Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band

სტუდიური ალბომი - The Beatles
გამოცემის თარიღი 1 ივნისი 1967 (1967-06-01)
ჩაიწერა 24 ნოემბერი 1966 – 21 აპრილი 1967
სტუდია ები-როუდის სტუდიები, Regent Sound Studio, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 39:52
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles - ქრონოლოგია
A Collection of Beatles Oldies
(1966)
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
(1967)
The Beatles
(1968)
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების ქრონოლოგია
Revolver
(1966)
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
(1967)
Magical Mystery Tour
(1967)

Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მერვე სტუდიური ალბომი. გამოცემულმა 1967 წლის 1 ივნისს, მან უმალვე კომერციული და კრიტიკული წარმატება მოიპოვა, გაერთიანებული სამეფოს ჩარტის პირველ ადგილზე 27 კვირა იმყოფებოდა, ხოლო აშშ-ში - 15. Time-მა მას უწოდა „მუსიკის განვითარებაში ისტორიული გადახრა“, ხოლო New Statesman-მა შეაქო პოპულარული მუსიკის ხელოვნებაში გადაზრდა.[1] ალბომმა 1968 წელს ოთხი გრემი მიიღო, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში და იყო პირველი როკ-ფირფიტა, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.

1966 წლის აგვისტოში The Beatles-ის წევრებმა სამუდამო შეწყვიტეს ტურნეები და სამი თვის განმავლობაში ჩაწერისგან ისვენებდნენ. ნოემბერში, ლონდონში თვითმფრინავით დაბრუნებისას, პოლ მაკ-კარტნის გაუჩნდა აზრი, გამოეყენებინა ედვარდის ეპოქის სამხედრო ბენდი, რომელიც Sgt. Pepper-ის კონცეფციის ნაწილი იქნებოდა. მერვე ალბომის სესიები დაიწყო 24 ნოემბერს ები-როუდის სტუდიებში. ჩაიწერა ორი სიმღერა, რომელიც შთაგონებული იყო წევრების ახალგაზრდული წლებით - „Strawberry Fields Forever“ და „Penny Lane“, თუმცა, EMI-ს მხრიდან ზეწოლის გამო, ისინი გამოსცეს მხოლოდ ორმაგ A-მხარიან სინგლზე და ალბომში არ შეუტანიათ.

1967 წლის თებერვალში, „Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band“-ის ჩაწერის შემდეგ, მაკ-კარტნიმ ჯგუფს შესთავაზა სრული ალბომის ჩაწერა, რომელიც გამოგონილი „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდის“ მიერ შესრულდებოდა. ეს გამოგონილი ჯგუფი მათ მუსიკალური ექსპერიმენტების საშუალებას მისცემდა. ჩაწერის დროს სცადეს წინა ნაშრომების წარმოების პროცესის დახვეწა. იცოდნენ რა, რომ ამჯერად სიმღერებს ცოცხლად აღარ შეასრულებდნენ, კომპოზიციისადმი ექსპერიმენტული მიდგომით მათ შექმნეს „With a Little Help from My Friends“, „Lucy in the Sky with Diamonds“ და „A Day in the Life“. პროდიუსერ ჯორჯ მარტინის ჩაწერის ნოვატორული მიდგომა მდგომარეობდა ხმის დამუშავებაში და ალეატორული კრეშენდოების შემსრულებელი 40 კაციანი ორკესტრის გამოყენებაში. ალბომის ჩაწერა დასრულდა 1967 წლის 21 აპრილს. გარეკანზე, რომელზეც ჯგუფი დგას მრავალი ცნობილი სახის და ისტორიული პიროვნების წინ, მუშაობდნენ პიტერ ბლეიკი და იან ჰეუორთი.

Sgt. Pepper-ს მუსიკათმცოდნეები თვლიან კონცეპტუალური ალბომის ადრეულ ფორმად, რომელმაც დახვეწა ვრცელი ფორმა პოპულარულ მუსიკაში და ამავე დროს, The Beatles-ის, როგორც შემოქმედების, დამწიფება განაგრძო. მას აგრეთვე უწოდებენ არტ-როკის ჟანრის ერთ-ერთ პირველ ფირფიტას, რომელმაც ხელი შეუწყო პროგრესული როკის განვითარებასაც. ითვლება, რომ Sgt. Pepper ალბომების ეპოქის დასაწყისია. როგორც მნიშვნელოვანი ნამუშევარი ბრიტანული ფსიქოდელიური როკის მიმართულებაში, ალბომი რამდენიმე სტილისტურ გავლენას შეიცავს, როგორც არის ვოდევილი, ცირკის მუსიკა, მიუზიკ-ჰოლი, ავანგარდული, კლასიკური და ინდური კლასიკური მუსიკა. 2003 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ Sgt. Pepper ჩანაწერების ეროვნულ რეესტრში შეიტანა, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიურად აღსანიშნავი“.[2] იმავე წელს მან Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში პირველი პოზიცია დაიკავა.

2014 წლისთვის გაიყიდა ალბომის 30 მილიონი ასლი, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად აქცევს. პროფესორი კევინ ჯ. დეტმარი „ბრიტანული ლიტერატურის ოქსფორდულ ენციკლოპედიაში“ წერს, რომ ეს არის „ოდესმე ჩაწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი როკ-ენ-როლური ალბომი.“[3]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვეზრდა The Beatles-ად ყოფნა. მართლაც გვეზიზღებოდა ოთხი აჩეჩილთმიანი ადამიანი. ბიჭები აღარ ვიყავით, უკვე კაცები ვიყავით ...და საკუთარ თავს ვთვლიდით შემსრულებლებად და არა უბრალოდ დამკვრელებად.[4]

