StarCraft II: Wings of Liberty

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
StarCraft II: Wings Of Liberty
StarCraft II - Box Art.jpg
StarCraft II-ის გარეკანის ფოტო, რომელზეც გამოსახულია თამაშის მთავარი გმირი ჯიმ რეინორი
დეველოპერ(ებ)ი Blizzard Entertainment
გამომცემელი Blizzard Entertainment
სერია StarCraft
ძრავა Havok
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows[1]
macOS[2]
გამოსვლის თარიღი 27 ივლისი, 2010[3][4][5]
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
პროდიუსერ(ებ)ი კრის სიგატი
დიზაინერ(ებ)ი დასტინ ბრაუდერი
პროგრამისტ(ებ)ი კარლ ჩიმესი
ბობ ფიტჩი
მხატვარი სემუაიზ დიდიე
სცენარისტი კრის მეტცენი
ენდრიუ ჩემბერსი
კომპოზიტორი დერეკ დიუკი
გლენ სტეფორდი
რასელ ბრაუერი
ნილ აკრი

StarCraft II: Wings of Liberty - სამხედრო სამეცნიერო ფანტასტიკისა და რეალური დროის სტრატეგიის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა კომპანია Blizzard Entertainment-მა. მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2010 წელს, Microsoft Windows-ისა და macOS-ის პლატფორმებისთვის.[6] ის არის 1998 წელს გამოსული თამაშის, StarCraft ის გაგრძელება. StarCraft II დაყოფილია სამ ნაწილად: ძირითადი თამაში სახელწოდებით Wings of Liberty, დამატება Heart of the Swarm და დამოუკიდებელი დამატება Legacy of the Void.[7]

StarCraft II-ის შემუშავებასთან დაკავშირებით პირველი ცნობები გაცხადდა Blizzard Worldwide Invitational-ის ღონისძიებაზე, 2007 წლის 19 მაისს, სეულში, სამხრეთი კორეა.[8] მასში გამოყენებული არის სამგანზომილებიანი გრაფიკა და აგებულია Havok-ის ფიზიკურ ძრავზე. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მხოლოდ ერთი თამაშის გამოცემა, მაგრამ მოგვიანებით Blizzard-მა განაცხადა, რომ StarCraft II იქნებოდა ტრილოგია. 2010 წლის 27 ივლისს გამოვიდა ოფიციალური საუნდტრეკი, რომლის კომპოზიტორები არიან დერეკ დიუკი, გლენ სტეფორდი, რასელ ბრაუერი და ნილ აკრი. საუნდტრეკი ხელმისაწვდომი არის iTune Store-ის სერვისის მეშვეობით.

თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს XXVI-ე საუკუნეში, ირმის ნახტომის შორეულ ნაწილში, სადაც გვხვდება სამი რასა: ტერანები (გადასახლებული დედამიწელი კრიმინალების შთამომავლები, რომლებმაც დაკარგეს კავშირი დედამიწასთან), ზერგები (ქვეწარმავლების მაგვარი რასა, რომლებსაც მართავენ დედოფლები) და პროტოსები (მაღალტექნოლოგიური რასა, ფსიონური შესაძლებლობებით).[1] Wings of Liberty-ში აქცენტი გამახვილებულია ტერანებზე, ხოლო დამატებები Heart of the Swarm და Legacy of the Void ფოკუსირებულია ზერგებსა და პროტოსებზე. მოქმედება მიმდინარეობს StarCraft: Brood War-ის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ. მთავარი გმირი არის ჯიმ რეინორი, რომელიც უძღვება აჯანყებულთა ჯგუფს ტერანების დომინიონის წინააღმდეგ. რესურსების მოპოვებით მოთამაშეს ეძლევა სხვადასხვა დანიშნულების შენობების აგების საშუალება, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ საბრძოლო ერთეულები და გააუმჯობესონ ისინი. მოთამაშის მიზანია — გაანადგუროს მტრის ყველა შენობა (მაგრამ არაა აუცილებელი ყველა საბრძოლო ერთეულის განადგურება). ის მოიცავს როგორც ახალ პერსონაჟებსა და ლოკაციებს, ასევე — ძველსაც, ორიგინალი თამაშიდან.

StarCraft-მა მიიღო უამაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო მიმოხილვების საიტებზე GameRankings-სა Metacritic-ზე ფლობს 92.39%[9] და 93/100.[10] მისი წინამორბედის მსგავსად ძირითადი შექება წილად ჰხვდა თამაშის მიმზიდველ გეიმპლეისა და გაუმჯობესებულ სიუჟეტს. 2016 წლის აგვისტოში, ჟურნალმა ტაიმმა თავის სიაში „50 ყველა დროსი საუკეთესო ვიდეო თამაში“ StarCraft II: Wings of Liberty-ს 26-ე ადგილი მიუჩინა.[11] იგი ითვლება ყველა დროის სწრადაფ გაყიდვად რეალური დროის სტრატეგიად (სამი მილიონი ასლი პირველი თვის განმავლობაში).[12] 2010 წლის მონაცემით თამაშის საერთო გაყიდვები შეადგენს დაახლოებით 4.5 მილიონ ეგზემპლარს .[13]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 FAQ for StarCraft II. Blizzard Entertainment. წაკითხვის თარიღი: 2007-05-19.
  2. StarCraft II unveiled. IGN (2007-05-19). წაკითხვის თარიღი: 2009-01-06.
  3. StarCraft II: Wings of Liberty in stores starting July 27, 2010. Blizzard Entertainment (2010-05-03). წაკითხვის თარიღი: 2010-05-16.
  4. "Starcraft II launches July 27". GameSpot. დაარქივებულია 11 ივლისი, 2010.
  5. On Kotaku. Kotaku.com (2010-05-03). წაკითხვის თარიღი: 2010-07-26.
  6. Release Summary. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
  7. StarCraft II split into trilogy. GameSpot (2008-10-10). წაკითხვის თარიღი: 2008-10-10.
  8. Onyett, Charles. (2007-05-18) Blizzard's Worldwide Invitational – The StarCraft 2 Announcement. IGN. წაკითხვის თარიღი: 2007-05-19.
  9. Starcraft II: Wings of Liberty (PC). GameRankings. წაკითხვის თარიღი: 2010-08-05.
  10. StarCraft II: Wings of Liberty for PC - Reviews at Metacritic. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2010-08-05.
  11. The 50 Best Video Games of All Time. Time Inc. (23 აგვისტო, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 19 სექტემბერი, 2016.
  12. Purchese, Robert. (2010-09-01) StarCraft II sells 3 million in a month. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 2010-09-01.
  13. Fourth Quarter and CY 2010 Results. Activision (2011-02-09). წაკითხვის თარიღი: 2011-02-10.