Swimming Pools (Drank) (სიმღერა)
| „Swimming Pools (Drank)“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — კენდრიკ ლამარი | ||||
| ალბომიდან Good Kid, M.A.A.D City | ||||
| ენა | ინგლისური | |||
| გამოსვლის თარიღი | 31 ივნისი, 2012 | |||
| სტუდია | TDE Red Room (Carson, CA) | |||
| ჟანრი | ჰიპ-ჰოპი | |||
| ხანგრძლივობა | 4:07 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
| |||
| ავტორ(ებ)ი |
| |||
| პროდიუსერი | Sounwave | |||
| კენდრიკ ლამარი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
Swimming Pools (Drank) – ამერიკელი რეპერ კენდრიკ ლამარის სიმღერა. იგი გამოვიდა 2012 წლის 31 ივლისს, როგორც მთავარი სინგლი (მეორე ადგილი საერთო ჯამში) მისი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან Good Kid, M.A.A.D City (2012), რომელიც გამოვიდა Top Dawg Entertainment (TDE), Aftermath-ისა და Interscope-ის მიერ. სიმღერის ავტორები არიან ლამარი და ტაილერ „T-Minus“ უილიამსი, რომელთაგან ეს უკანასკნელი ასევე იყო სიმღერის პროდიუსერი. სიმღერა, რომლის მიქსიც Aftermath-ის ლეიბლის ხელმძღვანელს, დოქტორ დრეს და Top Dawg-ის ინჟინერ დერეკ „MixedByAli“ ალის მიერ იყო შესრულებული, ლამარს მეინსტრიმულ პოპულარობამდე მიიყვანა. სიმღერამ აშშ-ის Billboard Hot 100-ში მე-17 ადგილი დაიკავა ჩარტების მეცამეტე კვირაში, ჩარტებში თანდათანობით აღმასვლის შემდეგ. დებიუტი 100-ე ადგილზე შედგა და 55-ე და 32-ე ადგილებიდან პიკზე გადავიდა. „Swimming Pools (Drank)“ ასევე ლამარის პირველი ჩანაწერია დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში, სადაც მისი დებიუტი 63-ე ადგილზე იყო.
სიმღერის თანმხლები მუსიკალური ვიდეო 2012 წლის აგვისტოში გამოვიდა. სიმღერა შედიოდა 2013 წლის თამაშში Saints Row IV, 2014 წლის თამაშში Grand Theft Auto V-ის ხელახლა გამოშვებაში და Grey's Anatomy-ის 2013 წლის ეპიზოდში. 2013 წლის 26 იანვარს, ლამარმა სიმღერა შეასრულა მესამე სინგლთან „Poetic Justice“ ერთად Saturday Night Live-ში.[1] მუსიკალური ვიდეო ნომინირებული იყო 2013 წლის MTV Video Music Awards-ზე საუკეთესო მამაკაცის ვიდეოსა და საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოს კატეგორიებში. სიმღერა მოგვიანებით ნომინირებული იყო 56-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ შესრულების კატეგორიებში.
კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგლი ლამარის ოჯახურ და სოციალურ ცხოვრებაზე, ალკოჰოლიზმსა და მის მეგობრებს შორის თანატოლების ზეწოლაზე მოგვითხრობს. პირველ სტროფში ის ბაბუის სმასა და მის შემდგომ სიკვდილს იხსენებს,[2] ასევე იმ მიზეზებს, რამაც თავად ლამარი მიიყვანა სმამდე.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kendrick Lamar Performs On Saturday Night Live (Video). 2DopeBoyz. ციტირების თარიღი: 27 January 2013
- ↑ Lamar, Kendrick. (3 October 2012) My Favorite Things, Part II. RapGenius. ციტატა: „...playing on the word swimming pool. him drowning in a pool of liquor in Chicago“ ციტირების თარიღი: 14 January 2013
- ↑ Lamar, Kendrick. (5 August 2012) My Favorite Things, Part II. RapGenius. ციტატა: „This song is about me reminiscing about my years a kid witnessing a housing that indulged adults in alcohol. So much alcohol that it could fill a swimming pool.“ ციტირების თარიღი: 14 January 2013