შინაარსზე გადასვლა

Sum 41

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sum 41

ბიოგრაფია
წარმოშობა ონტარიო, კანადა
ჟანრ(ებ)ი პოპ-პანკი, სკეიტ-პანკი, პანკ-როკი, ალტერნატიული მეტალი, მელოდიური ჰარდქორი, ალტერნატიული როკი
ლეიბლ(ებ)ი Island, Aquarius, Hopeless, Rise
წევრები დერიკ უიბლი, სტივ ჯოკზი, ჯონ მარშალი, გრანტ მაკვიტი, რიჩარდ როი, დეივ ბაკში, მარკ სპიკოლუკი, ჯეისონ მაკასლინი, ტომ თაკერი, ფრენკ ზუმო
საიტი sum41.com
Sum 41 ვიკისაწყობში

Sum 41 — კანადური როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ონტარიოში, 1996 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ დერიკ უიბლი (წამყვანი ვოკალი, გიტარა, კლავიში), დეივ ბაკში (წამყვანი გიტარა, ბექ-ვოკალი), ჯეისონ მაკკასლინი (ბასი, ბექ-ვოკალი), ტომ თაკერი (გიტარა, კლავიში, ბექ-ვოკალი) და ფრენკ ზუმო (დრამი, ბექ-ვოკალი).

1999 წელს Sum 41-მა ხელი მოაწერა საერთაშორისო ჩანაწერების კონტრაქტს Island Records-თან და გამოუშვა თავისი პირველი EP, Half Hour of Power, 2000 წელს. ჯგუფმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი, All Killer No Filler, 2001 წელს. ალბომმა მიაღწია მეინსტრიმულ წარმატებას მისი პირველი სინგლით, Fat Lip, რომელმაც მოიპოვა პირველი ადგილი Billboard-ის Modern Rock Tracks-ის ჩარტში.

ალბომის შემდეგი სინგლები In Too Deep და Motivation ასევე მიაღწიეს კომერციულ წარმატებას. All Killer No Filler წარდგენილი იყო როგორც პლატინის ალბომი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში.

2002 წელს ჯგუფმა გამოუშვა Does This Look Infected?, რომელმაც კიდევ უფრო მეტი კომერციული წარმატება მოუტანა ბენდს. სინგლებმა The Hell Song და Still Waiting როკის ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავა.

ჯგუფმა გამოუშვა შემდეგი ალბომი, Chuck, 2004 წელს. მანამდე კი გამოვიდა სინგლები We're All to Blame და Pieces. ალბომი წარმატებული აღმოჩნდა Billboard 200-ში მე-10 ადგილი დაიკავა.

2007 წელს ჯგუფმა გამოუშვა Underclass Hero, რომელიც ჯგუფის ყველაზე მაღალრეიტინგული ალბომი იყო იმ დროისთვის. ჯგუფის მეექვსე სტუდიური ალბომი, 13 Voices გამოიცა 2016 წელს, Hopeless Records-ის მეშვეობით. IMPALA-მ ალბომს მიანიჭა ორმაგი ოქროს ჯილდო ევროპაში 150,000 გაყიდული ასლისთვის.

ჯგუფის მეშვიდე სტუდიური ალბომი Order in Decline გამოიცა 2019 წლის 19 ივლისს. ეს იყო ჯგუფის ბოლო ალბომი Hopeless Records-თან.

ჯგუფის მერვე და საბოლოო სტუდიური ალბომი, Heaven :x: Hell, გამოიცა 2024 წლის 29 მარტს, Rise Records-ის მეშვეობით. 2025 წლის მარტში ჯგუფმა კარიერა დაასრულა.

