კავკასიური თრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Spermophilus musicus)
კავკასიური თრია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ციყვისებრნი
გვარი:  თრია
სახეობა:  კავკასიური თრია
ლათინური სახელი
Spermophilus musicus (Ménétries, 1832)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 42470

კავკასიური თრია (ლათ. Spermophilus musicus) — მღრღნელი ციყვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 20–38 სმ აღწევს, კუდის სიგრძე სხეულის ზომის ნახევარს შეადგენს. დაფარულია მურა, ნაცრისფერი ბეწვით. საქართველოში გავრცელებულია კავკასიონზე, თერგის სათავეებთან. ბინადრობს უდაბნოში, ველებსა და ტყე-ველებზე, გვხვდება მთის ლანდშაფტებშიც. აქტიურ ცხოვრებას მხოლოდ 80–100 დღე ეწევა, დანარჩენ დროს ზამთრის ძილქუშში ატარებს. შობს 3–11 (საშუალოდ 6–8) ნაშიერს. იკვებება მცენარეებით. ერთ თრიას შეუძლია წელიწადში 4,5 კგ მარცვლეულის განადგურება. გადააქვს ინფექციური დაავადებები. მის ტყავი ბეწვეულის წარმოებაში გამოიყენება.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 449.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699.