შინაარსზე გადასვლა

SpaceX Dragon

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსმოსური ხომალდი Dragon 1

Dragon — ამერიკული, კერძო, ნაწილობრივ მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო სატვირთო კოსმოსური ხომალდი, რომელიც SpaceX-მა შექმნა NASA-ს კომერციული ორბიტალური ტრანსპორტირების სერვისების (COTS) პროგრამის ფარგლებში და შექმნილია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ტვირთის გადასატანად და კოსმოსიდან დედამიწაზე დასაბრუნებლად.

ახალი სატვირთო ხომალდების საჭიროება შეერთებულ შტატებში კოსმოსური შატლის ფრენების შეწყვეტის გამო გაჩნდა. 2012 წლიდან, Dragon 1 მსოფლიოში ერთადერთი სატვირთო კოსმოსური ხომალდია, რომელიც ტვირთს ISS-დან დედამიწაზე აბრუნებს.[1][2][3] 2010 წლიდან ხომალდი 22-ჯერ გაუშვეს; სულ Dragon-ის ხომალდებმა სადგურზე დაახლოებით 43 ტონა ტვირთი მიიტანეს და დედამიწაზე დაახლოებით 33 ტონა დააბრუნეს.[4]

სულ აშენდა 13 Dragon კოსმოსური ხომალდი, ცხრა მისიით, რომლებშიც კოსმოსური ხომალდი ხელახლა იქნა გამოყენებული: სამი კაფსულა ორჯერ გაფრინდა და სამი კაფსულა სამჯერ. ერთ-ერთი მისია, SpaceX CRS-7, გამშვები აპარატის გაუმართაობის გამო ჩაიშალა.

2020 წლის 7 მარტს, SpaceX-მა გაუშვა CRS-20, რომელიც პირველი თაობის Dragon კოსმოსური ხომალდის ბოლო ფრენა იყო; CRS კონტრაქტის მეორე ფაზიდან (SpaceX CRS-21), SpaceX გადავიდა Dragon 2 კოსმოსური ხომალდის სატვირთო ვერსიის გამოყენებაზე.

  1. Dragon — Cargo Version. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-08. ციტირების თარიღი: 2019-03-13
  2. Garcia, Mark. (2018-08-01) U.S. Cargo Ship Departs Station with Critical Scientific Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-04. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  3. Космический корабль Dragon успешно приводнился в Тихом океане (2019-01-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2019-03-31
  4. Late-night launch of SpaceX cargo ship marks end of an era (2020-03-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-07. ციტირების თარიღი: 2020-03-07
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SpaceX_Dragon&oldid=4837960“-დან