SpaceX Starship

Starship (სთარშიფ) — ორსაფეხურიანი, სრულად მრავალჯერადი გამოყენების, სუპერმძიმე კლასის რაკეტა-მატარებელი, რომელსაც ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ავითარებს. ამჟამად მისი აწყობა და გაშვება ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-დან ხდება. ის კომპანიის რაკეტების — Falcon 9-ისა და Falcon Heavy-ს[1] — შემცვლელად არის განკუთვნილი და SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების გამშვები სისტემების შექმნის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია. პროექტის სრულად განხორციელების შემთხვევაში, Starship გახდება პირველი სრულად მრავალჯერადი გამოყენების ორბიტული რაკეტა და ექნება ყველაზე დიდი სასარგებლო ტვირთამწეობა დღემდე შექმნილ რაკეტა-მატარებლებს შორის. 2026 წლის 28 სექტემბრის მონაცემებით, Starship-ის გაშვება 14-ჯერ განხორციელდა, საიდანაც 9 ფრენა წარმატებული იყო, 5 კი — წარუმატებელი.
რაკეტა ორი საფეხურისგან შედგება: Super Heavy-ს ამაჩქარებელი (პირველი საფეხური) და კოსმოსური ხომალდი Starship (მეორე საფეხური). ორივე მათგანი აღჭურვილია Raptor-ის ტიპის ძრავებით, რომლებიც საწვავად თხევად მეთანს (ბუნებრივი აირის მთავარი კომპონენტი) და მჟანგავად თხევად ჟანგბადს იყენებს. ორივე საფეხური გათვლილია გაშვების ადგილზე დასაბრუნებლად და სასტარტო კოშკთან ვერტიკალურად დასაჯდომად, რათა მათი ხელახალი გამოყენება გახდეს შესაძლებელი.[2] კოსმოსში გასვლის შემდეგ, Starship-ის ზედა საფეხური დამოუკიდებელ კოსმოსურ ხომალდად ფუნქციონირებს და შეუძლია ეკიპაჟისა და ტვირთის გადაზიდვა.[3] დედამიწის დაბალი ორბიტის მიღმა განსახორციელებელი მისიები ორბიტაზე საწვავის რამდენჯერმე შევსებას მოითხოვს. მისიის დასრულებისას Starship ატმოსფეროში ბრუნდება და იყენებს თბოდამცავ ფილებს, რომლებიც Space Shuttle-ის ანალოგიურია.[4] SpaceX აცხადებს, რომ მისი მიზანია გაშვების ხარჯების შემცირება ორივე საფეხურის ხელახალი გამოყენებისა და მასობრივი წარმოების გზით.
თავდაპირველად SpaceX გეგმავდა Starship-ის გამოყენებას მარსზე ეკიპაჟიანი მისიებისთვის,[5] თუმცა გეგმა შეიცვალა და პრიორიტეტად ადამიანების მთვარეზე დაბრუნება განისაზღვრა.[6] SpaceX-მა ასევე შესთავაზა Starship-ის გამოყენება სხვადასხვა მისიისთვის, როგორიცაა დიდი ზომის თანამგზავრების,[7] კოსმოსური სადგურის მოდულებისა და კოსმოსური ტელესკოპების ორბიტაზე გაყვანა.[8] NASA-სთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, პროგრამა „არტემისის“ შემადგენლობაში მიმდინარეობს ხომალდის ეკიპაჟიანი ვერსიის — Starship Human Landing System-ის — დამუშავება; არტემის III-ის ფარგლებში დაგეგმილია ბორტების შეპირაპირების ტესტირება (ამჟამად გათვალისწინებულია 2027 წლისთვის),[9] ხოლო ეკიპაჟით მთვარეზე დაჯდომა — 2028 წლისთვის.[10]
SpaceX-მა ზემძიმე კლასის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის კონცეფციებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. Starship-ის ამჟამინდელი დიზაინი და სახელწოდება 2018 წელს წარადგინეს. პროცესი ეტაპობრივი და განმეორებითი მიდგომით წარიმართა, რაც მრავალი პროტოტიპისა და საცდელი გაშვების განხორციელებას გულისხმობდა. Starship-ის სრულფასოვანი რაკეტა პირველად 2023 წლის 20 აპრილს გაუშვეს; აფრენიდან ოთხ წუთში ის აფეთქდა.[11] პროგრამამ ვერ შეძლო გრაფიკით გათვალისწინებული ოპტიმისტური მიზნების მიღწევა და განვითარების პროცესში არაერთი შეფერხება განიცადა, მათ შორის — 2025 წელს Block 2-ის ტიპის ზედა საფეხურების პირველი ოთხი ერთეულის წარუმატებელი გამოცდა.[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Programmatic Environmental Assessment by the Federal Aviation Administration
- Starship of SpaceX. European Space Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 19, 2024. ციტირების თარიღი: December 23, 2024
- Tim Dodd's Starship interviews with Elon Musk on YouTube:
- A conversation with Elon Musk about Starship. October 1, 2019. https://www.youtube.com/watch?v=cIQ36Kt7UVg.
