Microsoft Surface

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Surface)
Microsoft Surface

Surface Pro 3 აქსესუარებით
შემქმნელი Microsoft
მწარმოებელი Pegatron[1]
ტიპი ჰიბრიდული ტაბლეტი
ინტერაქტიული დაფა
გამოშვების თარიღი
ოპერაციული სისტემა Windows_RT (Surface/Surface 2) Windows 8, Windows 8.1; Windows 10
საიტი ოფიციალური საიტი

Microsoft Surface — კომპიუტერული პლანშეტების სერია, რომლის მწარმოებელიცაა Microsoft-ი. ის დაანონსდა 2012 წლის 18 ივნისს კომპანიის გენერალური დირექტორის სტივ ბალმერის მიერ.

Surface იწარმოება 2 რედაქციაში — Surface RT და Surface Pro. Surface RT გამოიყენებს ARM არქიტექტურის მქონე პროცესორებს, როდესაც Surface Pro იყენებს Intel-ის პროცესორს[4]. ორივე მოდელს შეუძლია Windows Store-დან გადმოწერილ აპლიკაციებთან მუშაობა, თუმცა მხოლოდ Surface Pro იძლევა ჩვეულებრივი დესკტოპ პროგრმაების დაყენების შესაძლებლობას.[5]

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft Surface-ს პლანშეტების სერია გამოიყენებს მაგნიუმის კორპუს „VaporMg“-ს[6], PVD- საფარით. ასევე Surface-ის ორივე მოდელში ჩაყენებულია USB-პორტი, მაგნიტური ზოლი Touch Cover-ის და Type Cover აქსესუარების მისაერთებლად, ასევე microSDXC პორტი, რომელიც დამალულია უკანა სამაგრის ქვეშ. ორივე მოდელი აღჭურვილია 720p HD ორი (წინა და უკანა)კამერით და აქვს უკანა დასადგმელი 0.77მმ სისქით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დადგათ პლანშეტი და უყუროთ ფილმს ან იმუშაოთ ისე, რომ ორივე ხელი თავისუფალი გქონდეთ. ეკრანის ქვემოთ ცენტრში განთავსებულია მგრძნობიარე სენსორული Windows ღილაკი

დისპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Surface RT და Surface Pro აღჭურვილნი არიან 10.6 დიაგონალის ეკრანით(27 სმ) და თანაფარდობით 16:9. Surface RT-ს მაქსიმალური გაფართოებაა 1366x768- ზე, როდესაც Surface Pro-ს მაქსიმალური გაფართოებაა 1920x1080-ზეა (1080p HD). ორივე პლანშეტი გამოიყენებს Microsoft ClearType HD ტექნოლოგიას, აქვთ ულტრაფართო ხედვის კუთხე და ეკრანის განათების ავტორეგულირება. ანონსისას მაიკლ ანჯულომ თქვა, რომ როდესაც Surface Pro იქნება 43 სანტიმეტრის სიშორეზე თვალებისგან, ისინი ვერ განასხვავებენ პიქსელებს.

Touch Cover და Type Cover[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft გთავაზობთ 2-ტიპის კლავიატურა-დამცავს Surface- თვის-Touch და Type Cover-ს. მათი მიერთება პლანშეტზე შესაძლებელია მაგნიტური ზოლის დახმარებით. ორივე ტიპის კლავიატურა იცავს ეკრნას დახურულ მდგომარეობაში და გადახსნილ მდგომარეობაში კი, ასრულებს უბრალოდ კლავიატურის როლს. Touch Cover- ის სისქე შეადგენს 3.25 მმ და აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორული კლავიატურით. Type Cover-ი შედარებით სქელია - მისი სისქე შეადგენს 6 მმ და აღჭურვილია ჩვეულებრივი ღილაკებით, Type Cover-გან განსხვავებით.

ასევე არსებობს სპეციალური მაუსი პლანშეტისთვის „Wedge Touch Mouse, Surface Edition“.

გაყიდვები და ლოკალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური გაყიდვები დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოში ოფიციალურად არ იყიდება.

ლოკალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლანშეტი მუშაობს Windows 8/RT ოპერაციულ სისტემებზე, ორივეში გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ქართული ენა, როგორც ინტერფეისის მუშაობისთვის ისე ტექსტის ასაკრებად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012 წლის 18 ივნისი- პლანშეტი დაანონსდა
  • 2012 წლის ივნისში, Microsoft Surface- ს და Windows RT-ს პრეზენტაციისას, Microsoft- მა გადაარქვა საკუთარ სენსორულ სამუშაო მაგიდას" Surface- დან Microsoft PixelSense-ზე.
  • 2012 წლის 26 ოქტომბერს Surface RT პლანშეტები მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა
  • 2013 წლის 6 იანვარს ენთუზიასტებმა გამოაქვეყნეს პროგრამული კოდი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას Surface RT- ზე .exe ფაილების გაშვებისა.
  • 2013 წლის 9 თებერვალს პლანშეტი Surface Pro გაყიდვაში გამოჩნდა აშშ-სა და კანადაში.
  • 2013 წლის 14 თებერვალი-Surface RT პლანშეტის გაყიდვები იწყება ევროპის 13 სახელმწიფოში.
  • 2013 წლის 4 აპრილს პლანშეტი Surface RT შევიდა რუსეთში

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Surface StudioSurface HubSurface BookSurface Pro 4Surface Pro 3Surface Pro 2Surface ProSurface 3Surface 2Surface (2012 tablet)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]