ჯგუფი ხშირად მართავდა წელიწადში 100-ზე მეტ კონცერტს და ატარებდა ხანგრძლივ გლობალურ ტურნეებს, რომელთა უმეტესობა ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ჯგუფი შვიდჯერ იყო ნომინირებული Juno Awards-ზე და ორჯერ გაიმარჯვა - წლის ჯგუფი 2003 წელს და წლის როკ-ალბომი Chuck-ისთვის 2005 წელს. Sum 41 ნომინირებული იყო Grammy Award-ზე საუკეთესო Hard Rock/Metal შესრულებისთვის სიმღერაში Blood in My Eyes. მათი ჩამოყალიბებიდან 2016 წლამდე Sum 41 იყო 31-ე ყველაზე გაყიდვადი კანადური ბენდი.[1]

მუსიკალური სტილი და გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sum 41 დახასიათებულია როგორც

2004 წლის ნოემბრის ინტერვიუში დერიკ უიბლიმ განაცხადა: ჩვენ საკუთარ თავს პანკადაც კი არ მივიჩნევთ. ჩვენ უბრალოდ როკ ჯგუფი ვართ. ჩვენ გვსურს რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი საკუთარი გზა გავიაროთ. მუსიკა ჩვენთვის ყოველთვის ასეთი იყო.[16] დეივ ბაკში დაეთანხმა უიბლის განცხადებებს.[17]

  1. Nielsen Music & Billboard Presen Canada 150 Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 2, 2020. ციტირების თარიღი: March 28, 2022
  2. 20 Essential Pop Punk Tracks Everyone Should Know. NME (June 2, 2011). ციტირების თარიღი: September 24, 2024
  3. Sum 41 get to The Point. Hot Press (November 12, 2002). ციტირების თარიღი: December 12, 2023
  4. 4.0 4.1 Gonzalez, Ana. (May 8, 2023) Punk rock band Sum 41 announces break up. 7news. ციტირების თარიღი: December 12, 2023
  5. Zorgdrager, Bradley. (October 5, 2016) Sum 41 13 Voices. Exclaim!. ციტირების თარიღი: December 12, 2023
  6. Northpinellas: In spite of some feedback, rock concert was success. Sptimes (December 5, 2001). ციტირების თარიღი: March 27, 2022
  7. In spite of some feedback, rock concert was success. Tampa Bay Times (December 5, 2001). ციტირების თარიღი: December 12, 2023
  8. Markham, Daragh. (June 18, 2014) All Messed Up: A Look Back At Sum 41's 'Does This Look Infected?'. The Carouser. ციტირების თარიღი: March 27, 2022
  9. Saletta, Rachela. (September 4, 2010) I Sum 41 all'Indipendent Days Festival. La probabile scaletta. MelodicaMente. ციტირების თარიღი: March 27, 2022
  10. Greene, Andy (October 24, 2016). „Inside Sum 41's Dramatic Comeback“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2019. ციტირების თარიღი: March 27, 2022.
  11. Sum 41 - Chuck. Rte.ie (November 15, 2004). ციტირების თარიღი: December 12, 2023
  12. Toilet of Hell – Chuck. Toilettovhell (October 1, 2014). ციტირების თარიღი: December 12, 2023
  13. (2006) The Greenwood Encyclopedia of Rock History: The grunge and post-grunge years, 1991-2005. Greenwood Press. 
  14. Smith-Engelhardt, Joe (October 16, 2019). „10 Bands Whose Debut Albums Contain Their Most Iconic Material“. Alternative Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 17, 2019. ციტირების თარიღი: December 12, 2023.
  15. „Sum 41: Out For Blood“. Billboard Canada. April 25, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 13, 2023. ციტირების თარიღი: September 24, 2024.
  16. Bonyata, Phil. (November 25, 2004) Deryck Whibley of Sum 41 Interview - One on One. Concert Livewire. ციტირების თარიღი: December 12, 2023
  17. Harkness, Geoff. (June 9, 2005) Pop-Punk and Then Sum. Phoenix New Times. ციტირების თარიღი: December 12, 2023
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sum_41&oldid=4800039“-დან