შინაარსზე გადასვლა

Saab JAS 39 Gripen

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Anry.kiknavelidze.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მარტი 21, 2025.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 22 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Anry.kiknavelidze.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Anry.kiknavelidze.|Saab JAS 39 Gripen}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

შვედეთის საჰაერო ძალების JAS 39 Gripen კაივოპუისტოს ავიაშოუზე. ივნისი, 2017

Saab JAS 39 Gripen (IPA: [ˈɡrǐːpɛn] Sv-JAS 39 Gripen ; „გრიფონი“)[Nb 1][1]მსუბუქი ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც აწარმოებს შვედური აეროკოსმოსური და თავდაცვის კომპანია Saab AB. Gripen-ს აქვს დელტა ფრთა და იხვის კონფიგურაცია შესუსტებული სტაბილურობის დიზაინითა და ელექტროდისტანციური (fly-by-wire) ფრენის კონტროლის სისტემით. უფრო გვიანი ვერსიები სრულად თავსებადია NATO-სთან. 2020 წლისთვის Gripen-ის სხვადასხვა მოდელის (A–F) 271-ზე მეტი ერთეულია გადაცემული სხვდასხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის.[Nb 2]

1979 წელს, შვედეთის მთავრობამ დაიწყო კვლევა და დამუშავება „გამანადგურებელი, შეტევითი და სადაზვერვო თვითმფრინავის“ (ett jakt-, attack- och spaningsflygplan, აქედან "JAS") შესაქმნელად, რომელიც შეცვლიდა Saab 35 Draken-სა და Saab 37 Viggen-ს შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში. შერჩეული და შემუშავებული იქნა Saab-ის ახალი დიზაინი – JAS 39. პირველი ფრენა 1988 წელს შედგა, ხოლო პირველი სერიული წარმოების თვითმფრინავი 1993 წელს გამოვიდა.[3] იგი შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში 1996 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.[3] განახლებული ვარიანტები, უფრო მოწინავე ავიონიკითა და ხანგრძლივი მისიისთვის ადაპტირებული შესაძლებლობებით, 2003 წლიდან შევიდა სამსახურში.

Gripen-ის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, Saab-მა ჩამოაყალიბა პარტნიორობები და თანამშრომლობები უცხოურ აეროკოსმოსურ კომპანიებთან. საექსპორტო ბაზარზე Gripen-ის ადრეულმა მოდელებმა საკმაო წარმატება მოიპოვეს ცენტრალურ ევროპაში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაყიდვების წყალობით. ზოგიერთი შესყიდვა კორუფციის ეჭვქვეშ მოექცა, თუმცა შვედეთის ხელისუფლებამ გამოძიება 2009 წელს დახურა.[4]

Gripen-ის სერიის ძირითადი განახლება, რომელიც ადრე Gripen NG (Next Generation) ან Super JAS სახელით იყო ცნობილი, ახლა კი JAS 39E/F Gripen-ად იწოდება,[5] 2019 წელს მიეწოდა შვედეთის და ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალებს. ცვლილებები JAS C-დან JAS E-მდე მოიცავს უფრო დიდ ფიუზელაჟს, უფრო მძლავრ ძრავს, გაზრდილ საბრძოლო დატვირთვას, ახალ კაბინას, რადიოელექტრონიკის ახალ არქიტექტურას, ელექტრონული ბრძოლის სისტემას და სხვა გაუმჯობესებებს.

