Stockholm Records
| Stockholm Records | |
|---|---|
| მშობელი | Universal Music Group |
| დაარსდა | (1992) |
| დააარსა |
ოლა ჰუკანსონი ალექსანდერ ბარდი |
| დისტრიბუტორ(ებ)ი | PolyGram |
| ჟანრი | სხვადასხვა |
| ქვეყანა | შვედეთი |
Stockholm Records — შვედური მუსიკალური ლეიბლი, Universal Music Group-ის ფილიალი, დაარსებული 1992 წელს. ძირითადად გამოსცემს პოპ-შემსრულებლების ჩანაწერებს, მაგალითად Army of Lovers-ის და E-Type-ის.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეიბლი დაარსდა 1992 წელს ოლა ჰუკანსონის და ალექსანდერ ბარდის მიერ, PolyGram-თან ერთად. ისინი კომპანიას მართავდნენ პირველი ექვსი წლის განმავლობაში. ლეიბლზე გამოდიოდა Army of Lovers-ის, The Cardigans-ის, A-Teens-ის, E-Type-ის და ლიზა მისკოვსკის ჩანაწერები. აგრეთვე აღსანიშნავია ლეიბლთან იუჰან რენკის თანამშრომლობა, რომელიც გამოდიოდა „Stakka Bo“-ს ფსევდონიმით, თუმცა მოგვიანებით უფრო ცნობილი გახდა, როგორც მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი. ლეიბლის ხმის ინჟინერი იყო იუჰან ლაგერლოფი.
საკუთარი წვლილი ჰუკანსონმა და ბარდმა 1998 წელს Universal Music Group-ს მიჰყიდეს, მოგვიანებით კი კომპანია შეუერთდა Universal Music, როგორც დამოუკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლი.[1]
Stockholm Records-ს ხშირად ახსენებენ, როგორც ევროპის სხვა კომპანიების მოდელს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Universal absorbs Stockholm Records MusicWeek