Sacred Heart (დიოს ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Sacred Heart

სტუდიური ალბომი - დიო
გამოცემის თარიღი 15 აგვისტო, 1985
ჩაიწერა 1985
სტუდია Rumbo, აშშ
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 38:50
ლეიბლი Warner Bros. (ჩრდილოეთი ამერიკა)
Vertigo (სხვა ქვეყნები)
პროდიუსერი რონი ჯეიმზ დიო
დიო – ქრონოლოგია

The Last in Line
(1984)
Sacred Heart
(1985)
The Dio E.P.
(1986)
სინგლები ალბომიდან Sacred Heart
  1. „Rock 'n' Roll Children / Sacred Heart“
    გამოვიდა: აგვისტო 1985
  2. „Hungry for Heaven / King of Rock and Roll“
    გამოვიდა: ოქტომბერი 1985
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2.5/5 stars[1]
The Rolling Stone Album Guide 1/5 stars[2]

Sacred Heart (ინგლ. ღვთაებრივი გული) — ჯგუფ დიოს მესამე ალბომი, გამოცემული 1985 წელს. ბილბორდის 200 საუკეთესო დისკის ჰიტ-აღლუმში იგი #29 ადგილზე მოხვდა. ალბომის ყდა ეკუთვნის მხატვარ რობერტ ფლორშაკს.

1985 წლის 15 ოქტომბერს RIAA-მ ალბომს ოქროს სტატუსი მიანიჭა.[3] დღემდე ეს არის დიოს უკანასკნელი დისკი, რომელიც ასეთი სტატუსით სარგებლობს.

ალბომის გამოცემას მოჰყვა საკონცერტო ტურნე, თეატრალიზებული შოუთი, სადაც გამოიყენებოდა მექანიკური დრაკონი და ლაზერული ეფექტები. ერთ-ერთი კონცერტი ასევე გამოიცა ვიდეოჩანაწერის სახით. რონი ჯეიმზ დიო დრაკონს დენზილს უწოდებდა, თუმცა სინამდვილეში მას დინი დაარქვეს.[4].

Sacred Heart არის დიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი, სინგლებით Sacred Heart, Rock N' Roll Children და Hungry For Heaven.

გარეკანზე ლათინურ ენაზე წერია FINIS PER SOMNIVM REPERIO TIBI SACRA COR VENEFICVS OSTIVM AVRVM. მისი შესაძლო მნიშვნელობაა - ’’შენი მიზნების შესახებ სიზმრებიდან შევიტყვე; ღვთაებრივო გულო; ჯადოქარო; ოქროს კარიბჭევ’’. მაგრამ არსებობს ამ ფრაზის სხვა ინტერპრეტაციებიც. შესაძლოა, ამას გარკვეული კავშირი აქვს თავად სიმღერასთან Sacred Heart - როდესაც არ უნდა გეძინოს, ხელთ გაქვს გასაღები, გაგიღებს კარა რათა გაგანთავისულოს და აღმოაჩენ ღვთაებრივ გულს’’.

ეს იყო დიოს უკანასკნელი ალბომი, ჩაწერილი გიტარისტ ვივიენ კემპბელის მონაწილეობით, რომელიც შეუერთდა ჯგუფებს Def Leppard, Riverdogs და Whitesnake.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. King of Rock and Roll (დიო, ვივიენ კემპბელი, ჯიმი ბეინი, ვინი ეპისი) – 3:49
  2. Sacred Heart (დიო, კემპბელი, ბეინი, ეპისი) – 6:27
  3. Another Lie (დიო) – 3:48
  4. Rock 'N' Roll Children (დიო) – 4:32
  5. Hungry for Heaven (დიო, ბეინი) – 4:10
  6. Like the Beat of a Heart (დიო, ბეინი) – 4:24
  7. Just Another Day (დიო, კემპბელი) – 3:23
  8. Fallen Angels (დიო, კემპბელი, ბეინი, ეპისი) – 3:57
  9. Shoot Shoot (დიო, კემპბელი, ბეინი, ეპისი) – 4:20

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic review
  2. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 239. ISBN 978-0-7432-0169-8. წაკითხვის თარიღი: 2012-06-06. 
  3. RIAA Gold & Platinum database-Sacred Heart. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 22, 2009.
  4. Tapio's Dio Biography. წაკითხვის თარიღი: ივლისი 28, 2009.