1970-იანი წლების ბოლოს შვედეთი ცდილობდა მოძველებული Saab 35 Draken-ისა და Saab 37 Viggen-ის შეცვლას.[6] შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალები საჭიროებდნენ ფინანსურად ხელმისაწვდომ Mach 2 სიჩქარის თვითმფრინავს, რომელსაც ექნებოდა კარგი მოკლე ასაფრენი და დასაფრენი შესაძლებლობები თავდაცვითი გაფანტული ბაზირების გეგმისთვის, შესაძლო შემოჭრის შემთხვევაში; გეგმა მოიცავდა 800 მ სიგრძის და 17 მ სიგანის ელემენტარულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლებს, რომლებიც Bas 90 სისტემის ნაწილი იყო.[7][8][9] თვითმფრინავის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო Viggen-ზე მცირე ზომის მქონე საფრენი აპარატის შექმნა, რომელიც შეინარჩუნებდა ან გააუმჯობესებდა მის საბრძოლო დატვირთვისა და მოქმედების დიაპაზონის მახასიათებლებს.[10] ადრეულ წინადადებებს შორის იყო Saab 38, ასევე ცნობილი როგორც B3LA, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც შეტევითი და სასწავლო თვითმფრინავი,[11] და A 20, Viggen-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც შეეძლო საბრძოლო, შეტევითი და საზღვაო დაზვერვის ფუნქციების შესრულება.[12] ასევე განიხილებოდა რამდენიმე უცხოური დიზაინი, მათ შორის General Dynamics F-16 Fighting Falcon, McDonnell Douglas F/A-18 Hornet,[13] Northrop F-20 Tigershark და Dassault Mirage 2000.[14] საბოლოოდ, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამანადგურებლის შემუშავება Saab-ის მიერ მომხდარიყო.[13]

1979 წელს მთავრობამ დაიწყო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ისეთი მრავალფუნქციური პლატფორმის შექმნას, რომელიც მოიცავდა "JAS"-ს, რაც ნიშნავდა Jakt (ჰაერი-ჰაერი), Attack (ჰაერი-მიწა) და Spaning (დაზვერვა), რაც მიუთითებდა მრავალფუნქციურ, ანუ „სვინგროლ“ ტიპის გამანადგურებელზე, რომელსაც შეეძლო ერთდროულად მრავალი ფუნქციის შესრულება.[13] განიხილებოდა Saab-ის რამდენიმე დიზაინი, მათ შორის ყველაზე პერსპექტიული იყო „პროექტი 2105“ (სახელი შეეცვალა და გადაერქვა ჯერ „პროექტი 2108“, შემდეგ კი „პროექტი 2110“), რომელიც თავდაცვის მატერიალურმა სამმართველომ (Försvarets Materielverk, FMV) მთავრობას ურჩია.[13]

ტესტირება, წარმოება და გაუმჯობესებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გარე ვიდეოფაილები
1989 წლის Gripen-ის კატასტროფის ვიდეო

Saab-მა პირველი Gripen 1987 წლის 26 აპრილს წარადგინა, რაც კომპანიის 50 წლის იუბილეს დაემთხვა.[15] თავდაპირველად 1987 წლისთვის დაგეგმილი ფრენა[16] ფრენის კონტროლის სისტემის პრობლემების გამო 18 თვით გადაიდო. 1988 წლის 9 დეკემბერს პირველმა პროტოტიპმა (სერიული ნომერი 39-1) 51-წუთიანი სადებიუტო ფრენა განახორციელა, პილოტი იყო სტიგ ჰოლმსტრომი.[17][18]

ტესტირების პერიოდში შეშფოთება გამოიწვია თვითმფრინავის ავიონიკამ, კერძოდ კი fly-by-wire საკონტროლო სისტემამ (FCS) და არასტაბილური კონსტრუქციამ. 1989 წლის 2 თებერვალს, აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია პროტოტიპის კატასტროფა ლინჩეპინგში დაშვების მცდელობისას; სატესტო პილოტი ლარს როდესტრემი კატასტროფას მხოლოდ მოტეხილი იდაყვით გადაურჩა. ავარიის მიზეზად დასახელდა პილოტის მიერ გამოწვეული ოსცილაცია, რაც FCS-ის სიმაღლის კონტროლის ალგორითმის ხარვეზით იყო განპირობებული.[17][19][20]

