Nvidia Shield TV (აგრეთვე ცნობილი როგორც Shield Android TV ან უბრალოდ Nvidia Shield[2]) — Android TV-ზე დაფუძნებული ციფრული მედია ფლეიერი და მერვე თაობისმიკროკონსოლი, რომელსაც Nvidia აწარმოებს, როგორც თავისი Shield ბრენდის Android მოწყობილობების ნაწილს. დაანონსდა Game Developers Conference-ზე 2015 წლის მარტში,[3] ხოლო გამოვიდა იმავე წლის მაისში. თავდაპირველად Shield მიკროკონსოლად პოზიციონირებდა, ხაზს უსვამდა, რომ მოწყობილობას შეეძლო გადმოწერილი თამაშების გაშვება და თამაშების სტრიმინგი ადგილობრივი ქსელიდან (თავსებადი კომპიუტერიდან) ან GeForce Now-ის სააბონენტო სერვისის გამოყენებით. როგორც ყველა სხვა Android TV მოწყობილობა, მას შეუძლია კონტენტის სტრიმინგი სხვადასხვა წყაროდან აპლიკაციების გამოყენებით, და ასევე მხარს უჭერს 4K რეზოლუციის ვიდეოს. იწარმოება Shield ორი მოდელი, სადაც მეორე მოდელი, Shield TV Pro (გამოვიდა 2019 წელს),[4] გაზრდილი შიდა მეხსიერებით გამოირჩევა.
2017 წელს Nvidia-მ გამოუშვა 16 გბ-იანი Shield-ის განახლებული ვერსია, რომელიც ზომაში უფრო მცირეა (მოყვება MicroSD და ინფრაწითელი მხარდაჭერის გარეშე), მოყვება განახლებული კონტროლერი და სხვა მხრივ აპარატურულად ორიგინალი მოდელის იდენტურია. 2019 წელს Nvidia-მ განაახლა Shield TV-ის ხაზი გაუმჯობესებული პროცესორებით და საბაზო მოდელი ჩაანაცვლა უფრო მცირე ზომის მოდელით და ნაკლები შიდა მეხსიერებით.