ბანკიმარტიკის (+) დანერგვა, რომელიც საშუალებას აძლევს პირდაპირ მომხმარებლის ანგარიშზე ფულის შეტანას.
  • Maximum Cash Point-ის დანერგვა, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს POS მანქანიდან ფულის ამოღებას, სადაც არ არსებობს ბანკომატი.

ფინანსური ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნები, სადაც იშბანკს ფილიალები და წარმომადგენლობები აქვს

2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით, იშბანკის აქციების 41.5% ბანკის საკუთარი საპენსიო ფონდი ფლობს, 28.1% ათათურქის მიერ დაარსებული სახალხო რესპუბლიკური პარტია ფლობს, ხოლო 30.4% თავისუფალ მიმოქცევაშია. 1998 წლის მაისში, თურქეთის ხაზინის მიერ კონტროლირებადი 12,3% გადაეცა ეროვნულ და საერთაშორისო ინვესტორებს.

დღეს ბანკის აქციები სტამბოლისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზეა განთავსებული. 2006 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაციამ 17 971 848 ათასი ლირა შეადგინა, რაც იგი თურქეთში კერძო კორპორაციებს შორის მეორე გახადა. 2006 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, იშბანკის საბაზრო ღირებულება შეადგენს ISE-ს საბაზრო ღირებულების 7.81%-ს, სადაც 316 კორპორაცია ვაჭრობს და რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 230 ტრილიონ ლირაზე მეტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]