Sonic Highways

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sonic Highways
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 ნოემბერი, 2014
ჩაიწერა იანვარი–მაისი 2014
სტუდია
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 42:03
ლეიბლი RCA
პროდიუსერი ბუტჩ ვიგი
Foo Fighters — ქრონოლოგია
Medium Rare
(2011)
Sonic Highways
(2014)
Songs from the Laundry Room
(2015)
სინგლები ალბომიდან Sonic Highways
  1. „Something from Nothing“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 16, 2014
  2. „The Feast and the Famine“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 24, 2014
  3. „Congregation“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 31, 2014
  4. „What Did I Do? / God As My Witness“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 6, 2014
  5. „Outside“
    გამოცემის თარიღი: აგვისტო 4, 2015[1]

Sonic Highways (ინგლ. ხმოვანი გზატკეცილები) — ამერიკული როკ-ჯგუფ Foo Fighters-ის მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2014 წლის 10 ნოემბერს ლეიბლზე RCA.[2] ამ ალბომისთვის, HBO-ზე გასულ სერიალ Foo Fighters Sonic Highways-ის [3][4] მომზადების ფარგლებში ჯგუფმა აშშ-ის რვა ქალაქში ჩაწერა რვა სიმღერა.[5] ალბომი გამოვიდა CD-ზე, გრამფირფიტაზე და ციფრული ჩამონატვირთის სახით.[6] წამყვანი სინგლი, „Something from Nothing“ გამოიცა 2014 წლის 16 ოქტომბერს.

წარმოშობა და ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ Wasting Light-ის შემდეგ ჯგუფი შესვენებას აპირებდა, 2013 წლის იანვარში დეივ გროლმა განაცხადა, რომ კოლექტივმა დაიწყო მერვე სტუდიური ალბომის ჩაწერა.[7] 2013 წლის 20 თებერვალს Brit Awards-ზე გროლმა განაცხადა, რომ მეორე დღეს ბრუნდებოდა ამერიკაში და იწყებდა შემდეგ ალბომზე მუშაობას.[8] 2013 წლის აგვისტოში, XFM-თან ინტერვიუდან მისგან ცნობილი გახდა, რომ ალბომის გამოცემა 2014 წლისთვის დაიგეგმა:

„გეტყვით, რომ უკანასკნელ კვირებში სტუდიაში ვიმყოფებით და ვწერდით ალბომს. ეს ალბომი ყველა წინასგან განსხვავებული იქნება და აღფრთოვანებულები ვართ. მანამდე რაღაც დრო არის - მალე არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შემდეგი წელი იქნება ნამდვილად დიდი წელი Foo Fighters-ისთვის, უეჭველია.“[9]

წამყვან გიტარისტ კრის შიფლეტის თქმით, გროლი ტექსტზე მუშაობას ვოკალის ჩაწერამდე ასრულებდა. ამჯერად კომპოზიციები ნაკლებად ეხებოდა „სასიყვარულო წერილებსა და გაურკვეველ ურთიერთობებს“ და უფრო მეტად - გრძნობებს, რომლებიც გროლს ჰქონდა ყოველ ქალაქთან დაკავშირებით.[10]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 6 სექტემბერს კრის შიფლეტმა თავის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა სურათი, რომელიც აღნიშნავდა ალბომისთვის ჩაწერილ 13 სიმღერას. [11] კლავიშისტმა რამი ჯეფიმ ჩაწერა პარტიები სამი სიმღერისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო „In The Way“.[12] ბუტჩ ვიგმა, წინა ალბომ Wasting Light-ის პროდიუსერმა, დაადასტურა, რომ იგი ახალი ალბომის პროდიუსერიც იყო.[13][14] 2014 წლის 30 ივლისს ვიგისგან ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა დაასრულა ალბომის ჩაწერა და ხმი მიქსი და იგი გამოიცემოდა სერიალ Foo Fighters: Sonic Highways-ის ეთერში გასვლიდან ერთი თვის თავზე.[15] 2014 წლის აგვისტოში გროლმა ისაუბრა ალბომის შესახებ: „ადვილად ამოიცნობთ, რომ ეს ალბომი Foo Fighters-ის ჩანაწერია, მაგრამ მასში უფრო მეტია ღრმა და მუსიკალური. ვფიქრობ, რომ ქალაქებმა და პიროვნებებმა შთაგვაგონეს ახალი ტერიტორიების გაფართოება და შესწავლა, ჩვენი „ჟღერადობის“ დაკარგვის გარეშე.“[2]

შეფუთვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანზე წარმოდგენილია ქალაქის ხედები ერთმანეთში არეული შენობებით. აქ არის სიეტლის სპეის ნიდლი, ჰოლივუდის ნიშანი ლოს-ანჯელესში და ციფრ 8-ის განმეორებადი მოტივი, რაც აღნიშნავს ჯგუფის Foo Fighters-ის მერვე ალბომს და უსასრულობას. (∞).[2] გრამფირფიტის გამოცემა წარმოდგენილია რვა სხვადასხვა გარეკანით, სადაც თითო ასახავს ერთ-ერთს რვა ქალაქიდან. „უსასრულობის“ ამსახველი შენობა რვიანის ფორმით არის წარმოდგენილი.[5] დილერების დიდი ნაწილი არ იძლეოდა გარანტიას იმისა, თუ როგორ გარეკანს შეიძენდა მყიდველი, მაგრამ ჯგუფის ოფიციალური საიტიდან მისი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში სასურველის არჩევა შესაძლებელი იყო.[6][16]

პრომოკამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 16 იანვარს Foo Fighters-ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სურათი რამდენიმე მასტერ-ფირით, რომელთა ნაწილს ეწერა „LP 8“ (ინგლ. ალბომი 8).[17] 2014 წლის 15 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის მერვე ალბომი გამოიცემოდა 2014 წლის ნოემბერში და Foo Fighters აღნიშნავდა მას და თავის 20 წლიან იუბილეს HBO-ს ეთერისთვის მომზადებული სატელევიზიო სერიალით Foo Fighters: Sonic Highways, რომლის რეჟისორი იქნებოდა დეივ გროლი.[18] 2014 წლის 11 აგვისტოს ცნობილი გახდა ალბომის სახელწოდებაც - Sonic Highways და გამოცემის თარიღი - იმავე წლის 10 ნოემბერი.[19]

კრიტიკული შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic68/100[20]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[21]
The A.V. ClubB–[22]
Chicago Tribune2/4 stars[23]
Consequence of SoundC–[24]
Entertainment WeeklyB[25]
The Guardian2/5 stars[26]
The Observer3/5 stars[27]
NME7/10[28]
Pitchfork Media5.6/10[29]
Rolling Stone3.5/5 stars[2]

ალბომმა Metacritic-ზე 31 მიმოხილვის საფუძველზე მიიღო შეფასება 68 ქულის სახით[20] სტივენ თომას ერლეუაინი (AllMusic) წერდა, რომ ალბომში „აღინიშნება არა მეინსტრიმში გადასული ანდერგრაუნდული როკის მრისხანება, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გამაერთიანებელი კლასიკური როკი, სანაპიროდან სანაპირომდე.“[21] ფილიო კოსორესი (Consequence of Sound): „ალბომი სერიალის ერთგვარი გაფართოება და დამატებაა.“[24]

პატრილ დოილი (Rolling Stone) აღნიშნავდა, რომ ალბომის რამდენიმე სიმღერა „ჯგუფისთვის დღეისთვის ყველაზე ამბიციურია“.[2] სტიუარტ ბერმანი (Pitchfork Media) მას უფრო კრიტიკულად მიმოიხილავდა - „Foo Fighters მთლიანად აქრობს საკუთარი შემოქმედებითი პროცესის იდუმალებას და პროექტს Sonic Highways აქცევს სახელოვან საშინაო დავალებად - შესაძლოა, შემეცნებით, მაგრამ თავისი დამუშავებით პროცედურულად.“[29]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Something from Nothing“4:49
2.„The Feast and the Famine“3:49
3.„Congregation“5:12
4.„What Did I Do? / God As My Witness“5:44
5.„Outside“5:15
6.„In the Clear“4:04
7.„Subterranean“6:08
8.„I Am a River“7:09
საერთო ხანგრძლივობა:42:03

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Foo Fighters
დამატებითი მუსიკოსები
  • რიკ ნილსენი – ბარიტონული გიტარა სიმღერაში „Something from Nothing“
  • ზეკ ბრაუნი – გიტარა, ბეკ-ვოკალი სიმღერაში „Congregation“
  • გერი კლარკ უმცროსი – გიტარა სიმღერაში „What Did I Do? / God As My Witness“
  • ჯო უოლში – გიტარა სიმღერაში „Outside“
  • Preservation Hall Jazz Band – ალტო-საქსოფონი, დასარტყმელი საკრავები, ფორტეპიანო, ტრომბონი, საყვირი, ტუბა სიმღერაში „In the Clear“[30]
  • ბენ გიბერდი - გიტარა, ვოკალი სიმღერაში „Subterranean“
  • ჯოან ჯეტი – გიტარა სიმღერაში „I Am a River“

