Schweppes
|
| |
|
| |
| ტიპი | გაზიანი მინერალური წყალი |
|---|---|
| მწარმოებელი | Keurig Dr Pepper |
| დისტრიბუტორი | The Coca-Cola Company (ალბანეთი, ალჟირი, არგენტინა, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ხორვატია, ეგვიპტე, ესტონეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, იაპონია, ყაზახეთი, ლატვია, ლიბანი, ლიტვა, მალაიზია, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, მაროკო, ჩრდილოეთი მაკედონია, ახალი ზელანდია, პაპუა–ახალი გვინეა, ფილიპინები, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვენია, სამხრეთი ამერიკა, სამხრეთი აფრიკა, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, თურქეთი, ტუნისი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ვიეტნამი.. Jafora-Tabori (ისრაელი). PepsiCo (აშშ და კანადა). Asahi Beverages (ავსტრალია). Suntory (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან-მარინო, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია). Swire Coca-Cola (ჩინეთი, ჰონგ კონგი და ტაივანი) |
| წარმოშობის ქვეყანა | ჟენევა |
| ჩამოსხმა დაიწყო | 1783 |
| ვებ-გვერდი | https://www.schweppes.com |
Schweppes — უალკოჰოლო სასმელების ბრენდი, რომელიც დაარსდა ჟენევაში 1783 წელს გერმანელი საათის ოსტატისა და მოყვარული მეცნიერის, იოჰან იაკობ შვეპეს მიერ. იგი იწარმოება, ისხმება და ვრცელდება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საერთაშორისო კონგლომერატის მიერ, ლიცენზიისა და რეგიონის მიხედვით, რომლებიც უალკოჰოლო სასმელებს აწარმოებენ და ყიდიან. Schweppes იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული უალკოჰოლო სასმელი და თავდაპირველად წარმოადგენდა ჩვეულებრივ გაზიან წყალს, რომელიც შეიქმნა 1783 წელს.[1] Schweppes-ის სახელით ასევე იწარმოება ლიმონათების, ტონიკური წყლებისა და ჯინჯერ ეილის (ჯანჯაფილის ლუდის) სხვადასხვა სახეობები.
კომპანია 1836 წლიდან ფლობს ბრიტანეთის სამეფო კარის ოფიციალურ ნებართვას (Royal Warrant) და 1851 წელს ლონდონში, ჰაიდ პარკში გამართული პრინც ალბერტის დიდი გამოფენის ოფიციალური სპონსორი იყო.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 „Schweppes Holdings Limited“. Royalwarrant.org. ციტირების თარიღი: 13 October 2021. ციტატა: „the world’s first ever soft drink, Schweppes soda water [..] the official sponsor of Prince Albert’s Great Exhibition in 1851“