So What!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
So What!: The Good, The Mad and The Ugly წიგნის ყდა

So What! — ჯგუფ მეტალიკის ოფიციალური ფანკლუბის (ცნობილი ასევე Metclub-ის სახელით) პერიოდული გამოცემაა, რომელიც წელიწადში ოთხჯერ გამოდის მხოლოდ კლუბის წევრებისათვის. 48 გვერდიანია და მოიცავს სიახლეებს და ფოტოებს მეტალიკაზე. ჟურნალის დასახელება აღებული მეტალიკის ამავე სახელწოდების კავერიდან, რომლის ორიგინალური ვერსია ეკუთვნის ინგლისურ ჯგუფს Anti-Nowhere League.

2004 წელს ჯგუფმა ჟურნალის So What! რედაქტორთან, სტეფან ჩირაზისთან ერთად გამოსცა 273 გვერდიანი წიგნი So What!: The Good, The Mad and The Ugly. იგი შეიცავს ჟურნალში იმ დრომდე გამოქვეყნებულ ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ სტატიებს, სურათებსა და ინტერვიუებს. წიგნი იყო კლუბის პირველი გამოცემა, რომელიც გასცდა მის საზღვრებს და ფართო აუდიტორიამ იხილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=So_What!&oldid=4570658“-დან