1966 წლისთვის The Beatles-ს მობეზრდა ცოცხალი გამოსვლები.[5] ჯონ ლენონის აზრით, საკმარისი იყო „ოთხი ცვილის ფიგურის კონცერტზე გაშვება ...რაც ხალხისთვის ასევე საკმარისი იქნებოდა. The Beatles-ის კონცერტებს და მუსიკას კავშირი აღარ აქვს. ყველაფერი იქცა სისხლიან ტომობრივ ცერემონიად.“[6] ალბომის Revolver დასრულებიდან ორი დღის შემდეგ დაიწყო ტურნე გერმანიაში.[7] ჰამბურგში ყოფნისას მათ მიიღეს ანონიმური ტელეგრამა - „არ წახვიდეთ ტოკიოში. თქვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.“[8] მუქარა სერიოზულად იქნა აღქმული, იმ ფონზე, რომ იაპონიაში ბევრი რელიგიური და კონსერვატიული წრე არსებობდა, რომელთა ნაწილი იყო ჯგუფის ბუდოკანის დარბაზში გამოსვლის წინააღმდეგი.[8] ამიტომ მობილიზებული იქნა 35.000 პოლიციელი, რომელიც ჯგუფის სასტუმროდან დარბაზში დაჰყვებოდა, იარაღით აღჭურვილი ტრანსპორტით.[9] მომთმენი და უხმაურო მსმენელი ჯგუფისთვის შოკისმომგვრელი იყო, ვინაიდან უხმაურო გარემოში წევრებმა უფრო მეტად შეიგრძნეს, თუ როგორ შესუსტდა საკონცერტო შესრულების ხარისხი. ფილიპინებში ჩასვლამდე მათ ასევე ემუქრებოდნენ და აფრთხილებდნენ, არ შეხვედროდნენ პირველ ლედის, იმელდა მარკოსს. ამავე დროს, ჯგუფი უკმაყოფილო იყო მენეჯერ ბრაიან ეპსტაინითაც, რომელმაც დამქანცველი და დემორალიზების მომტანი მარშრუტი შეადგინა. [10] ლონდონში დაბრუნების შემდეგ ჯორჯ ჰარისონმა, ჯგუფის მომავალ გეგმებზე საუბრისას განაცხადა: „რამდენიმე კვირა შევისვენებთ, მოვჯობინდებით, რათა განვაგრძოთ მოგზაურობა და ამერიკელებმა გვცემონ.“[11] მისი კომენტარი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, ვინაიდან მოგვიანებით ლენონის მიერ უფრო ადრე ნასროლმა ფრაზამ იმის შესახებ, რომ The Beatles უფრო პოპულარული იყო, ვიდრე იესო, ამერიკის მოსახლეობის წრეებში სკანდალი და პროტესტი გამოწვია.[11] საჯაროდ ბოდიშის მოხდის შემდეგ დაძაბულობამ იკლო, მაგრამ უბედური 1966 წლის ტურნე აშშ-ში, რომლის ფარგლებში სტადიონები ნახევრად ივსებოდა, ჯგუფისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.[12] ნიკოლას შეფნერი წერს:

ვიკიციტატა
„The Beatles-ისთვის ასეთ კონცერტებზე გამოსვლა იქცა ფარსად, რომელიც იმდენად შორი იყო ახალი მიმართულებებისგან, რომლებსაც მიჰყვებოდნენ, რომ იმჟამად გამოცემული Revolver-იდან არაფერი დაუკრავთ - მისი არანჟირებები ხომ ძირითადად საკონცერტო გარემოში ვერ სრულდებოდა, ვინაიდან ისინი შეზღუდულები იყვნენ ორი გიტარით, ბასით და დასარტყმელი საკრავებით.[13]

როდესაც The Beatles ინგლისში დაბრუნდა, გავრცელდა ჭორები, თითქოს იგი იშლებოდა.[14] ჰარისონმა ეპსტაინს აცნობა, რომ ჯგუფს ტოვებდა, მაგრამ იგი საბოლოოდ დაითანხმეს, დარჩენილიყო, იმ გარანტიით, რომ ტურნეები აღარ გაიმართებოდა.[11] ჯგუფმა შვიდი კვირის განმავლობაში დაისვენა, წევრები პირადი საკითხებით დაკავდნენ. ჰარისონი ინდოეთში ექვსი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და რავი შანკარის ზედამხედველობით სიტარზე დაკვრას ეუფლებოდა[15], რასაც აგრეთვე დაემატა მისი დაინტერესება ინდუიზმით.[16] იყო რა The Beatles-იდან უკანასკნელი, რომელმაც აღიარა, რომ საკონცერტო გამოსვლები უკვე ამაო იყო[17], პოლ მაკ-კარტნიმ ჯორჯ მარტინთან ერთად იმუშავა ფილმის „ოჯახის საქმეები“ საუნდტრეკზე.[18] ლენონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „როგორ მოვიგე ომი“ და ესწრებდა ხელოვნების გამოფენებს, მაგალითად Indica Gallery-ში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე იოკო ონო.[19] რინგო სტარმა ეს შესვენება გამოიყენა, რათა მეტი დრო გაეტარებინა ოჯახთან ერთად.[20]

კონცეფცია და შთაგონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლის ნოემბერში, ლონდონიდან კენიაში თვითმფრინავით მგზავრობისას მაკ-კარტნის დაებადა სიმღერის იდეა, რომელმაც Sgt. Pepper-ის კონცეფცია უკარნახა. [15] ეს უნდა ყოფილიყო ედვარდის ეპოქის სამხედრო ბენდი, რომელსაც მელ ევანსმა სან-ფრანცისკოს თანამედროვე ჯგუფების ტიპის სახელწოდება შეურჩია - Big Brother and the Holding Company-ს და Quicksilver Messenger Service-ის სტილში.[21] 1967 წლის თებერვალში მაკ-კარტნიმ ჯგუფის წევრებს შესთავაზა ისეთი ალბომის ჩაწერა, რომელზეც The Beatles განასახიერებდა სხვა, გამოგონილ ჯგუფს.[22] ასეთი ალტერნატიული ჯგუფი მათ მისცემდა თავისუფალი მუსიკალური ექსპერიმენტების საშუალებას. პოლმა განმარტა - „აი რა ვიფიქრე, მოდით საკუთარ თავი არ განვასახიეროთ. შევქმნათ ალტერ-ეგოები.“[23] მარტინი იხსენებდა:

ვიკიციტატა
„„Sergeant Pepper“ მხოლოდ ალბომის შექმნის შუა პროცესში დაიწერა. პოლის სიმღერა იყო, ტიპიური როკ-ნომერი...მაგრამ, როდესაც დავასრულეთ, პოლმა გვითხრა - „მოდით, ჩავწეროთ ალბომი ისე, თითქოს პეპერის ბენდი მართლაც არსებობდა, თითქოს სერჟანტ პეპერი ამ ალბომს იწერდა? დამატოთ ეფექტი და სხვა რამე“. იდეა მომეწონა და ამ დროიდან Pepper-მა საკუთარი სიცოცხლე შეიძინა.[24]

