Space Station 13

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Space Station 13
Space station 13 logo.png
დეველოპერ(ებ)ი პირველი ვერსიის დეველოპერი — Exadv1. ამჟამად მრავალი (თამაშის რამდენიმე ვერსიას აქვს ღია წყარო)
ძრავა BYOND
პლატფორმ(ებ)ი Windows
Linux
გამოსვლის თარიღი თებერვალი, 2003
ჟანრ(ებ)ი MMORPG
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
ლიცენზია GPLv3
საიტი თამაშის საზოგადოების საიტი

Space Station 13 (ან SS13) — დაღმავალი ხედის როლური მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში BYOND თამაშის ძრავაზე, რომლის პირველი ვერსია გამოვიდა 2003 წელს. თამაში არის დაფუძნებული ფილების გრაფიკაზე და არის 2D.[1]

თამაშის მოქმედება ხდება მომავალი დროის კოსმოსურ სადგურზე, სადაც მოთამაშეები ირჩევენ სხვადასხვა საქმიანობას, მოთამაშეების მოქმედებები სხვადასხვა პროფესიებით კი იწვევს სხვადასხვა შედეგებს.

ახლახან, თამაშმა მოიპოვა მზარდი მოთამაშეთა რაოდენობა, რომელიც ხშირად აღწევს 500 მოთამაშეს ერთდროულად.[2] მისი პოპულარულობა შეიმჩნევა სხვადასხვა საიტებზე როგორიცაა Something Awful, 4chan, Reddit[3] და სხვა. ასევე თამაში იყო ნახსენები სხვადასხვა ვიდეო თამაშების ჟურნალებში.[4][5][6][7]

თამაშის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Space Station 13-ის ყოველ რაუნდის დასაწყისში, მოთამაშეებს ეძლევათ დრო მოარგონ და შეასწორონ თავისი პერსონაჟი და აირჩიონ პროფესია, როგორიცაა დამლაგებელი ან ინჟინერი, რაც კარნახობს მოთამაშეებს თავის როლზე კოსმოსურ სადგურზე. ყოველი რაუნდი მინდინარეობს მოთამაშეების მოქმედებების მიხედვით.

მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს თითქმის ყველა ობიექტი სადგურზე, მოთამაშეს შეუძლია შეცვალოს თავისი "განზრახვა" რითიც იცვლება მოქმედება სხვადასხვა ობიექტზე.

თამაშს აქვს სრული ელექტრობის, ბიოლოგიის, ატმოსფერის, ქიმიის და სხვა რთული ობიექტების და გარემოებების კონტროლის სიმულაცია.

სხვადასხვა სერვერებს აქვთ სხვადასხვა სადგურის კონსტრუქცია, თუმცა ძირითადად არსებობს რვა დეპარტამენტი.

  • სამეთაურო (იღებს სამეთაურო როლებს სადგურზე).
  • უშიშროება (იცავს კანონს, მშვიდობას და პასუხობს სასწრაფო გამოძახებებს).
  • საინჟინრო (უზრუნველყოფს ელექტრობას და ატმოსფერულ სისუფთავეს).
  • სამეცნიერო (იკვლევს ტექნოლოგიას და ქმნის სხვადასხვა რობოტებს სადგურზე).
  • სამედიცინო (უზრუნველყოფს ეკიპაჟის ჯანმრთელობას, ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს, ქმნის კლონებს და იკვლევს ვირუსებს).
  • სამარაგო (აწარმოებს სამთო სამუშაოებს მინერალების მოსაპოვებლად, უკვეთავს მარაგს ეკიპაჟისთვის).
  • სასევისო (ასუფთავებს სადგურს და ამარაგებს მათ საჭმლით და სასმელებით)
  • რობოტები (შეადგენს სადგურის ხელოვნური ინტელექტს და კიბორგებს, რომლებიც ხშირად არიან მიბმული რობოტიკის სამ კანონზე, რომელიც უფლებას არ აძლევთ მათ ჩაიდინონ კრიმინალური აქტები, როგორიცაა თავდასხმა ეკიპაჟის წევრზე, თუმცა მათი კანონების შეცვლა შესაძლებელია მოთამაშეების მიერ სხვადასხვა გზებით).

მოთამაშეების უმეტესობა ჩნდება სადგურზე რაუნდის დასაწყისში, და ისინი მუშაობენ თავისი პროფესიის მიხედვით. თუმცა, იმის მიხედვით თუ რა რეჟიმია არჩეული რაუნდის განმავლობაში, შესაძლებელია რომ შემთხვევით იყოს არჩეული ერთი ან რამდენიმე მოთამაშე "ანტაგონისტათ". ანტაგონისტები შესაძლებელია იყვნენ ჩვეულებრივი მოთამაშეები საიდუმლო დავალებებით და აღჭურვილობებით, ბოროტმოქმედი ხელოვნური ინტელექტი, და სხვადასხვა მონსტრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]