Station to Station

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Station to Station
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 იანვარი 1976
ჟანრი როკი, ფანკი
ხანგრძლივობა 38:08
ლეიბლი RCA
პროდიუსერი დეივიდ ბოუი, ჰარი მესლინი
დეივიდ ბოუი — ქრონოლოგია
Young Americans
(1975)
Station to Station
(1976)
Changesonebowie
(1976)
სინგლები ალბომიდან Station to Station
  1. „Golden Years“
    გამოცემის თარიღი: 21 ნოემბერი 1975
  2. „Station to Station“
    გამოცემის თარიღი: 23 იანვარი 1976
  3. „TVC 15“
    გამოცემის თარიღი: 30 აპრილი 1976
  4. „Stay“
    გამოცემის თარიღი: ივლისი 1976
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ(A)[2]
The Independent5/5 stars[3]
NME(კეთილგანწყობილი)[4]
Pitchfork Media(9.5/10)[5]
Q5/5 stars[6]
Rolling Stone(შერეული)[7]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[8]
Sounds(კეთილგანწყობილი)[9]
Spin5/5 stars[10]

Station to Station — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის მეათე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1976 წელს, ლეიბლზე RCA Records. ითვლება მუსიკოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად. ამ ალბომით შეიქმნა პერსონაჟი „გამხდარი თეთრი ჰერცოგი“. ალბომი ჩაწერილი იქნა მას შემდეგ, რაც დასრულდა ნიკოლას რეგის ფილმის „ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა“ გადაღებები, რომელშიც ბოუიც მონაწილეობდა. ალბომის გარეკანზე გამოტანილია კადრი ამ ფილმიდან. გადაღებების დროს ბოუი აქტიურად იყენებდა ნარკოტიკებს, განსაკუთრებით კოკაინს და თითქმის არაფერი ახსოვს მის წარმოებაზე.[11][12]

მუსიკალურად Station to Station გარდამავალი ნამუშევარია, რომელშიც ფანკის და სოულის ელემენტებია გამოყენებული, ისევე, როგორც Young Americans-ში, წინა ალბომში. თუმცა, ამჯერად მეტი ყურადღება იქნა გადატანილი სინთეზატორებსა და მოტორიკულ რიტმებზე, რომლებიც გერმანული ელექტრონული მუსიკის შთაგონებით იქნა შემუშავებული (Neu!, Kraftwerk). ამ ტენდენციის კულმინაციას ადგილი ჰქონდა ალბომების სერიაში, რომელსაც ბერლინურ ტრილოგიას უწოდებენ. იგი ჩაწერილი იქნა ბრაიან ინოს პროდოუსერობით, 1977-1979 წლებში. ბოუი თავად აღნიშნავდა, რომ Station to Station იყო „ჩემი ევროპაში დაბრუნების გამართლება“.[12] ალბომის ტექსტებში არეკლილია მისი ინტერესები ფრიდრიხ ნიცშეს და ალისტერ კროულის შემოქმედებით, მითოლოგიისა და რელიგიის თემებით.

ფანკისა და კრაუტროკის, რომანტიკული ბალადების და ოკულტიზმის აღრევით, Station to Station აღწერილია, როგორც „მოულოდნელად ბოუის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ალბომი და ამავე დროს ყველაზე მიუწვდომელიც.“[13] ახლდა რა სინგლი „Golden Years“, ალბომმა წარმატება იქონია ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების საუკეთესო ხუთეულებში. 2003 წელს იგი Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში 323-ე ადგილს იკავებდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
  1. Station to Station – 10:14
  2. Golden Years – 4:00
  3. Word on a Wing – 6:03
მხარე 2
  1. TVC 15 – 5:33
  2. Stay – 6:15
  3. Wild Is the Wind (ნედ ვაშინგტონი, დიმიტრი ტიომკინი) – 6:02

CD გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი CD-ზე ოთხჯერ გამოიცა. პირველად იგი გამოვიდა 1985 წელს RCA-ზე, ორიგინალური შავ-თეთრი გარეკანით, მეორედ - 1991 წელს, Rykodisc-ზე (ორი დამატებითი სიმღერით), მესამედ - 1999 წელს EMI-ზე (24 ბიტიანი ციფრული რემასტერის სახით, დამატებების გარეშე), უკანასკნელად - 2007 წელს EMI Japan-ზე, ორიგინალური გრამფირფიტის გარეკანის დიზაინის რეპროდუქციით.