1966 წელს ამერიკული მუსიკოსი ბრაიან უილსონი სულ უფრო მეტად იყო დაინტერესებული ჩაწერის ესთეტიკით. უილსონს მოსწონდა როგორც ფილ სპექტორის ტექნოლოგია „ხმის კედელი“, ასევე The Beatles-ის Rubber Soul, რაც, თავის მხრივ, The Beach Boys-ის Pet Sounds-ში აისახა, კომპოზიციის და არანჟირების ოსტატობით და პროდიუსერული ნიჭით.[25][nb 1] ტომ მაკფერლეინი აღნიშნავს, რომ ალბომს გავლენა ჰქონდა იმ დროის ბევრ მუსიკოსზე, მაკ-კარტნიც აქებდა მას და მისი შთაგონებით The Beatles-ის მუსიკაში ისეთი ხმები და სტრუქტურები დაამატა, რაც მანამდე პოპულარული მუსიკისგან შორს იყო.[29] მაკ-კარტნის აზრით, Pet Sounds-ის ხშირად მოსმენის გამო რთული იყო მისი გავლენის ქვეშ მოხვედრისგან თავის არიდება. „იგი ძალიან ჭკვიანურად არის შექმნელი. ამიტომ მან შთაგვაგონა და რამდენიმე იდეა მოგვაწოდა.“[30][nb 2] მარტინი: „Pet Sounds-ის გარეშე Sgt. Pepper არასოდეს იარსებებდა. Pepper იყო Pet Sounds-ის ტოლფასი ნაშრომის შექმნის მცდელობა.“[32]

Freak Out! (The Mothers of Invention) აგრეთვე ითვლება Sgt. Pepper-ის შთაგონებად.[33] ფილიპ ნორმანის თანახმად, Sgt. Pepper-ის ჩაწერის პერიოდში მაკ-კარტნი ხშირად ამბობდა - „ეს ჩვენი Freak Out!-ია“. [34] ჟურნალისტი ჩეტ ფლიპო თვლის, რომ მაკ-კარტნიმ კონცეპტუალური ალბომის იდეა წარადგინა სწორედ Freak Out!-ის შთაგონებით.[33][nb 3]

ჩაწერა და წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდია 2, რომელშიც იწერებოდაSgt. Pepper-ის თითქმის ყველა სიმღერა[37]

მუსიკათმცოდნე უოლტერ ევერეტის თანახმად, Sgt. Pepper აღნიშნავს მაკ-კარტნის, როგორც The Beatles-ის დომინანტი შემოქმედებითი ძალის აღმასვლას. მან დაწერა ალბომის მასალის ნახევარზე მეტი და საკუთარი სიმღერების ჩაწერის პროცესს ხელმძღვანელობდა. ამ დროიდან იგი ჯგუფის ჩანაწერების მხატვრული ხელმძღვანელიც იყო.[38][nb 4] სესიები დაიწყო 1966 წლის 24 ნოემბერს ები-როუდის მეორე სტუდიაში. ჯგუფის ყველა წევრი პირველად შეიკრიბა სექტემბრის შემდეგ.[41] ბიუჯეტი ალბომის ჩასაწერად თითქმის შეუზღუდავი იყო, ამიტომ განისაზღვრა უვადო სესიები, რაც მათ საშუალებას მისცემდა, ემუშავათ გვიანობამდე.[42][nb 5] დაიწყეს სამი სიმღერით, რომელიც უკავშირდებოდა წევრების ბავშვობას - „Strawberry Fields Forever“, „When I'm Sixty-Four“ და „Penny Lane“.[43] პირველი სესიისას გამოჩნდა ახალი ინსტრუმენტი - მელოტრონი,[44] რომლის კლავიშების ამუშავებით სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩანაწერები ჟღერდა, ამიტომ ამ ხმებით შესაძლო იყო კლავიშებიანი ინსტრუმენტის იმიტირება.[45] მაგალითად, "Strawberry Fields Forever"-ის შესავალი შესრულდა ფლეიტის ხმის იმიტირებით.[44] ამ სიმღერის ჩაერის რთული პროცესის დროს ერთად შეიკრა ორი დუბლი, ჩაწერილი სხვადასხვა ტემპით და ტონალობით.[46] ემერიკი იხსენებს, რომ Revolver-ის ჩაწერის დროს „მივეჩვიეთ, რომ შეუძლებელს გვთხოვდნენ და ვიცოდით, რომ The Beatles-ის ლექსიკონში სიტყვა "არა" არ არსებობდა.“[47] მარტინის აზრით, Sgt. Pepper „ბუნებრივად წარმოიშვა Revolver-იდან და თითქმის უსასრულო ტექნოლოგიური ექსპერიმენტების ეპოქის დასაწყისი იყო.“[48][nb 6]

მუსიკალურ პრესაში დაიწყეს ჩვენი ჩარეცხვა...ვინაიდან ალბომის ჩაწერა ხუთ თვეს გაგრძელდა და მახსოვს, როგორ ეწერა ერთ-ერთ გაზეთში, რომ The Beatles-მა თავი ამოწურა...მე კი ვიჯექი და ხელებს ვიფშვნეტდი - „აბა, ვნახოთ.“[51]

"Strawberry Fields Forever" და "Penny Lane" 1967 წლის თებერვალში ორმაგ A-მხარეზე გამოსცეს, მას შემდეგ, რაც EMI-მ და ეპსტაინმა მარტინისგან მოითხოვეს სინგლი.[52] იგი ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე არ მოხვედრილა, ამიტომ ბრიტანული პრესის სააგენტოებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჯგუფის წარმატების ციკლი დასრულდა. იბეჭდებოდა სტატიები სათაურებით, როგორიც იყო „The Beatles სათავეში ვერ მოხვდა“, „პირველად ოთხი წლის განმავლობაში“ და „ბუშტი აფეთქდა?“.[53] ალბომში, გამოცემის შემდეგ, სინგლის სიმღერები არ შეუტანიათ.[54][nb 7] მარტინის თქმით, სიმღერების შეტანისგან თავის შეკავება „ჩემი პროფესინალური ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო“.[56] მიუხედავად ამისა, "Strawberry Fields Forever"-მა, რომელზეც მან და ჯგუფმა 55 საათი იმუშავეს, ალბომი განსაზღვრეს.[57] „ეს უნდა ყოფილიყო ალბომი სიმღერებით, რომელთა შესრულება ცოცხლად შეუძლებელი იქნებოდა. ისინი ჩაფიქრებული იყო, როგორც სტუდიური ჩანაწერები, ეს იყო განსხვავება.“[58] მაკ-კარტნის სურდა The Beatles-ის იმ დროისთვის საუკეთესო ალბომის შექმნა: „ახლა ჩვენთვის საკონცერტო გამოსვლა ეს ალბომია.“[59] 1966 წლის 6 დეკემბერს დაიწყო მუშაობა "When I'm Sixty-Four"-ზე, ალბომში შეტანილი სიმღერებიდან პირველ კომპოზიციაზე.[60]

Studer J37-ის ეს ოთხფირიანი ჩამწერი გამოიყენებოდა Sgt. Pepper-ზე მუშაობისას.[61]