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ლეიბლი
აშშ[6] 10 ნოემბერი, 2014 RCA

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alternative Future Releases. All Access Music Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-06-30.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Grow, Kory. Foo Fighters Name New Album 'Sonic Highways,' Reveal Track List (11 აგვისტო 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2014.
  3. Foo Fighters premiere new single "Something From Nothing" — listen. Consequence of Sound (ოქტომბერი 16, 2014). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 17, 2014.
  4. Camp, Zoe; Phillips, Amy. Foo Fighters Release "Something From Nothing" From New Album Sonic Highways. Pitchfork Media (ოქტომბერი 16, 2014). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 17, 2014.
  5. 5.0 5.1 Foo Fighters Announce 'Sonic Highways' Track List, Share Artwork billboard.com. Retrieved 11 აგვისტო, 2014.
  6. 6.0 6.1 6.2 Sonic Highways: Foo Fighters: Music. Amazon.com. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2014.
  7. Dave Grohl Says Foo Fighters 'Have A Plan' For Their Next Album. MTV.com (2013-01-23). ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  8. Dave Grohl: 'Foo Fighters to begin work on new album this week' | News. Nme.Com (2013-02-21). ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  9. Foo Fighters Finish Writing New Album. Loudwire.com (2013-08-19). ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  10. Peixoto, Mariana. (2014-09-27) Guitarrista do Foo Fighters fala sobre novo disco em entrevista exclusiva Portuguese. Estado de Minas. ციტირების თარიღი: 2014-10-18.
  11. Sarah Smith. (6 ნოემბერი 2013) You'll never believe what Foo Fighters take on tour. Faster Louder. Faster Louder Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2013.
  12. Equipment photograph. Distilleryimage7.s3.amazonaws.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  13. Darren Levin. (26 აგვისტო 2013) Butch Vig teams up with Foo Fighters for "KILLER new songs". Faster Louder. Faster Louder Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2013.
  14. Rosen, კრეიგ. The 10 Most Anticipated Albums of 2014. Yahoo. ციტირების თარიღი: 2013-12-29.
  15. Stolman, Elissa. (ივლისი 30, 2014) Foo Fighters Finish Eighth Album. Spin. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 3, 2014. ციტირების თარიღი: ივლისი 30, 2014.
  16. 'Sonic Highways' vinyl preorder (11 აგვისტო 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2014.
  17. Foo Fighters - Tijdlijnfoto's. Facebook (2014-01-16). ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  18. Foo Fighters To Commemorate Eighth Album & 20th Anniversary With HBO Series Documenting Eight-City Recording Odyssey. FooFighters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-24. ციტირების თარიღი: 2014-05-15.
  19. Twitter / foofighters: Sonic Highways. Out Worldwide. Twitter. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  20. 20.0 20.1 Critic Reviews for Sonic Highways. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: დეკემბერი 22, 2014.
  21. 21.0 21.1 ერლეუაინი, სტივენ თომას. Sonic Highways - Foo Fighters - სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. თარგი:Noitalics. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: ნოემბერი 16, 2014.
  22. Warwick, კევინ (ნოემბერი 11, 2014). „Foo Fighters aim for the moon but come up a bit short on Sonic Highways“. The A.V. Club. ციტირების თარიღი: ნოემბერი 12, 2014.
  23. კოტი, გრეგ (ნოემბერი 7, 2014). „Foo Fighters 'Sonic Highways' doesn't lead to anywhere new“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: ნოემბერი 9, 2014.
  24. 24.0 24.1 Cosores, Philip. (ნოემბერი 7, 2014) Foo Fighters - Sonic Highways. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2014.
  25. Ryan, Kyle (ნოემბერი 7, 2014). „Sonic Highways Review“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-07. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2014.
  26. Jonze, Tim. (ნოემბერი 7, 2014) Foo Fighters: Sonic Highways review – a high-concept tour with middling music. The Guardian. Guardian Media Group. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2014.
  27. Carnwath, Ally. (ნოემბერი 9, 2014) Foo Fighters: Sonic Highways review – familiar full-throttle pop-rock. The Obserer. Guardian Media Group. ციტირების თარიღი: ნოემბერი 12, 2014.
  28. Nicolson, ბარი (ნოემბერი 5, 2014). „Foo Fighters – 'Sonic Highways'. NME. ციტირების თარიღი: ნოემბერი 9, 2014.
  29. 29.0 29.1 Berman, Stuart. (ნოემბერი 10, 2014) Foo Fighters: Sonic Highways. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: ნოემბერი 10, 2014.
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-26. ციტირების თარიღი: 2014-11-08.
  31. "Foo Fighters – Sonic Highways". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 15, 2014.
  32. "Foo Fighters - Sonic Highways" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 19, 2014.
  33. "Foo Fighters – Sonic Highways" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 21, 2014.
  34. "Foo Fighters – Sonic Highways" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 21, 2014.