1991 წლის გამოცემის დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაწერილია 1976 წლის 23 მარტს ნასაუს ვეტერანების მემორიალურ კოლიზეუმში (იუნიონდეილი, ნიუ-იორკი).[14]

  1. Word on a Wing (საკონცერტო) – 6:10
  2. Stay (საკონცერტო) – 7:24

2010 წლის გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ალბომის დელუქს გამოცემა 2010 წელს გამოვიდოდა, მის Dolby 5.1 მიქსთან ერთად, რასაც 2 CD-ზე დაერთვებოდა ნასაუს 1976 წლის კონცერტის სრული ვერსია.[15][16] 2010 წლის 1 ივლისს ბოუის ოფიციალური საიტიდან ცნობილი გახდა იმავე წლის 20 სექტემბრისთვის დაგეგმილი ხელმეორე გამოცემების შინაარსი.[17]

სპეციალური გამოცემა და ციფრული ჩამონატვირთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური გამოცემა წარმოდგენილია სამ CD-ზე სპეციალურ, CD-ის ზომის შეფუთვაში, 16 გვერდიანი ბუკლეტით და სამი ფოტოსურათით. ციფრული ჩამონატვირთი შეიცავს იმავე აუდიო შიგთავსს და დამატებით სიმღერას.

CD 1: Station to Station 2010 წლის ვერსია

  1. Station to Station – 10:11
  2. Golden Years – 4:02
  3. Word on a Wing – 6:01
  4. TVC 15 – 5:31
  5. Stay – 6:12
  6. Wild Is the Wind – 6:02
  • Station to Station-ის 2010 წლის გადაყვანა, ორიგინალური სტერეო ანალოგური მასტერ-ფირიდან. CD მინი გრამფირფიტის ფორმატის გარეკანით.

Live Nassau Coliseum '76

CD 1
  1. Station to Station – 11:53
  2. Suffragette City – 3:31
  3. Fame – 4:02
  4. Word on a Wing – 6:06
  5. Stay – 7:25
  6. I'm Waiting for the Man – 6:20
  7. Queen Bitch – 3:12
CD 2
  1. Life on Mars? – 2:13
  2. Five Years – 5:03
  3. Panic in Detroit (სოლო დასარტყმელი საკრავებზე თითქმის მთლიანად ამოღებულია) – 6:03
  4. Changes (ჯგუფის წარდგენით) – 4:11
  5. TVC 15 – 4:58
  6. Diamond Dogs – 6:38
  7. Rebel Rebel – 4:07
  8. The Jean Genie – 7:28
  • ჩაწერილია ცოცხლად ნასაუ კოლიზეუმში, იუნიონდეილი, ნიუ-იორკი, აშშ, 23 მარტი, 1976; CD-ები წარმოდგენილია დაკეცილ ჩასადებში.

ციფრული ჩამონატვირთის დამატებითი სიმღერა

  1. Panic in Detroit (ალტერნატიული მიქსი შემოკლების გარეშე) – 13:09

დელუქს გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელუქს გამოცემაში შეტანილია 5 CD, 1 DVD და 12" გრამფირფიტები. შეფუთვა წარმოადგენს ყუთს, რომლის შიდა მხარეს მოთავსებულია სტუდიის ტიპის აკუსტიკის დამხშობი ღრუბელი. აგრეთვე შეტანილია 24 გვერდიანი ბუკლეტი, პოსტერი და ორი პატარა საქაღალდე საკოლექციო მასალის რეპროდუქციით.

  • CD 1: Station to Station 2010 წლის გადაყვანა
  • CD 2: Station to Station 1985 წლის CD მასტერ ჩანაწერი
  • CD 3: Station to Station სინგლის ვერსიები, ხუთ სიმღერიანი EP
  1. Golden Years
  2. TVC 15
  3. Stay
  4. Word on a Wing (პირველად CD-ზე)
  5. Station to Station (მანამდე გამოუცემელი ვერსია)

CD 4 და 5: Live Nassau Coliseum '76

DVD

  1. Station to Station (ორიგინალური ანალოგური მასტერ ფირი, 96 kHz/24bit LPCM stereo)
  2. Station to Station (ჰარი მესლინის ახალი 5.1 მოცულობითი მიქსი, DTS 96/24 და Dolby Digital)
  3. Station to Station (ორიგინალური ანალოგური ფირი, LPCM stereo)
  4. Station to Station (ჰარი მესლინის ახალი სტერეო მიქსი, 48 kHz/24bit LPCM stereo)
  • გრამფირფიტა 1: Station to Station, ორიგინალური სტერეო ანალოგური ფირის რეპროდუქცია 12"-იან გრამფირფიტებზე
  • გრამფირფიტები 2 და 3: Live Nassau Coliseum '76, ორიგინალური ალბომის რეპროდუქცია 12"-იან გრამფირფიტებზე
  • 24 გვერდიანი ბუკლეტი ტექსტით და იშვიათი ფოტოსურათებით
  • David Bowie on Stage 1976 - რეპროდუქციების საკოლექციო საქაღალდე
  • 1976 წლის საქაღალდე - რეპროდუქციების საკოლექციო საქაღალდე
  • პოსტერი