Sgt. Pepper იწერებოდა ოთხფირიან ტექნიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ რვაფირიანი ჩამწერები აშშ-ში არსებობდა, პირველი სერია ლონდონის კომერციულ სტუდიებში 1967 წლამდე არ გამოჩენილა.[62][nb 8] ისევე, როგორც The Beatles-ის წინა ალბომების შემთხვევაში, Sgt. Pepper-ზე გამოიყენებოდა რედუქციური ხმის მიქსის ტექნოლოგია - ოთხი ფირი ერთი ჩამწერიდან გაერთიანებული სახით გადადიოდა მთავარ ჩამწერზე, რითაც სტუდიაში ვირტუალური მრავალფირიანი სტუდიის იმიტირება ხდებოდა.[64] ამისთვის გამოიყენეს EMI-ს Studer J37-ის ოთხფირიანი ჩამწერები, ვინაიდან მათზე მიღებული მაღალი ხარისხის ჩანაწერებზე სხვა ხმაური შედარებით დახშული იყო.[65] მაკ-კარტნი სიმღერებზე მუშაობას ასრულებდა ბასის პარტიის დამატებით, თუმცა იგი ამჯერად სხვა ინსტრუმენტებზეც უკრავდა. ამიტომ, სიმღერის საბოლოო არანჟირებისთვის ბასის პარტიების შესამუშავებლად მას საკმარისი დრო ჰქონდა.[66] „A Day in the Life“-ზე მუშაობისას მარტინმა The Beatles-ის ფონოგრამის სინქრონიზება მოახდინა და მეორე ოთხფირიანზე ორკესტრი ჩაწერა. ინჟინერმა კენ ტაუნსენდმა ამას მიაღწია ორ მოწყობილობას შორის არსებული 50 ჰც კონტროლის სიგნალის გამოყენებით.[67]

Sgt. Pepper-ის ძირითადი სიახლეა მარტინის და ემერიკის მხრიდან სიგნალის დამუშავების უფრო ლიბერალური გამოყენება, რათა შეექმნათ ჩანაწერის ჟღერადობა, რომელიც დინამიური დიაპაზონის კომპრესიის, არეკლვის და სიგნალის შეზღუდვის მეშვეობით მიიღეს.[68] აგრეთვე გამოიყენეს შედარებით ახალი მოდულარული ეფექტების მქონე მოწყობილობები და ალბომში შეიტანეს ლესლის რეპროდუქტორში გატარებული ხმები და ინსტრუმენტები.[69] ჩანაწერებში გამოკვეთილია წარმოების რამდენიმე ნოვატორული ტექნოლოგია - პირდაპირი ინექცია, ტონალობის კონტროლი და ამბიოფონიკა.[70] აგრეთვე გამოიყენება ავტომატური ორმაგი ტრეკინგი - სისტემა, რომლითაც ჩამწერებით ხდება ხმის გაორმაგება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მას უკვე იყენებდნენ ორმაგი ვოკალების ეფექტის შესაქმნელად, Pepper-ამდე ვოკალებს იწერდნენ ორჯერ, რაც საკმაოდ რთული იყო. ტაუნსენდმა ორმაგი ავტომატური ორმაგი ტრეკინგი (ADT) შეიმუშავა 1966 წელს, სპეციალურად The Beatles-ისთვის. მალე ასეთი ტექნიკური მიდგომა იქცა სტანდარტად პოპულარული მუსიკის სამყაროში.[71] მარტინი ლენონს უხსნიდა, რომ მისი ხმა დამუშავდა ორმაგი, თითქოს მილტუჩის (ინგლ. flange) ვიბრირებით, რაც ვოკალის გაორმაგების ეფექტს ქმნიდა.[72] ლენონი მიხვდა, რომ მარტინი ხუმრობდა, თუმცა იმ დროიდან იყენებდა ტერმინს flanging, რომელიც შემდგომში მუსიკალური ტერმინოლოგიის ნაწილად იქცა.[72] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი იყო სხვადასხვა სიჩქარით მიღებული ტონალობა.[69] მარტინი ამ ეფექტის გამოყენების მაგალითად უთითებს „Lucy in the Sky with Diamonds“-ს. სიმღერისთვის ლენონის ვოკალის ჩაწერისას ფირის სიჩქარე წამში 50 ციკლიდან 45-მდე შეამცირეს, რამაც, ჩვეულებრივად დაკვრისას, წარმოშვა უფრო ხმამაღალი ჟღერადობის ეფექტი.[73]

როდესაც ისმენ ჩაწერის ყოველ ეტაპს, პირველ სიმღერებს, რომლებიც დაასრულეს, ხშირად ვერ მიხვდები, რაც ეძებდნენ, იმდენად სრულყოფილია. საბოლოო, დატვირთული, მდიდრული ვერსია თითქოს თავდაპირველად მელოდიას ახშობს. მაგრამ იციან, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებით ვერ აღწერენ. მათი დამოკიდებულება შთამბეჭდავია, თითო სიმღერას ფხაჭნიან 10 საათის განმავლობაში.[74]

სასურველი ჟღერადობის მისაღწევად, The Beatles-მა „Getting Better“-ის რამდენიმე დუბლი ჩაწერა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ძირითადი ფონოგრამა ხელახლა ჩაიწერებოდა. რინგო სტარს დახმარება სთხოვეს, მაგრამ მალევე გაუშვეს, ვინაიდან რიტმიდან გადაინაცვლეს ვოკალის ტრეკინგზე.[75] ალბომის სასათაურო სიმღერის ჩასაწერად სტარის დასარტყმელ საკრავებს დაემატა დემპინგი და ახლოს დამაგრებული მიკროფონები. მუსიკათმცოდნე იენ მაკდონალდი აღნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიამ სამგანზომილებიანი ჟღერადობა წარმოშვა (სხვა ნოვატორული გამოგონებების გარდა) და აშშ-ის ინჟინერებმა მალე დაიწყეს იგივე ტექნოლოგიის გამოყენება.[76] "A Day in the Life"-ში პოლი უკრავს როიალზე, ხოლო "Lucy in the Sky with Diamonds" - ლოურის ორგანზე, ხოლო მარტინი - Hohner-ის პიანეტზე, სიმღერაში „Getting Better“, კლავესინზე „Fixing a Hole“-ში და ფისჰარმონიაზე „Being for the Benefit of Mr. Kite!“-ში.[77] ჰარისონის, როგორც წამყვანი გიტარისტის როლი ალბომის ჩაწერისას უფრო შეზღუდული იყო, თუმცა ევერეტი წერს, რომ „მისი წვლილი დიდებულა რამდენიმე მიზეზით.“[78] გარდა „Within You Without You“-ში სიტარის პარტიისა, ჯორჯმა რამდენიმე სიმღერაში ტანბურზე დაუკრა - მათ შორის, კომპოზიციებში "Lucy in the Sky with Diamonds" და "Getting Better".[79]

ბარი მაილზის თანახმად, ლენონი უკმაყოფილო იყო მაკ-კარტნის მიერ ჯგუფის კონტროლით. "Strawberry Fields Forever"-ის გამონაკლისით, ამ დროიდან ჯონი „დაკვეთილ სიმღერებს“ წერდა და არა „გულით“, როგორც Revolver-ზე.[80] ევერეტი აღწერს რინგოს, როგორც „ძალიან დაღლილს“ სესიების დროს. მოგვიანებით ჯგუფის დრამერი ჩიოდა: „Sgt. Pepper-ზე ყველაზე სასიამოვნო მოგონება ის არის, რომ ჭადრაკის თამაში ვისწავლე.“ [78] 2000 წელს ჰარისონმა თქვა, რომ მაკ-კარტნის მიერ შემოთავაზებული გამოგონილი ჯგუფის კონცეფციისადმი ინტერესი დაკარგა და, ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, „გული იქ დამრჩა, შესანიშნავი ოთხეულისადმი ინტერესი იმ დროისთვის დავკარგე.“[81] ჰარისონმა დაამატა, რომ Rubber Soul-ზე და Revolver-ზე სასიამოვნო მუშაობის მიუხედავად, Sgt. Pepper-ის ჩაწერისას ერთობლიობის იდეა არ მოსწონდა, ვინაიდან „ძირითადად მაინც იმით მთავრდებოდა, რომ პოლი ფორტეპიანოზე უკრავდა, ხოლო რინგო ტემპს მიჰყვებოდა, ჩვენ კი, როგორც ჯგუფს, დაკვრის უფლება არ გვქონდა.“[82]

Sgt. Pepper იყო პოპულარული მუსიკის ჟანრის პირველი ალბომი, რომლის მასტერინგის დროს სიმღერებს შორის პაუზები არ დაუტოვებიათ. [83] მასზე სიმღერები ერთმანეთს უერთდებოდა და ქმნიდა ხანგრძლივი საკონცერტო შესრულების ეფექტს.[84][nb 9] მიუხედავად იმისა, რომ მომზადდა ალბომის როგორც სტერეო, ასევე მონო ვერსია, The Beatles-ის მონაწილეობდა სტერეო მიქსის პროცესის დროს მინიმალური იყო, ამიტომ ეს საქმე დაასრულეს მარტინმა და ემერიკმა.[86] მისი გამოთვლით, ალბომის შექმნას დაახლოებით 700 საათი დასჭირდა, 30-ჯერ მეტი, ვიდრე სადებიუტო Please Please Me-ს, რომლის წარმოება 400 გირვანქა ღირდა.[87] ხოლო Sgt. Pepper-ის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 25.000.[88] ალბომი დაასრულეს 1967 წლის 21 აპრილს, შემთხვევითი ხმაურების და ხმების ჩაწერით, რასაც დაემატა აქა-იქ ტონალობაშეცვლილი ჟღერადობა და ისეთი ხმაც კი, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამდა და მხოლოდ ძაღლისთვის იყო მკაფიო.[89]

მუსიკა და ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band იყო The Beatles-ის პირველი ალბომი, რომლის ბრიტანული და აშშ გამოცემები ერთსა და იმავე სიმღერებს შეიცავდნენ[90] (მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის გამოცემაში ხმის ეფექტები ოდნავ განსხვავდებოდა).

პირველ ამერიკულ გამოცემებში (Capitol) სიმღერა ორი (მხარე 1) შეცდომით არის მითითებული, როგორც "A Little Help From My Friends". შემდგომ ტირაჟებში ეს გამოსწორდა.

ორიგინალური გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა "Within You Without You"-ს (ჯორჯ ჰარისონი).

მხარე 1
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
1. „Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band“ მაკ-კარტნი 2:02
2. „With a Little Help from My Friends“ სტარი 2:44
3. „Lucy in the Sky with Diamonds“ ლენონი 3:28
4. „Getting Better“ მაკ-კარტნი 2:47
5. „Fixing a Hole“ მაკ-კარტნი 2:36
6. „She's Leaving Home“ მაკ-კარტნი და ლენონი 3:35
7. „Being for the Benefit of Mr. Kite!“ ლენონი 2:37
მხარე 2
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
8. „Within You Without You“ (ჯორჯ ჰარისონი) ჰარისონი 5:05
9. „When I'm Sixty-Four“ მაკ-კარტნი 2:37
10. „Lovely Rita“ მაკ-კარტნი 2:42
11. „Good Morning Good Morning“ ლენონი 2:41
12. „Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (reprise)“ მაკ-კარტნი, ჰარისონი, ლენონი 1:18
13. „A Day in the Life“ ლენონი, მაკ-კარტნი 5:33
საერთო ხანგრძლივობა: 39:52

სიმღერების სია მითითებულია მარკ ლუისონის და იენ მაკდონალდის თანახმად.[91]

50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 26 მაისს ალბომი, გამოცემიდან 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად, გამოვიდა ოთხ სხვადასხვა ფორმატში - სტანდარტულ, ერთ CD-ზე; ორმაგ CD-ზე; ორმაგ გრამფირფიტაზე და ექვსდისკიანი სუპერ დელუქს ვერსიის სახით. პირველ CD-ზე ალბომი წარმოდგენილია ჯაილზ მარტინის მიერ მომზადებული ახალი სტერეო რემიქსის სახით. თანამედროვე და ძველი ტექნოლოგიით, 2017 წლის მიქსში შენარჩუნებულია ალბომის ორიგინალური მონო მიქსის ცდომილებებიც, რომლებიც აღნიშნული ვერსიის უნიკალურ მხარეებს წარმოადგენენ. ორიგინალური ალბომისგან განსხვავებით, გამოყენებულია პირველი თაობის ფირები და არა დასრულებული მიქსები. ამით მიღებულია უფრო ნათელი, მკვეთრი ჟღერადობა.[92] სხვა დისკებში შეტანილია ალტერნატიული მიქსები და მანამდე გამოუცემელი სესიური ფირები. ექვსდისკიან გამოცემაში შეტანილია როგორც ოთხი CD, ასევე დოკუმენტური ვიდეომასალა და ალბომის 5.1 მიქსი.[93]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sgt. Pepper Billboard 200 იმყოფებოდა ზედიზედ 175 კვირის განმავლობაში, 1987 წლამდე.[94]

ყოველკვირეული ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის 31 დეკემბრისთვის ალბომი აშშ-ში გაიყიდა 2 360 423, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის - 3 372 581 ასლის ოდენობით.[145]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[146] 2× პლატინა 120,000x
არგენტინა (CAPIF)[146]
1987 წლის CD გამოცემა
3× პლატინა 180,000x
ავსტრალია (ARIA)[147] 4× პლატინა 280,000^
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[148] ოქრო 100,000*
კანადა (Music Canada)[149] 8× პლატინა 800,000^
საფრანგეთი (SNEP)[150] ოქრო 696,800[151]
გერმანია (BVMI)[152] პლატინა 500,000^
იტალია (FIMI)[153] ოქრო 50,000*
იაპონია (Oricon Charts) 208,000[104]
ახალი ზელანდია (RMNZ)[154] 6× პლატინა 90,000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[155] 17× პლატინა 5,198,291[156]
აშშ (RIAA)[157] 11× პლატინა 11,000,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1960-იანებში The Beach Boys-მა გამოსცა მუსიკა, რომელიც ასახავდა დახვეწილობის მზარდ დონეს. ბრაიან უილსონის ლიდერობით მათ ჯაზით შთაგონებული ვოკალური ჰარმონიები შეუხამეს სერფ-მუსიკას და საკუთარი ჟღერადობა ჩამოაყალიბეს.[26] უილსონი Pet Sounds-ის ანოტაციებში განმარტავდა: „1965 წლის დეკემბერში Rubber Soul მოვისმინე. ეს ჩემთვის ნამდვილად გამოწვევა იყო. ჩანდა, რომ ყოველი მონტაჟი იყო მხატვრულად საინტერესო და მასტიმულირებელი. უმალვე დავიწყე Pet Sounds-ის სიმღერებზე მუშაობა.“[27] The Beatles-ის ბიოგრაფი ჯონათან გულდი წერს, რომ „1966 წლის შემოდგომაზე გამოცემული ბევრი ამბიციური პოპ-სინგლიდან არც ერთს ჰქონია The Beatles-ზე ისეთი ძლიერი გავლენა, როგორც The Beach Boys-ის „Good Vibrations“-ს, რომელიც Pet Sounds-ის პერიოდში წარმოიშვა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იქნა დასრულებული.“ [28]
  2. ემერიკი იხსენებს, რომ მაკ-კარტნი Pet Sounds-ს ხმისჩამწერი სესიების პაუზების დროს უსმენდა. იგი აღნიშნავს, რომ „საერთო ჯამში, არ იყო მოულოდნელი, რომ მას სურდა ნამდვილი ამერიკული ჟღერადობის მიღება.“[31]
  3. უილ რომანოს შემჩნეული აქვს, რომ Sgt. Pepper ისეთივე აბსურდული ვოკალებით მთავრდება, როგორც Freak Out!,[35] ხოლო ბარი მაილზი აღნიშნავს, რომ The Beatles-ის გამოუცემელი „Carnival of Light“ (რომელიც Sgt. Pepper-ის პერიოდში იქმნებოდა) ნათლად ჰგავს Freak Out!-ის უკანასკნელ კომპოზიციას, „The Return of the Son of Monster Magnet“. ფრენკ ზაპას The Mothers-მა მოგვიანებით Sgt. Pepper-ის გარეკანის პაროდიაც შექმნა - 1968 წლის ალბომისთვის We're Only in It for the Money.[36]
  4. ემერიკის აზრით, Sgt. Pepper-ის ჩაწერის პერიოდი აღინიშნა მაკ-კარტნის, როგორც დე ფაქტო პროდიუსერის როლით, ვინაიდან მარტინი დილამდე მიმდინარე გვიანი ღამის სესიების დროს სტუდიაში არ იმყოფებოდა.[39] EMI-ს ხმის ინჟინერი ჯეფ ემერიკი აღნიშნავდა, რომ Sgt. Pepper-ის ჩაწერის დროისთვის აშკარა იყო, რომ „ჯონი პიროვნულად იცვლებოდა. ყველაზე საკუთარი აზრის გამოთქმის სანაცვლოდ, თვითკმაყოფილი ჩანდა, სინამდვილეში, მოსწონდა, რომ სხვა მის მაგივრად აზროვნებდა.“[40]
  5. EMI ფლობდა The Beatles-ის ჩანაწერებს და ები-როუდის სტუდიებს, ამიტომ გამოყენებული სტუდიური დროისთვის ცალკე თანხას არ იღებდა.[42]
  6. The Beatles-ის ბიოგრაფი ჰანტერ დეივისი წერს, რომ ნამდვილად სერიოზული ექსპერიმენტები დაიწყო 1966 წლის აპრილში, როდესაც „Tomorrow Never Knows“, Revolver-ის ბოლო სიმღერა იწერებოდა.[49] ემერიკის აზრით, ორი ალბომს შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ Sgt. Pepper-ის შემთხვევაში არ ჰქონდათ მოცემული დასრულების უკიდურესი ვადა. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Revolver-ზე ძირითადად დღისით და საღამოს მუშაობდნენ, ხოლო Sgt. Pepper-ზე მუშაობას იწყებდნენ ძირითადად საღამოს 7 საათის შემდეგ.[31] ორი ალბომის ჟღერადობას შორის განსხვავებას იგი მიაწერს იმ ფაქტს, რომ Revolver იწერებოდა მესამე სტუდიაში, რომელიც უფრო პატარაა და „აკუსტიკური ჟღერადობით ბინძური“, ვიდრე მეორე სტუდია.[50]
  7. მარტინი და ეპსტაინი თვლიდნენ, რომ იგივე მასალისთვის ფულის ორჯერ გადახდა არასწორი იყო, ამიტომ არც "Strawberry Fields Forever", არც "Penny Lane" Sgt. Pepper-ში არ შეუტანიათ.[55]
  8. რვაფირიანი ჩამწერები გამოიყენეს 1968 წელს, ალბომის The Beatles მომზადებისას.[63]
  9. "Sgt. Pepper" შეუერთდა "With a Little Help from My Friends"-ს, ხოლო "Sgt. Pepper"-ის რეპრიზა - "A Day in the Life"-ს.[85]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სპიცი 2005, გვ. 697.
  2. The National Recording Registry 2003. კონგრესის ბიბლიოთეკა (2003). წაკითხვის თარიღი: 19 ნოემბერი 2007.
  3. კასტანი 2006, გვ. 139.
  4. მაილზი 1997, გვ. 303.
  5. ლუისონი 1992, გვ. 210.
  6. The Beatles 2000, გვ. 229.
  7. მაკდონალდი 2005, გვ. 212.
  8. 8.0 8.1 მარტინი და პირსონი 1994, გვ. 7.
  9. ლუისონი 1992; მარტინი და პირსონი 1994.
  10. მაკდონალდი 2005, გვ. 212–213.
  11. 11.0 11.1 11.2 მაკდონალდი 2005, გვ. 213.
  12. ლუისონი 1992; მაკდონალდი 2005
  13. შეფნერი 1978, გვ. 58–59.
  14. ჟულიენი 2008b, გვ. 1.
  15. 15.0 15.1 ჟულიენი 2008b, გვ. 2.
  16. ევერეტი 1999, გვ. 71.
  17. როდრიგესი 2012, გვ. 18.
  18. ბლეინი 2007, გვ. 8.
  19. უომეკი 2007, გვ. 158, 160–161.
  20. ჰარი 2000; ჟულიენი 2008b.
  21. უომეკი 2007, გვ. 168.
  22. მური 1997, გვ. 20–21.
  23. მაილზი 1997, გვ. 303–304.
  24. მარტინი 1994, გვ. 202.
  25. მაკფერლეინი 2008: Wilson's growing interest in the aesthetics of recording; კიმსი 2009: Wilson's admiration for the Beatles' Rubber Soul and Phil Spector.
  26. მაკფერლეინი 2008, გვ. 36.
  27. მარტინი და პირსონი 1994, გვ. 48.
  28. გულდი 2007, გვ. 35.
  29. მაკფერლეინი 2008, გვ. 36–37.
  30. ბაბიუკი 2002: "It's very cleverly done"; ჟულიენი 2008c: „escape the influence“.
  31. 31.0 31.1 ემერიკი და მესი 2006, გვ. 142.
  32. კროუ, ჯერი. “'Pet Sounds Sessions': Body of Influence Put in a Box“, Los Angeles Times, 1 ნოემბერი 1997. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი 2014. 
  33. 33.0 33.1 ჟულიენი 2008c, გვ. 160.
  34. ჟულიენი 2008c, გვ. 158.
  35. რომანო 2010, გვ. 20.
  36. ევერეტი 1999, გვ. 123.
  37. ემერიკი და მესი 2006, გვ. 184, 190.
  38. ევერეტი 1999, გვ. 99.
  39. ემერიკი და მესი 2006, გვ. 163.
  40. ემერიკი და მესი 2006, გვ. 174.
  41. ლუისონი 1992, გვ. 232.
  42. 42.0 42.1 მაკდონალდი 2005, გვ. 215.
  43. ევერეტი 1999; მაკდონალდი 2005.
  44. 44.0 44.1 ემერიკი და მესი 2006, გვ. 135–136.
  45. ოუდი 2008, გვ. 17.
  46. მაკდონალდი 2005, გვ. 217–220.
  47. ემერიკი და მესი 2006, გვ. 139.
  48. მარტინი და პირსონი 1994: "continuous technological experimentation"; მარტინი და პირსონი 1994: Sgt. Pepper "grew naturally out of Revolver".
  49. დეივისი 2009; მაკდონალდი 2005.
  50. სკაპელიტი 2007, გვ. 96.
  51. მარტინი და პირსონი 1994, გვ. 111.
  52. მური 1997, გვ. 19–20.
  53. ჰარი 2002, გვ. 714.
  54. ევერეტი 1999: the childhood concept was abandoned in favour of Sgt. Pepper; მაილზი 1997: at Epstein's insistence the single tracks were not included on the LP.
  55. მარტინი და პირსონი 1994, გვ. 27.
  56. მარტინი და პირსონი 1994, გვ. 26.
  57. მაკდონალდი 2005: 55 hours of studio time; მარტინი და პირსონი 1994: "set the agenda for the whole album".
  58. ჟულიენი 2008b, გვ. 6.
  59. ემერიკი და მესი 2006: McCartney's goal; ჟულიენი 2008b: "Now our performance is that record."
  60. მაკდონალდი 2005, გვ. 220–221.
  61. Martland, Peter (1997). Since Records Began: EMI, the First Hundred Years. Amadeus Press, გვ. 250. ISBN 978-1-57467-033-2. 
  62. ემერიკი და მესი 2006, გვ. 191.
  63. ემერიკი და მესი 2006, გვ. 176.
  64. ლუისონი 2009, გვ. 29.
  65. ბაბიუკი 2002, გვ. 199.
  66. ემერიკი და მესი 2006, გვ. 169–170.
  67. ლუისონი 1992, გვ. 244.
  68. კიმსი 2008, გვ. 133.
  69. 69.0 69.1 ემერიკი და მესი 2006, გვ. 190.
  70. ჰენანი 2008, გვ. 62.
  71. ლუისონი 1992, გვ. 216.
  72. 72.0 72.1 მარტინი და პირსონი 1994, გვ. 82–83.
  73. მარტინი და პირსონი 1994, გვ. 105.
  74. დეივისი 2009, გვ. 273–274.
  75. დეივისი 2009, გვ. 270.
  76. მაკდონალდი 2005, გვ. 233–234.
  77. ევერეტი 1999: a Lowrey organ on "Lucy in the Sky with Diamonds"; ევერეტი 1999: a Hohner Pianet on „Getting Better“, ევერეტი 1999: a harpsichord on „Fixing a Hole“; ევერეტი 1999: a harmonium on „Being for the Benefit of Mr. Kite!“; ევერეტი 1999: a grand piano on "A Day in the Life".
  78. 78.0 78.1 ევერეტი 1999, გვ. 100.
  79. ევერეტი 1999, გვ. 104, 106, 111.
  80. მაილზი 2009, გვ. 266–67.
  81. The Beatles 2000, გვ. 241, 242.
  82. The Beatles 2000, გვ. 242.
  83. უომეკი 2007, გვ. 170.
  84. ჟულიენი 2008c; ლუისონი 1992.
  85. ლუისონი 1992, გვ. 251.
  86. სკაპელიტი 2007, გვ. 100.
  87. დეივისი 2009: the recording of Please Please Me cost £400 – equivalent to £NaN today; ლუისონი 1992: they spent 700 hours recording Sgt. Pepper.
  88. მარტინი და პირსონი 1994, გვ. 168.
  89. ლუისონი 1992, გვ. 252–253.
  90. საუზოლი და პერი 2006, გვ. 59.
  91. ლუისონი 1992; მაკდონალდი 2005.
  92. ტიტლოუ, ჯონ პოლ. How The Beatles’ “Sgt. Pepper” Was Retooled To Sound Fresh 50 Years Later (19 მაისი 2017).
  93. Release Date and Formats Revealed for Beatles Expanded ‘Sgt. Pepper’ Reissue. წაკითხვის თარიღი: 18 მაისი 2017.
  94. უიტბერნი, ჯოელ (2001). Top Pop Albums – 1955–2001. Record Research, გვ. 56. ISBN 978-0-89820-183-3. 
  95. 95.0 95.1 95.2 კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  96. RPM Top Albums/CDs – Volume 7, No. 21, Jul 22, 1967. Library and Archives Canada. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2015.
  97. VG Lista – Album Top 40. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  98. Swedish Charts 1966–1969/Kvällstoppen – Listresultaten vecka för vecka > Juni 1967 > 20 Juni Swedish. hitsallertijden.nl. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი 2014.Note: Kvällstoppen combined sales for albums and singles in the one chart; Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band peaked at the number-five on the list on 20 ივნისი 1967
  99. The Beatles – Full official Chart History. ოფიციალური ჩარტები. წაკითხვის თარიღი: 13 მაისი 2016.
  100. რობერტსი 2005, გვ. 54.
  101. Billboard 200. Billboard. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  102. Album Search: The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გერმანული (ASP). Media Control. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი 2010.
  103. dutchcharts.nl The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ჰოლანდიურად (ASP). Hung Medien, dutchcharts.nl. MegaCharts. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი 2010.
  104. 104.0 104.1 (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. როპპონგი, ტოკიო: Oricon Entertainment. ISBN 4-87131-077-9. 
  105. The Beatles > Artists > Official Charts. ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი 2013.
  106. Album Top 50. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  107. ultratop.be The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band French (ASP). Hung Medien. Ultratop. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი 2013.
  108. De 14 a 20 de Setembro 2009. Associação Brasileira dos Produtores de Discos (in Portuguese). დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 სექტემბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  109. danishcharts.com The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (ASP). danishcharts.com. წაკითხვის თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  110. Album Top 50. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  111. Album Top 20. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  112. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. იაპონურად. oricon.co.jp. Oricon Style (15 სექტემბერი 2009).
  113. Album Top 40. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  114. VG Lista – Album Top 40. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  115. Portuguese Charts: Albums – 38/2009. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  116. Album Top 100. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  117. swedishcharts.com The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band Swedish (ASP). წაკითხვის თარიღი: 1 მაისი 2013.
  118. UK Albums Chart. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2010.
  119. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 3 ივნისი 2017.
  120. "The Beatles - Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 8 ივნისი 2017.
  121. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2 ივნისი 2017.
  122. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2 ივნისი 2017.
  123. On The Charts: ივნისი 5, 2017“, FYIMusicNews. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2017. 
  124. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201722 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2017.
  125. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ივნისი 2017.
  126. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2 ივნისი 2017.
  127. "The Beatles: Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 4 ივნისი 2017.
  128. "Offiziellecharts.de – The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 2 ივნისი 2017.
  129. Irish Albums Chart: 3 ივნისი 2017“, Irish Recorded Music Association. წაკითხვის თარიღი: 3 ივნისი 2017. 
  130. Album – Classifica settimanale WK 22 (dal 2017-05-26 al 2017-06-01) Italian. Federazione Industria Musicale Italiana. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი 2017.
  131. "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2017.
  132. NZ Top 40 Albums Chart. Recorded Music NZ (5 ივნისი 2017). წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2017.
  133. VG-lista – Topp 40 Album uke 22, 2017“, VG-lista. წაკითხვის თარიღი: 3 ივნისი 2017. 
  134. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 8 ივნისი 2017.
  135. "2017-06-02 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 3 ივნისი 2017.
  136. Top 100 Albumes — Semana 22: del 26.05.2017 al 01.06.2017 Spanish. Productores de Música de España. წაკითხვის თარიღი: 7 ივნისი 2017.
  137. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 3 ივნისი 2017.
  138. "The Beatles – Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ივნისი 2017.
  139. "2017-06-02 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 3 ივნისი 2017.
  140. კოლფილდი, კით. (4 ივნისი 2017) Bryson Tiller Notches His First No. 1 Album on Billboard 200 Chart With 'True to Self'. Billboard. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2017.
  141. The Official UK Charts Company : ALBUM CHART HISTORY. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 დეკემბერი 2007. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი 2007.
  142. Billboard – Top Pop Albums of 1967. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი 2013. 
  143. Billboard – Top Pop Albums of 1968, გვ. 230. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი 2013. 
  144. The Official UK Charts Company : ALBUM CHART HISTORY. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 დეკემბერი 2007. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი 2007.
  145. How Many Records did the Beatles actually sell?. Deconstructing Pop Culture by David Kronemyer (29 აპრილი 2009). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2015.
  146. 146.0 146.1 Discos de oro y platino Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივლისი 2011. წაკითხვის თარიღი: 16 სექტემბერი 2012.
  147. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  148. Brazilian album certifications – The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  149. Canadian album certifications – The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. Music Canada.
  150. French album certifications – The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ფრანგულად. InfoDisc. აირჩიეთ THE BEATLES და შემდეგ დააწკაპუნეთ OK-ზე
  151. Les Meilleures Ventes de CD / Albums "Tout Temps" French. Infodisc.fr. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი 2017.
  152. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (The Beatles; 'Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  153. Italian album certifications – The Beatles – Sgt.Pepper's Lonely Hearts Club Band იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  154. უახლესი ოქროს / პლატინის სინგლები. Radioscope (17 ივლისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-07-24.
  155. British album certifications – The Beatles – Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი 2013. შეიყვანეთ Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  156. ჯოუნსი, Alan. “Official Charts Analysis: The Beatles' Sgt Pepper's returns to No.1 after 50 years“, Music Week, Intent Media, 2 ივნისი 2017. წაკითხვის თარიღი: 4 ივნისი 2017. 
  157. American album certifications – The Beatles – Lonely Hearts Club Band. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
Headquarters - The Monkees
Billboard 200 #1 ალბომი
1 ივლისი – 13 ოქტომბერი 1967
შემდეგი:
Ode to Billie Joe - ბობი ჯენტრი
წინამორბედი:
Going Places - Herb Alpert & the Tijuana Brass
Australian Kent Music Report #1 ალბომი
5 აგვისტო 1967 – 1 მარტი 1968
შემდეგი:
Their Satanic Majesties Request - როლინგ სტოუნზი
წინამორბედი:
მუსიკის ჰანგები (საუნდტრეკი)
მუსიკის ჰანგები (საუნდტრეკი)
მუსიკის ჰანგები (საუნდტრეკი)
მუსიკის ჰანგები (საუნდტრეკი)
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი #1 ალბომი
10 ივნისი – 18 ნოემბერი 1967
25 ნოემბერი – 2 დეკემბერი 1967
23 დეკემბერი 1967 – 6 იანვარი 1968
3–10 თებერვალი 1968
შემდეგი:
მუსიკის ჰანგები (საუნდტრეკი)
მუსიკის ჰანგები (საუნდტრეკი)
Val Doonican Rocks, But Gently - ველ დუნიკანი
The Four Tops Greatest Hits
- The Four Tops