კატასტროფის საპასუხოდ, Saab-მა და ამერიკულმა კომპანია Calspan-მა პროგრამული ცვლილებები განახორციელეს. ეს გაუმჯობესებები Lockheed NT-33A-ს გამოყენებით გაიტესტა, რამაც შესაძლებელი გახადა სატესტო ფრენების განახლებას ავარიიდან 15 თვის შემდეგ. 1993 წლის 8 აგვისტოს, საწარმოო თვითმფრინავი 39102 განადგურდა სტოკჰოლმის წყლის ფესტივალზე ავიაშოუზე. პილოტმა ლარს როდესტრემმა დაკარგა კონტროლი დაბალ სიმაღლეზე ბრუნვისას და კატაპულტირება მოუწია. Saab-მა მოგვიანებით დაადგინა, რომ პრობლემა გამოიწვია პილოტის სწრაფი საკონტროლო მოძრაობების ზედმეტმა გაძლიერებამ. გამოძიებამ და ხარვეზის გამოსწორებამ სატესტო ფრენების განახლება დამატებით რამდენიმე თვით, დეკემბრამდე შეაყოვნა.[17]

პირველი შეკვეთა მოიცავდა დამატებით 110 ერთეულის შეძენის შესაძლებლობას, რომელიც 1992 წლის ივნისში იქნა გამოყენებული. პარტია II-ს წარმოადგენდა 96 ერთადგილიანი JAS 39A და 14 ორადგილიანი JAS 39B.[21][22] JAS 39B ვარიანტი 66 სმ-ით (26 დუიმით) გრძელი იყო JAS 39A-ზე, რათა დაეტია მეორე სავარძელი. ეს მოითხოვდა ერთ-ერთი ქვემეხის მოხსნას და საწვავის შიდა ტევადობის შემცირებას.[23] 1994 წლის აპრილისთვის დასრულებული იყო ხუთი პროტოტიპი და ორი სერიული წარმოების Gripen-ი, თუმცა ვიზუალური არეალის მიღმა მოქმედი რაკეტა (BVR) ჯერ არ იყო შერჩეული.[24] მესამე პარტია შეუკვეთეს 1997 წლის ივნისში, რომელიც შედგებოდა 50 განახლებული ერთადგილიანი JAS 39C-სგან და 14 ორადგილიანი JAS 39D-სგან,[23] რომელიც ცნობილია როგორც „Turbo Gripen“ და ექსპორტისთვის მორგებულია ნატოს სტანდარტებზე.[25] პარტია III თვითმფრინავები, რომლებიც 2002-2008 წლებში იქნა მიწოდებული, აღჭურვილი იყო უფრო ძლიერი და განახლებული ავიონიკით, ჰაერში საწვავით შევსების შესაძლებლობით და ბორტზე ჟანგბადის გენერირების სისტემით (OBOGS) ხანგრძლივი ფრენებისთვის.[26] ჰაერში საწვავის შევსება 1998 წელს წარმატებით გაიტესტა სპეციალურად აღჭურვილ პროტოტიპ 39‐4-ზე RAF VC10 თვითმფრინავთან ერთად.[23]

თანაშრომლობის შეთანხმებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრონტალური ხედი გამანადგურებლის, რომელიც მარჯვნივ ბრუნავს და მაშხალებს უშვებს მწვანე ტყიან ფონზე
ჩეხური Gripen-ის თავდაცვითი მაშხალების გამოყენება, 2011

