შინაარსზე გადასვლა

Sparks (coldplay)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Sparks“
Coldplay
ალბომიდან Parachutes
გამოსვლის თარიღი 10 ივლისი 2000
ჩაიწერა ნოემბერი 1999 - მაისი 2000[1]
ჟანრი Soft rock dream pop
ხანგრძლივობა 3:47
ხმისჩამწერი ლეიბლი „Parlophone“
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი ჯონი ბაკლენდი უილ ჩემპიონი კრის მარტინი
პროდიუსერი კენ ნელსონი

Sparks — სიმღერა დაიწერა ბრიტანული როკ ჯგუფის Coldplay-ს მიერ. სიმღერის დაწერაში ჯგუფის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა,თანაპროდიუსერი იყო კენ ნელსონი მათი სადებიუტო ალბომისთვის Parachutes (2000).[2]სიმღერამ, რომელიც აღწერილია როგორც „დამამშვიდებელი“ ნაწარმოები, განიცადა ჩარტების აღორძინება 2020-იან წლებში.[3]

პროდიუსერ კენ ნელსონის თქმით, „Sparks“ და „We Never Change“ ერთდროულად დაიწერა. კენი აღწერს მას როგორც „ცოცხალ ჩაწერას“, ხოლო გიტარის ნაწილები ჯონ ბაკლენდმა მოგვიანებით დაამატა. სიმღერის ტექსტი მოგვითხრობს ადამიანის ისტორიას, რომელიც ითხოვს მეორე შანსს მას შემდეგ, რაც გაუშვა პარტნიორი. მერი სიროკიმ „Consequence“-დან აღნიშნა, რომ „ვალსის ტემპი უზრუნველყოფს ინტიმურობისა და რომანტიული ლტოლვის განცდის შენარჩუნებას“.[4]

Billboard[5]-ის და „Consequence“[4]-ის მიერ „Sparks“ დასახელდა „Coldplay“-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. სიმღერამ განიცადა აღორძინება მუსიკალურ ჩარტებში 2020-იან წლებში,[3] მას შემდეგ რაც ვირუსულიად გავრცელდა „TikTok“-ზე.[6]

ბენდმა რეგულარულად ასრულა სიმღერა „Sparks“ როგორც „Parachutes“ ტურის (2000–01),[7] ასევე „Music of the Spheres“ ტურის (2022–25) განმავლობაში.[8]

ქოვერები და ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელმა R&B მომღერალმა ბრენდიმ თავისი 2004 წლის ალბომ „Afrodisiac“-ის სიმღერა „I Tried“-ში გამოიყენა აღნიშნული სიმღერის ტექსტის საწყისი ნაწილი.[9] კრისტინა ტრეინმა სიმღერა „Sparks“ შეასრულა ბრიტანული რომანტიკული კომედიისთვისI Give It a Year“, რომელიც 2013 წელს გამოვიდა.[10] ათი წლის შემდეგ ჯორდანამაც გააზიარა ამ სიმღერის საკუთარი ვერსია.[11]

ბენდის წევრები


დამატებითი პერსონალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wild, Debs; Croft, Malcolm (2018) Life In Technicolor: A Celebration of Coldplay. ECW, გვ. 46–50. ISBN 9781787391093. 
  2. Ken Nelson: Recording Coldplay's Parachutes (October 2000). ციტირების თარიღი: 11 January 2024
  3. 1 2 „Coldplay's Sparks Ignites on Charts After Chris Martin & Dakota Johnson Breakup“. Billboard. 18 June 2025. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2025. ციტირების თარიღი: 18 June 2025.
  4. 1 2 Coldplay's 10 Best Songs (13 October 2021). ციტირების თარიღი: 11 January 2022
  5. „The 50 Best Coldplay Songs: Staff Picks“. Billboard. 21 November 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2024. ციტირების თარიღი: 11 January 2024.
  6. Every Coldplay Album, Ranked (6 October 2024). ციტირების თარიღი: 12 December 2024
  7. Coldplay Concert Setlist at Shepherd's Bush Empire, London (23 October 2000). ციტირების თარიღი: 1 July 2023
  8. Scaletta Concerto Coldplay 2023: Music of the Spheres World Tour it (19 April 2023). ციტირების თარიღი: 25 June 2023
  9. „Afrodisiac“. Entertainment Weekly. 5 July 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 May 2023. ციტირების თარიღი: 20 May 2023.
  10. UMP Syncs for I Give It A Year (30 January 2013). ციტირების თარიღი: 11 January 2024.
  11. Jordana – Sparks (Coldplay Cover) (30 May 2023). ციტირების თარიღი: 31 May 2023