Steins;Gate

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Steins;Gate
Steins;Gate.jpg
თამაშის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი 5pb.იაპ Nitroplus (Win)
იაპ Kadokawa Shoten (PSP)
  • მსოფლ. Mages (Win)
სერია „Science Adventure“
პლატფორმ(ებ)ი Xbox 360, Microsoft Windows, PlayStation Portable, iOS, PlayStation 3, PlayStation Vita, Android, PlayStation 4[1]
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი ვიზუალური რომანი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი
  • ტაიცუა მაცუბარა
  • ტიომარუ სიკურა
  • დიგიტაროუ
  • ტაცუია მაცუბარა
პროდიუსერ(ებ)ი
  • ტიომარუ სიკურა
  • ნაოტაკა ჰაიასი
  • სიმოკურა ვიო
  • ტანიძაკი ოუკა
სცენარისტი ჰუკე
კომპოზიტორი ტაკესი აბო

„შტაინის კარიბჭე“ (იაპონ. シュタインズ・ゲート) — ვიზუალური რომანის ჟანრის ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული კომპანიების, 5pb.-სა და Nitroplus-ის მიერ. ეს არის „Chaos;Head“-ის შემდეგ რიგით მეორე თამაში „Science Adventure“-ის სერიიდან. სიუჟეტი მიმდინარეობს სტუდენტთა ჯგუფის გარშემო, რომლებმაც შეიმუშავეს ტექნოლოგია, რისი საშუალებითაც ძალუძთ წარსულის შეცვლა. თამაშის გეიმპლეი მოიცავს არახაზოვან სიუჟეტს. ნაკლები დრო ეთმობა მოთამაშესთან უერთიერთკავშირს, ვინაიდან, მოთამაშე დროის უმეტეს ნაწილს უთმობს ეკრანზე გამოსახული ტექსტის კითხვას, რომელიც ძირითადად შედგება სხვადასხვა პერსონაჟების დიალოგებისა და მთავარი გმირის ფიქრებისგან.

„Steins;Gate“ Xbox 360-ზე გამოვიდა 2009 წლის 15 ოქტომბერს. ცოტა მოგვიანებით თამაში პორტირებული იქნა Windows-ზე 2010 წლის 26 აგვისტოს, PlayStation Portable-ზე 2011 წლის 23 ივნისს, iOS-ზე 2011 წლის 25 აგვისტოს, PlayStation 3-ზე 2012 წლის 24 მაისს,[2] PlayStation Vita-ზე 2013 წლის 14 მარტს, ხოლო Android-ზე იმავე წლის 27 ივნისს. კომპანია JAST USA-მა PC ვერსია ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცა 2014 წლის 31 მარტს, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სახით,[3][4][5][6] მაშინ როდესაც PQube-მა PS3 და Vita-ს ვერსია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გამოუშვა 2015 წლის მეორე ნახევარში.[7] დამატებით iOS-ის ვერსია ინგლისურად გამოვიდა 2016 წლის 9 სექტემბერს.[8]

თამაში ადაპტირებული იქნა ამავე სახელწოდების მანგაში იომი სარატის მიერ, რომელიც გამოდიოდა 2009-2013 წლებში, მოგვიანებით კი — ჩრდილოეთ ამერიკაში 2015-2016 წლებში. რიგით მეორე მანგა სერიალი, რომელიც ილუსტრირებული იქნა კენძი მიძუტას მიერ, იბეჭდებოდა ჟურნალ „Monthly Comic Blade“-ში 2009 წლის 28 დეკემბრიდან. 2011 წელს კომპანია White Fox-ის მიერ თამაში ადაპტირებული იქნა ანიმეში, რომელიც გადაიცემოდა იაპონიაში 2011 წლის 6 აპრილიდან 2011 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო მოაგვიანებით ლიცენზირებული იქნა Funimation-ის მიერ ჩრდილოეთ ამერიკაში. 2013 წლის 20 აპრილს იაპონიაში შედგა ანიმაციური ფილმის პრემიერა.[9][10] 2011 წლის 16 ივნისს გამოსცეს ფანდისკი სახელწოდებით „Steins;Gate: Hiyoku Renri no Darling“. არაკანონიკური 8 ბიტიანი გაგრძელება სახელად „Steins;Gate: Hen'i Kuukan no Octet“ ან „Steins;Gate 8bit“ გამოვიდა 2011 წლის 28 ოქტომბერს.[11] აგრეთვე მომდევნო თამაშია „Steins;Gate: Senkei Kōsoku no Phenogram“, გამოსული 2013 წლის 25 აპრილს.[12] 2015 წლის 10 დეკემბერს გამოშვებული იქნა თამაშის პირდაპირი გაგრძელბა „Steins;Gate 0“ PS3, PlayStation 4-სა და Vita-სთვის.[13] 2018 წელს დაგეგმილია PlayStation 4-ის ორიგინალი თამაშის რიმეიკის „Steins;Gate Elite“-ის გამოცემა PlayStation 4, PlayStation Vita, Nintendo Switch და Steam-ზე.