1995 წლის პარიზის ავიაშოუზე Saab Military Aircraft-მა და British Aerospace-მა (BAe, ამჟამად BAE Systems) გამოაცხადეს ერთობლივი საწარმოს, Saab-BAe Gripen AB-ის შექმნა, რომლის მიზანი იყო Gripen-ის ადაპტაცია, წარმოება, მარკეტინგი და მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში.[23][27] შეთანხმება მოიცავდა A და B სერიის თვითმფრინავების „ექსპორტულ“ C და D სერიებად გარდაქმნას, რაც Gripen-ს NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობას მიანიჭებდა.[28] ეს თანამშრომლობა 2001 წელს გაგრძელდა Gripen International-ის ჩამოყალიბებით, რომელიც ექსპორტზე გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.[29] 2004 წლის დეკემბერში Saab-მა და BAE Systems-მა გამოაცხადეს, რომ BAE გაყიდდა Saab-ში თავის წილის დიდ ნაწილს და Saab მთლიანად აიღებდა პასუხისმგებლობას Gripen-ის მარკეტინგსა და საექსპორტო შეკვეთების მართვაზე.[30] 2011 წლის ივნისში Saab-მა გამოაცხადა, რომ შიდა გამოძიებამ გამოავლინა BAE Systems-ის კორუფციის ფაქტები, მათ შორის ფულის გათეთრება სამხრეთ აფრიკაში, რომელიც Gripen-ის კლიენტთა შორის იყო.[31]

2007 წლის 26 აპრილს ნორვეგიამ ხელი მოაწერა 150 მილიონი ნორვეგიული კრონის ღირებულების ერთობლივი განვითარების შეთანხმებას Saab-თან, რომელიც მოიცავდა Gripen-ის განვითარების პროგრამაზე თანამშრომლობას, მათ შორის ნორვეგიული ინდუსტრიების ჩართვას თვითმფრინავის მომავალი ვერსიების განვითარებაში.[32] იმავე წლის ივნისში Saab-მა ასევე გააფორმა შეთანხმება Thales Norway A/S-თან Gripen-ის კავშირგაბმულობის სისტემების განვითარებაზე. ეს შეკვეთა პირველი იყო იმ შეთანხმების წერილის პირობების ფარგლებში, რომელიც გაფორმდა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და Gripen International-ს შორის 2007 წლის აპრილში.[32] 2010 წლის დიპლომატიური კაბელების გაჟონვის შედეგად გაირკვა, რომ აშშ-ის დიპლომატები შეშფოთებული იყვნენ ნორვეგიისა და შვედეთის თანამშრომლობით Gripen-ის საკითხზე და ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ ნორვეგიაზე, რათა არ შეეძინა ეს თვითმფრინავი.[33]

2007 წლის დეკემბერში, როგორც Gripen International-ის მარკეტინგული კამპანიის ნაწილი დანიაში, ხელშეკრულება გაფორმდა დანიურ ტექნოლოგიურ მომწოდებელთან, Terma A/S-თან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევდა მონაწილეობა მიეღო ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამაში მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში. პროგრამის საერთო ღირებულება შეფასებული იყო 10 მილიარდ დანიურ კრონაზე მეტით, ხოლო მისი რეალიზაცია ნაწილობრივ დამოკიდებული იყო Gripen-ის შესყიდვაზე დანიის მიერ.[34] საბოლოოდ, დანიამ არჩევანი შეაჩერა F-35 Joint Strike Fighter-ზე.

საკამათო საკითხები, სკანდალები და ხარჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთისთვის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. წინამორბედი 37 Viggen ხშირად იყო კრიტიკის საგანი შვედეთის სამხედრო ბიუჯეტის ზედმეტად დიდი ნაწილის დაკავებისთვის და 1971 წლისთვის მას ოპონენტები უწოდებდნენ „გუგულს სამხედრო ბუდეში“. 1972 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (Socialdemokraterna) პარტიულ ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავდა მომავალში სამხედრო თვითმფრინავების შექმნას.[35] 1982 წელს Gripen-ის პროექტი შვედეთის პარლამენტში მიიღეს 176 ხმით 167-ის წინააღმდეგ, სადაც მთელი სოციალ-დემოკრატიული პარტია წინააღმდეგი წავიდა დამატებითი კვლევების მოთხოვნის გამო. 1983 წელს შეიტანეს ახალი კანონპროექტი,[36] და საბოლოოდ პროექტს 1983 წლის აპრილში დაუჭირეს მხარი, იმ პირობით, რომ მას ექნებოდა წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ღირებულების კონტრაქტი,[37] რაც მოგვიანებით კრიტიკის საგანი გახდა ხარჯების გარდაუვალი ზრდის გამო.[35]