  35. „Foo Fighters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  36. "Foo Fighters – Sonic Highways". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 23, 2014.
  37. "Foo Fighters: Sonic Highways" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 18, 2014.
  38. "Foo Fighters – Sonic Highways". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 21, 2014.
  39. „Foo Fighters Longplay“. ციტირების თარიღი: მაისი 25, 2015.
  40. Official IFPI Charts - Top-75 Albums Sales Chart - Εβδομάδα: 47/2014 Greek. IFPI Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2014. ციტირების თარიღი: დეკემბერი 1, 2014.
  41. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  42. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 17, 2014.
  43. Artisti - Classifica settimanale WK 46 (dal 10-11-2014 al 16-11-2014) Italian. Federazione Industria Musicale Italiana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29-11-2014. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2014.
  44. „Foo Fighters – Sonic Highways“. oricn ME inc. ციტირების თარიღი: მაისი 25, 2015.
  45. „Dutchcharts.nl – Foo Fighters – Sonic Highways“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 14, 2014.
  46. "Foo Fighters – Sonic Highways". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 14, 2014.
  47. "Foo Fighters – Sonic Highways". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 22, 2014.
  48. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 22, 2014.
  49. "Foo Fighters – Sonic Highways". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  50. "Foo Fighters – Sonic Highways". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 16, 2016.
  51. "Foo Fighters – Sonic Highways". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 14, 2014.
  52. "Foo Fighters – Sonic Highways". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 19, 2014.
  53. "2014-11-22 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 17, 2014.
  54. „Foo Fighters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  55. "Foo Fighters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო ალტერნატიული ალბომები - Foo Fighters. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  56. "Foo Fighters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო მძიმე როკ-ალბომები - Foo Fighters. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  57. "Foo Fighters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - Foo Fighters. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 20, 2014.
  58. End of Year Charts – ARIA Top 100 Albums 2014. ARIA Charts. Australian Recording Industry Association. ციტირების თარიღი: იანვარი 7, 2015.
  59. JAAROVERZICHTEN 2014 ultratop.be. Retrieved იანვარი 1, 2015.
  60. FIMI - Classifiche Annuali 2014 "TOP OF THE MUSIC" FIMI-GfK: un anno di musica italiana Italian. Federazione Industria Musicale Italiana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 14 იანვარი 2015.
  61. Top Selling Albums of 2014. Recorded Music NZ. ციტირების თარიღი: იანვარი 2, 2015.
  62. Official Top 40 Biggest Selling Albums of 2014 დაარქივებული 2015-01-01 საიტზე Wayback Machine. official charts.com. Retrieved 2 იანვარი 2014.
  63. Top Billboard 200 Albums - Year End billboard.com. Retrieved თებერვალი 1, 2015.
  64. Alternative Albums: 2014 Year-End Charts. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: იანვარი 16, 2015.(ფასიანი რეგისტრაცია)
  65. 2014 Year End Charts - Hard Rock Albums. Billboard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 9, 2014.
  66. 2014 Year End Charts - Top Rock Albums. Billboard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 9, 2014.
  67. ARIA Charts - End of Year Charts - Top 100 Albums 2015. Australian Recording Industry Association. ციტირების თარიღი: იანვარი 6, 2016.
  68. Top Billboard 200 Albums - Year End billboard.com. Retrieved დეკემბერი 31, 2015.
  69. 2015 Year End Charts - Hard Rock Albums. Billboard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2015.
  70. 2015 Year End Charts - Top Rock Albums. Billboard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2015.
  71. 2015 Year End Charts - Soundtracks. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-28. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2015.
  72. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2014 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  73. Austrian album certifications – Foo Fighters – Sonic Highways გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Foo Fighters ველში Interpret. შეიყვანეთ Sonic Highways ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  74. Gold/Platinum. Music Canada. ციტირების თარიღი: დეკემბერი 7, 2014.
  75. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Foo Fighters; 'Sonic Highways') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  76. Italian album certifications – Foo Fighters – Sonic Highways იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  77. New Zealand album certifications – Foo Fighters – Sonic Highways. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  78. British album certifications – Foo Fighters – Sonic Highways. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Sonic Highways ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go