SDSS J010013.02+280225.8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
SDSS J0100+2802 [1]
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000.0
თანავარსკვლავედი: თევზები
პირდაპირი ასვლა: 01სთ 00წთ 13.02წმ
დახრილობა: +28გრად 02მინ 25.8სეკ
წითელი წანაცვლება: 6,30
მანძილი: 12,8 მილიარდი სინათლის წელიწადი

SDSS J0100+2802 (SDSS J010013.02+280225.8) — ჰიპერკაშკაშა კვაზარი, რომელიც თევზებისა და ანდრომედას საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი წითელი წანაცვლება 6,30-ია,[1] რაც იმას ნიშნავს, რომ მანძილი ამ ობიექტამდე 12,8 მილიარდი სინათლის წელიწადია და დიდი აფეთქებიდან 900 მილიონ წელიწადში წარმოიქმნა.[2] ის მძლავრად აფრქვევს მატერიას, რომელიც 3x1041 ვატის ტოლია. ამის გამო მისი აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე -31,7-ია, ანუ 4,2x1013-ჯერ აღემატება მზის სიკაშკაშეს და 40 000-ჯერ ირმის ნახტომში არსებულ 400 000 ვარსკვლავს ერთად. SDSS J0100+2802 დაახლოებით 4-ჯერ კაშკაშაა SDSS J1148+5251-ზე, ხოლო ყველაზე შორეულ კვაზარ ULAS J1120+0641-ზე — 7-ჯერ კაშკაშა.[1] თუმცა, ის სიკაშკაშით 4-ჯერ ნაკლებია ყველაზე კაშკაშა კვაზარ HS 1946+7651-ზე. მის ცენტრში არსებული შავი ხვრელის მასა 12 მილიარდი მზის მასის ტოლია.[1] ამის გამო ის ადრეულ სამყაროში არსებული ყველაზე მასიური შავი ხვრელია, თუმცა ყველაზე მასიურ შავ ხვრელ S5 0014+81-ზე 3-ჯერ ნაკლები მასა აქვს. ამ შავი ხვრელის დიამეტრი 70,9 მილიარდი კილომეტრია, რაც პლუტონის ორბიტის დიამეტრს 7-ჯერ აღემატება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Wu, X.; Wang, F.; Fan, X. (25 February 2015), "An ultraluminous quasar with a twelve-billion-solar-mass black hole at redshift 6.30", Nature 518: 512–515, , http://www.nature.com/nature/journal/v518/n7540/full/nature14241.html
  2. Astronomers Discover Record-Breaking Quasar. Sci-News.com (2015-02-25). ციტირების თარიღი: 2015-02-27.