ანიკა ბრანდსტრომის მიხედვით, 1989 და 1993 წლების ავარიების შემდეგ Gripen-ის სანდოობისა და საზოგადოებრივი იმიჯის დაზიანების საფრთხე არსებობდა. საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ პირველი ავარიის ტექნიკური პრობლემების უგულებელყოფამ პირდაპირ გამოიწვია მეორე ავარია, რომელიც თავიდან აცილებადი იყო.[38] ბრანდსტრომმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და პროექტის ახსნა-განმარტება მოითხოვეს; ცუდად ინფორმირებულმა მედიამ კი Gripen-ის შესახებ საზოგადოებრივი ცოდნა დაამახინჯა.[39] კონსერვატიულმა მთავრობამ სწრაფად დაუჭირა მხარი Gripen-ს – თავდაცვის მინისტრმა ანდერს ბიორკმა საჯაროდ დაადასტურა, რომ პროექტი შვედეთისთვის ძალიან დადებითი იქნებოდა.[40] Gripen-ის მარკეტინგული ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა სამხრეთ აფრიკას, ავსტრიას, ჩეხეთსა და უნგრეთს, გავრცელდა ცნობები BAE Systems-სა და Saab-ის მიერ ფართომასშტაბიანი კორუფციისა და ქრთამის შესახებ.[41][42] 2007 წელს შვედმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ BAE-მ მილიონობით დოლარის ქრთამი გადაიხადა.[43]

Gripen-ის ღირებულება მუდმივი ყურადღებისა და სპეკულაციის საგანი იყო. 2008 წელს Saab-მა დააანონსა შემცირებული შემოსავალი, რაც ნაწილობრივ თვითმფრინავის მარკეტინგულ ხარჯებს დაუკავშირა.[44] 2012 წელს Jane's Information Group-ის კვლევის მიხედვით, Gripen-ის ოპერაციული ხარჯები ყველაზე დაბალი იყო თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს შორის და შეადგენდა $4,700-ს საათში.[45]

ოპერატიული ხარჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყიდვის ფასი ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს შესყიდვის პროცესში, თუმცა საავიაციო სისტემის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში ოპერატიული ხარჯები ბიუჯეტის გაცილებით დიდ ნაწილს მოიცავს. ხშირად ხდება, რომ პილოტები და თვითმფრინავები მიწაზე რჩებიან, რადგან საწვრთნელი პროგრამისთვის განკუთვნილი სახსრები ამოიწურა. საკმარისი პრაქტიკის გარეშე პილოტები ვერ იყენებენ თვითმფრინავის შესაძლებლობებს სრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლესი მოდელის თვითმფრინავი, რომელსაც ცუდად მომზადებული პილოტი მართავს, შეიძლება უფრო არაეფექტური იყოს, ვიდრე ოდნავ ნაკლებად აღჭურვილი თვითმფრინავი, რომელსაც გამოცდილი პილოტი მართავს.[46][47]

ფრენის საათობრივი ხარჯი (CPFH)
წყარო ვალუტა JAS-39 F-35 Eurofighter Rafale F/A-18  E/F || F-16 Block  40/50
IHS Jane's 2012[48] აშშ დოლარი 39C: 5,800 F-35A: 25,950
F-35B/C: 38,300
22,200
საწვავის ხარჯი: 10,100
20,400 13,600 8,700
ÖB მიკაელ 

ბიდენი 2014[49]

SEK 54,300
Flygrevyn 2021[47] SEK 32,100 144,900 125,200 114,900 76,600 48,600
ყველა მონაცემი ინფლაციის გათვალისწინებით 2022 წლის ვალუტის კურსითაა მოცემული, მრგვალდება ასეულებამდე.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ წყაროს საკუთარი მეთოდოლოგია აქვს, რის გამოც მათი ერთმანეთთან პირდაპირ შედარება, შესაძლოა, არ იყოს მართებული.