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება
კანადა (Music Canada)[33] ოქრო
გაერთიანებული სამეფო (BPI)[34] ოქრო
აშშ (RIAA)[35] ოქრო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას (აგვისტო 2003). Review: Station to Station. Allmusic. Retrieved on 23 სექტემბერი 2010.
  2. კრისტგოუ, რობერტ. Consumer Guide: Grades 1969–89. რობერტ კრისტგოუ. Retrieved on 27 სექტემბერი 2010.
  3. Gill, Andy (17 სექტემბერი 2010). Review: Station to Station დაარქივებული 2010-09-20 საიტზე Wayback Machine. . The Independent. Retrieved on 23 სექტემბერი 2010.
  4. Murray, Charles Shaar (10 იანვარი 1976). "David Bowie: Station To Station". NME. Rock's Backpages (subscription required). Retrieved on 6 მარტი 2009.
  5. Berman, Stuart (29 სექტემბერი 2010). Review: Station to Station (Deluxe Edition). Pitchfork Media. Retrieved on 22 ოქტომბერი 2010.
  6. Columnist (ივნისი 1991). "Review: Station to Station". Q. Retrieved on 23 სექტემბერი 2010.
  7. Moris, Teri (25 მარტი 1976). Review: Station to Station. Rolling Stone. Retrieved on 22 მარტი 2011.
  8. R.S. (2 ნოემბერი 2004). "Review: Station to Station". Rolling Stone Album Guide: 97–98.
  9. Ingham, Jonh (24 იანვარი 1976). "David Bowie: Station To Station (RCA)". Sounds. Rock's Backpages (subscription required). Retrieved on 6 მარტი 2009.
  10. Dolan, Jon (ივლისი 2006). „How to Buy: David Bowie“. Spin. 22 (7): 84. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2016.
  11. Buckley (2000): pp. 259, 264.
  12. 12.0 12.1 Pegg (2004): pp. 297–300.
  13. Carr & Murray (1981): pp. 78–80.
  14. Station to Station (CD booklet). David Bowie. Rykodisc. 1991.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  15. David Bowie's Space Oddity, Station to Station Albums to Be Reissued დაარქივებული 2009-08-22 საიტზე Wayback Machine. , Pitchfork News, Retrieved on 19 აგვისტო 2009.
  16. Station to Station four disc set due next year დაარქივებული 2016-01-28 საიტზე Wayback Machine. at BowieNet. Retrieved on 16 ნოემბერი 2009.
  17. S2S special and deluxe edition boxes due in სექტემბერი დაარქივებული 2016-01-28 საიტზე Wayback Machine. at BowieNet. Retrieved on 16 ნოემბერი 2009.
  18. 18.0 18.1 კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. St Ives, NSW: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  19. Top Albums/CDs – Volume 24, No. 25 (PHP). RPM (20 მარტი 1976). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2015.
  20. dutchcharts.nl David Bowie – Station to Station (ASP). dutchcharts.nl. MegaCharts. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  21. InfoDisc : Tous les Albums classés par Artiste > Choisir Un Artiste Dans la Liste (PHP). infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-07. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014. Note: user must select 'David BOWIE' from drop-down.
  22. 22.0 22.1 Hit Parade Italia – Gli album più venduti del 1976 Italian. hitparadeitalia.it. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  23. (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. როპპონგი, ტოკიო: Oricon Entertainment. ISBN 4-87131-077-9. 
  24. charts.org.nz David Bowie – Station to Station (ASP). ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  25. norwegiancharts.com David Bowie – Station to Station (ASP). ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  26. swedishcharts.com David Bowie – Station to Station (ASP). Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  27. David Bowie > Artists > Official Charts. ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2014.
  28. allmusic ((( Station to Station > Charts & Awards > Billboard Albums ))). allmusic.com. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2011.
  29. RPM Top 100 Albums of 1976. RPM (8 იანვარი 1977). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2013.
  30. Dutch charts jaaroverzichten 1976 ჰოლანდიურად (ASP). ციტირების თარიღი: 2 აპრილი 2014.
  31. Les Albums (CD) de 1976 par InfoDisc French (PHP). infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-21. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2013.
  32. Top Pop Albums of 1976. billboard.biz. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2012.
  33. Canadian album certifications – David Bowie – Station to Station. Music Canada.
  34. British album certifications – David Bowie – Station to Station. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Station to Station ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  35. American album certifications – David Bowie – Station to Station. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH