Send It Up (სიმღერა)
| „Send It Up“ | |
|---|---|
|
| |
| — კანიე უესტი | |
| ალბომიდან Yeezus | |
| ენა | ინგლისური |
| გამოსვლის თარიღი | 18 ივნისი, 2013 |
| ჩაიწერა | 2013 |
| ჟანრი | ინდუსტრიული ჰიპ-ჰოპი; ელექტრონული მუსიკა |
| ხანგრძლივობა | 2:58 |
| ხმისჩამწერი ლეიბლი | |
| ავტორ(ებ)ი |
|
| პროდიუსერი |
|
Send It Up — ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის, კანიე უესტის სიმღერა, მისი მეექვსე სტუდიური ალბომიდან Yeezus (2013). პროდიუსერები არიან უესტი, Daft Punk, Gesaffelstein, Brodinski, Arca და მაიკ დინი. ალბომის სხვა სიმღერების მსგავსად, მასშიც ინდუსტრიული ჰიპ-ჰოპის ჟღერადობა გვხვდება, ელექტრონული მუსიკის ელემენტებით. სიმღერაში ამერიკელი რეპერ კინგ ლუის ვოკალია, რომელმაც საკუთარი ნაწილი იმპროვიზაციულად შეასრულა. სიმღერაში შედის იამაიკელი რეგისა და დენსჰოლის მომღერლის, ბინი მენის „Memories“-ის (ასევე ცნობილი როგორც „Stop Live Inna De Pass“) სემპლიც. ალბომში გამოსვლამდე რვა დღით ადრე, უესტმა სიმღერა ცოცხლად შეასრულა Governors Ball Music Festival-ზე, Yeezus-ის კიდევ ოთხ ტრეკთან ერთად.[1]
სიმღერამ მუსიკალური კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ბევრმა მოიწონა მისი შესრულება და წვეულებისადმი მიმზიდველობა. მიუხედავად იმისა, რომ სინგლის სახით არ გამოსულა, ის Billboard-ის Hot R&B/Hip-Hop Songs და On-Demand Songs ჩარტებში მოხვდა, შესაბამისად, 50-ე და 42-ე ადგილებზე.[2] სიმღერის ერთი სტრიქონი შეიცვალა და აკაპელა რეპით შესრულდა, როდესაც უესტმა 2016 წელს Yeezus-ის Apple Music ვერსია გადაამუშავა.[3] 2018 წელს ის პანკ-როკ ჯგუფ Idles-მა შეასრულა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Findlay, Mitch. Kanye West's "Yeezus:" Unpacking A Truly Divisive Album (September 19, 2018). ციტირების თარიღი: June 17, 2019
- ↑ „Kanye West Chart History (On-Demand Songs)“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 14, 2019. ციტირების თარიღი: February 13, 2019.
- ↑ Camp, Zoe. Kanye West Changes Yeezus Tracks on Apple Music (April 18, 2016). ციტირების თარიღი: June 16, 2019
- Music infoboxes with unknown value for type
- 2013 წლის სიმღერები
- სიმღერები წლების მიხედვით
- სიმღერები შემსრულებლის მიხედვით
- კანიე უესტი
- კანიე უესტის სიმღერები
- სიმღერები ქვეყნების მიხედვით
- ამერიკული სიმღერები
- სიმღერები ჟანრის და შემსრულებლის ეროვნების მიხედვით
- ელექტრონული მუსიკა
- სიმღერები კანიე უესტის პროდიუსერობით
- სიმღერები მაიკ დინის პროდიუსერობით
- სიმღერები Daft Punk-ის პროდიუსერობით
- ჰიპ-ჰოპი