JAS 39E/F და სხვა განვითარებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შვედეთის საჰაერო ძალების Gripen C საჰაერო შევსებისას

ორადგილიანი თვითმფრინავი, სახელწოდებით "Gripen Demo", შეკვეთილი იქნა 2007 წელს სხვადასხვა გაუმჯობესების საცდელად.[50][51] ის აღჭურვილი იყო General Electric F414G ძრავით, რომელიც შეიქმნა Boeing F/A-18E/F Super Hornet-ის ძრავის მოდიფიკაციით.[52] Gripen NG-ს მაქსიმალური ასაფრენი წონა გაიზარდა 14,000-დან 16,000 კგ-მდე (30,900–35,300 ფუნტი), შიდა საწვავის მოცულობა 40%-ით გაიზარდა შასის გადატანის ხარჯზე, რამაც ასევე შესაძლებელი გახადა ორ დამატებით hardpoint-ის დამატება ფიუზელაჟის ქვედა ნაწილში. მისი საბრძოლო რადიუსი იყო 1,300 კმ[convert: unknown unit] ექვსი ჰაერი-ჰაერი რაკეტით (4 RR + 2 IR) და გარე საწვავის ავზით.[51][53] PS-05/A რადარი ჩანაცვლდა ახალი Raven ES-05[54] აქტიური ელექტრონულად სკანირებადი არეალი (AESA) რადარით, რომელიც Selex ES-ის Vixen AESA რადარების ოჯახზეა დაფუძნებული (2016 წლიდან - Finmeccanica, შემდეგ Leonardo S.p.A.).[55] Gripen Demo-ს პირველი ფრენა განხორციელდა 2008 წლის 27 მაისს.[56] 2009 წლის 21 იანვარს Gripen Demo-მ Mach 1.2+ სიჩქარით იფრინა 28,000 ფუტზე (8,540 მ) გარეშე გადახურების გარეშე, რათა ტესტირებულიყო მისი სუპერკრუიზის შესაძლებლობა.[57] Gripen Demo გახდა Gripen E/F-ის ბაზა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Gripen NG (Next Generation) და MS (Mission System) 21.[58]

  1. შვედური საბრძოლო თვითმფრინავების სახელები, როგორიცაა Viggen ან Draken, განსაზღვრულ ფორმაშია, მაშინ როდესაც არასაბრძოლო თვითმფრინავები, როგორიცაა Saab Safir და Saab 90 Scandia, განუსაზღვრელი ფორმით იწერება.
  2. სულ 204 (30 Batch I, 110 Batch II, 64 Batch III) Gripen შეიქმნა და გადაეცა შვედეთს, 1 ბრაზილიას, 14 ჩეხეთს, 14 უნგრეთს, 26 სამხრეთ აფრიკას და 12 ტაილანდს. ეს რიცხვი არ მოიცავს Empire Test Pilots School-ის Gripen-ებს, მაგრამ მოიცავს შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალებიდან უცხოელ კლიენტებზე გადაცემულ თვითმფრინავებს.[2]
  1. Nilsson 2012.
  2. In Use. Gripen Multirole Fighter. Saab (2020). ციტირების თარიღი: 28 May 2020
  3. 3.0 3.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Milestones არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. Jas Gripen-utredning läggs ned sv. შვედეთის პროკურატურა (16 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2025.
  5. 'Super-Jas' costlier than expected: report“. The Local. SE. 27 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2014. ციტირების თარიღი: 13 January 2014.
  6. Frawley 2002, p. 147.
  7. Törnell, Bernt. (5 February 2007) Svenska militära flygbaser sv.
  8. Rystedt, Jörgen. (25 April 2009) Flygbassystem 90 sv.
  9. Altaya 2011, Características especiais: 'O Gripen foi concebido conforme as diretivas da força aérea sueca – a Base 90 – que previa a utilização de pistas rudimentares de 800 m de comprimento e 9 m de largura… ["Gripen" შეიქმნა შვედეთის საჰაერო ძალების Base 90 დირექტივების შესაბამისად, რომელიც მოითხოვდა 800 მ სიგრძისა და 9 მ სიგანის ელემენტარული ასაფრენ-დასაფრენ ზოლების გამოყენებას…]'
  10. Spick 2000, pp. 426–27.
  11. Björeman 2009, pp. 139–49.
  12. Om anslaget Flygvapenförband: Forskning och utveckling sv. Riksdagen (1977–1978). ციტირების თარიღი: 30 June 2013
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Williams 2003, p. 72.
  14. Green & Swanborough 1987, p. 225.
  15. Winchester 2004, p. 216.
  16. Cross 1986, p. 27.
  17. 17.0 17.1 17.2 Williams 2003, p. 73.
  18. „Gripen flies unstable“. Flight International. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო: Reed Business Information: 3. 11–17 დეკემბერი 1988. ISSN 0015-3710. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2013 – წარმოდგენილია Flightglobal/Archive-ის მიერ.
  19. Gaines, Michael 'Mike' (19–25 მარტი 1989). „Software fault caused Gripen crash“. Flight International. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო: Reed Business Information: 4. ISSN 0015-3710. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2013 – წარმოდგენილია Flightglobal/Archive-ის მიერ.
  20. „Saab/Gripen prototype crashes“. Flight International. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო: Reed Business Information: 2–3. 11 თებერვალი 1989. ISSN 0015-3710. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2013 – წარმოდგენილია Flightglobal/Archive-ის მიერ.
  21. Keijsper 2003, pp. 12, 21.
  22. Matláry & Ø̈sterud 2007, p. 150.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 Williams 2003, p. 88.
  24. Forsberg 1994, p. 223.
  25. Altaya 2011, Diversas versões 1a: "A necessidade de adaptar o Gripen às especificidades da Otan, para estimular as vendas no estrangeiro, levou ao desenvolvimento de uma nova versão chamada 'Turbo Gripen'. [Gripen-ის ნატოს სპეციფიკაციებზე ადაპტირების საჭიროებამ, რათა გაეზარდათ გაყიდვები უცხოეთში, განაპირობა ახალი ვერსიის, 'Turbo Gripen'-ის, შექმნა.]"
  26. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის last_swaf არ არის მითითებული ტექსტი; $2
  27. Lorell 2002, p. 147.
  28. Eliasson 2010, p. 256.
  29. Lorell 2002, pp. 147–48.
  30. Reece, Damian (8 December 2004). „BAE ამცირებს Saab-ში წილს Gripen-ის რევამპის შემდეგ“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2013. ციტირების თარიღი: 2 November 2013.
  31. Page, Lewis. (20 June 2011) Saab-მა BAE დაადანაშაულა სამხრეთ აფრიკის საბრძოლო თვითმფრინავების გარიგებაში. The Register. ციტირების თარიღი: 17 December 2013
  32. 32.0 32.1 „Gripen – შეთანხმება ნორვეგიაში“ (პრეს-რელიზი). Saab. 26 April 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 March 2012. ციტირების თარიღი: 2 November 2013.
  33. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Norway gripen local არ არის მითითებული ტექსტი; $2
  34. „Gripen – დანიური ინდუსტრიის კატალიზატორი“ (პრეს-რელიზი). Saab. 4 December 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 March 2012. ციტირების თარიღი: 2 November 2013.
  35. 35.0 35.1 JAS-projektet sv. P3 Dokumentär. Sveriges Radio (23 March 2008).
  36. Regeringens proposition 1982/83:119 om riktlinjer för JAS-projektet sv. Riksdagen (1982–1983). ციტირების თარიღი: 30 June 2013
  37. Björeman 2009, pp. 137–49.
  38. Brändström 2003, pp. 61, 72.
  39. Brändström 2003, pp. 57–62.
  40. Brändström 2003, pp. 58–62, 72–73.
  41. Leigh, David; Evans, Rob (7 February 2010). „BAE-ის ხელმძღვანელები კორუფციულ სკანდალთან კავშირში“. The Observer. United Kingdom: The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2013. ციტირების თარიღი: 3 November 2013.
  42. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის saab clean არ არის მითითებული ტექსტი; $2
  43. „გრაფი, რომელიც ასრულებს JAS-ის სკანდალს“ [Count which closes the JAS-scandal] (შვედური). SE: SVT. 12 March 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2017. ციტირების თარიღი: 18 June 2013.
  44. Lindstroem, Jakob; Rothwell, Steve (5 September 2008). Jasper, Chris (ed.). „Saab აცხადებს, რომ შვედეთის ბიუჯეტის "ქაოსი" გავლენას ახდენს მოგებაზე“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 November 2013. ციტირების თარიღი: 2 November 2013.
  45. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის SP.com operational cost არ არის მითითებული ტექსტი; $2
  46. Saurabh Joshi. (12 September 2014) Why fighter operating costs matter. StratPost. ციტირების თარიღი: 6 April 2022
  47. 47.0 47.1 „Höga flygtimkostnader? Inte med Gripen“. Flygrevyn (შვედური). Stockholm: Flygrevyn Förlags AB (8): 23. 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2022. ციტირების თარიღი: 26 April 2022.
  48. Saurabh Joshi. (4 July 2012) Gripen operational cost lowest of all western fighters: Jane's. StratPost. ციტირების თარიღი: 6 April 2022
  49. Thomas Augustsson (24 March 2014). „Pressade kostnader kritiskt för Gripen“. Svenska Dagbladet (შვედური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 April 2022. ციტირების თარიღი: 6 April 2022. ციტატა: „Det kostar oss 48 000 kronor per timme att flyga med Gripen, inklusive bränsle. Om planet inte haft så låg driftkostnad skulle flygvapnet aldrig ha råd med ett så stort system, säger Micael Bydén.“ [It costs us 48 000 SEK per hour to fly Gripen, including fuel. If the aircraft hadn't such a low operating cost, the airforce could never afford such a large fleet, Micael Bydén said]
  50. „Gripen Demo − Trail-blazing the future“ (პრეს-რელიზი). Saab. 19 June 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2013.
  51. 51.0 51.1 Hoyle, Craig. (23 April 2008) Pictures: Saab reveals Gripen Demo aircraft. FlightGlobal.
  52. Hoyle, Craig. (25 April 2008) Saab's Demo aircraft to highlight Gripen NG capabilities. FlightGlobal.
  53. Gripen NG for the RNLAF (August 2008).
  54. Raven, Selex ES, http://www.selex-es.com/-/raven-1. წაკითხვის თარიღი: 8 June 2015
  55. Schaerlaeckens, Leander (16 April 2009). „Gripen NG to carry new Finmeccanica-Selex radar“. United Press International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2013.
  56. „Saab's maiden flight with Gripen Demo“ (პრეს-რელიზი). Saab. 27 May 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2013. ციტირების თარიღი: 21 July 2011.
  57. Hoyle, Craig. (22 January 2009) Saab celebrates 'supercruise' test success for Gripen Demo. FlightGlobal.
  58. Sweetman, William 'Bill'. (14 June 2010) New Gripen Firms Up. Aviation Week. Penton Media.