თამაში დადებითად შეაფასეს ვიდეო თამაშების კრიტიკოსებმა. პროექტს გადაეცა რამდენიემე ჯილდო, მათ შორის ჟურნალ Famitsu-ს ორი ჯილდო,[14] აგრეთვე ნომინირებული იქნა Golden Joystick Award-ის ცერემონიალზე.[15] საერთო განხილვების საიტზე Metacritic თამაშის PC ვერსია ფლობს 87/100,[16] PSVita — 83/100[17] და PS3 — 83/100.[18]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Steins;Gate 0 first-print copies include PS4 remaster of the original Steins;Gate. Gematsu. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 მაისი, 2016. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2015.
  2. Steins;Gate, Hiyoku Renri no Darling Ported to PS3. Anime News Network (16 იანვარი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 ივლისი, 2012. წაკითხვის თარიღი: 26 სექტემბერი, 2012.
  3. JAST USA Licenses Steins;Gate Visual Novel in N. America - Interest - Anime News Network. Anime News Network (2013-07-25). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-08-09. წაკითხვის თარიღი: 2013-07-29.
  4. Saabedra, Humberto. Retailer Announces Delay for English "Steins;Gate" PC Game. Crunchyroll. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი, 2014.
  5. Steins;Gate Up For Pre-Order; Will Have ESRB Rating. Siliconera. დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი, 2013.
  6. Steins;Gate Rated M By The ESRB. Siliconera. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი, 2013.
  7. Steins;Gate is Coming to Playstation 3 and PS Vita in the West Next Year - Niche Gamer. Niche Gamer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 იანვარი, 2015. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2015.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-09-02. წაკითხვის თარიღი: 2016-09-02.
  9. La película de Steins;Gate tendrá un argumento diferente al anime Spanish. koi-nya. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 27, 2011. წაკითხვის თარიღი: September 14, 2011.
  10. Steins;Gate Film Slated for April 20. Anime News Network (February 1, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 აპრილი, 2016. წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2013.
  11. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-10-30. წაკითხვის თარიღი: 2011-10-30.
  12. VIDEO: "Steins;Gate - Linear Bounded Phenogram" Opening Previewed. Crunchyroll (2013-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-22. წაკითხვის თარიღი: 2013-07-29.
  13. Steins;Gate 0 launching for PS4, PS3, and PS Vita in Japan this fall. Gematsu. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 სექტემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2015.
  14. 【速報】ファミ通アワード2009大賞は『ドラゴンクエストIX 星空の守り人』 Japanese. Famitsu (27 აპრილი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 ივლისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 26 სექტემბერი, 2010.
  15. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-10-30. წაკითხვის თარიღი: 2015-10-31.
  16. Steins;Gate for PC Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 ნოემბერი, 2017. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი, 2017.
  17. Steins;Gate for PlayStation Vita Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 აგვისტო, 2015. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2015.
  18. Steins;Gate for PlayStation 3 Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-11-05. წაკითხვის თარიღი: 2015-12-06.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Steins;Gate&oldid=3636730“-დან