- [2022 Elon Musk Explains Updates To Starship And Starbase! part 1]. May 14, 2022. https://www.youtube.com/watch?v=3Ux6B3bvO0w. part 2. August 7, 2021. https://www.youtube.com/watch?v=SA8ZBJWo73E. and Starbase Launchpad Tour with Elon Musk part 3. August 11, 2021. https://www.youtube.com/watch?v=9Zlnbs-NBUI.
- Launch tower and Raptor engine tour overview. May 14, 2022. https://www.youtube.com/watch?v=3Ux6B3bvO0w., Go up SpaceX's Starship-catching robotic launch tower with Elon Musk!. May 26, 2022. https://www.youtube.com/watch?v=XP5k3ZzPf_0., Elon Musk Explains SpaceX's Raptor Engine!. July 9, 2022. https://www.youtube.com/watch?v=E7MQb9Y4FAE.
- First Look Inside SpaceX's Starfactory w/ Elon Musk. June 22, 2024. https://www.youtube.com/watch?v=aFqjoCbZ4ik.
- Join Elon Musk on a tour of Starship just before it launches! (w/ post launch interview). June 25, 2024. https://www.youtube.com/watch?v=InJOlT6WdHc.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Clark, Stephen. (2025-07-16) The ISS is nearing retirement, so why is NASA still gung-ho about Starliner? en. ციტირების თარიღი: 2025-07-16
- ↑ Musk hopes "Mechazilla" will catch and assemble the Starship and Super Heavy boosters for rapid reuse. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 14, 2024. ციტირების თარიღი: May 14, 2024
- ↑ Starship's Seventh Flight Test (January 8, 2025). ციტირების თარიღი: January 15, 2025
- ↑ Reichhardt, Tony. (December 14, 2021) Marsliner en. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 6, 2022. ციტირების თარიღი: June 10, 2022
- ↑ Harwood, William (May 28, 2025). „SpaceX loses contact with its Starship on 9th test flight after last 2 went down in flames“. CBS News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-06-28.
- ↑ Williams, Matthew. (2026-02-11) SpaceX Makes a Huge Pivot, Wants to Build on the Moon Instead en. ციტირების თარიღი: 2026-05-23
- ↑ Wall, Mike. (May 10, 2023) Vast Space to launch 1st private station on SpaceX rocket in 2025 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2025. ციტირების თარიღი: February 13, 2025
- ↑ Clark, Stephen (October 18, 2023). „Astronomers say new telescopes should take advantage of "Starship paradigm"“. Ars Technica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-06-28.
- ↑ Artemis III: NASA's First Human Mission to the Lunar South Pole en-US. NASA (January 13, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2024. ციტირების თარიღი: January 7, 2024
- ↑ Berger, Eric. (2026-02-27) NASA shakes up its Artemis program to speed up lunar return en. ციტირების თარიღი: 2026-02-27
- ↑ O'Callaghan, Jonathan. (October 1, 2023) Termination shock en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2023. ციტირების თარიღი: November 19, 2023
- ↑ Foust, Jeff (June 8, 2023). „NASA concerned Starship problems will delay Artemis 3“. Space News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-06-28.