SARS-CoV-2-ის დელტა შტამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორონავირუსი. SARS-CoV-2

დელტას შტამი (B.1.617.2) — SARS-CoV-2-ის შტამი, ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ის პირველად ინდოეთში 2020 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. დელტას შტამი დასახელდა 2021 წლის 31 მაისს და გავრცელდა 179 ქვეყანაში 2021 წლის 22 ნოემბრისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2021 წლის ივნისში აღნიშნა, რომ დელტას შტამი ხდება დომინანტური შტამი მსოფლიოში.[1]

მას აქვს მუტაციები SARS-CoV-2 ცილის მაკოდირებელ გენში, რაც იწვევს T478K, P681R და L452R ჩანაცვლებებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, გავლენას ახდენს ვირუსის გადაცემასა და ანტისხეულებით COVID-19 ვირუსის ადრე მოცირკულირე ვარიანტების განეიტრალებაზე. ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესპირატორული ვირუსი.[2] 2021 წლის აგვისტოში, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE) ინფორმაციით, მეორადი შეტევის სიხშირე საყოფაცხოვრებო კონტაქტებში არასამგზავრო ან უცნობი შემთხვევები დელტასთვის იყო 10.8%, ალფა შტამისთვის 10.2%; დელტათი დაავადებული 386,835 ადამიანისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 0.3%. უკვე ვირუსგადატანილი იმუნიტეტი[3] ან COVID-19 ვაქცინები ეფექტურია მძიმე დაავადების ან ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად ამ შტამით ინფიცირების შედეგად.

ვარაუდობენ, რომ ეს შტამი ნაწილობრივ პასუხისმგებელია ინდოეთში პანდემიის სასიკვდილო მეორე ტალღაზე, რომელიც დაიწყო 2021 წლის თებერვალში.[4][5][6] მოგვიანებით მან ხელი შეუწყო მესამე ტალღას ფიჯიში, გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში. 2021 წლის ივლისში ჯანმომ მსოფლიო გააფრთხილა, რომ დელტა შტამს შეეძლო მსგავსი ეფექტი ჰქონოდა ევროპისა და აფრიკის სხვა ადგილებში. ივლისის ბოლოს, დელტამ გამოიწვია ყოველდღიური ინფექციების ზრდა აზიის ნაწილებში,[7] შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ამას მოჰყვა კიდევ ერთი კოვიდშტამი, ომიკრონი.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელტას ვარიანტს აქვს მუტაციები გენში, რომელიც ქმნის SARS-CoV-2 ცილას. ეს მუტაციები იწვევს D614G, T478K, P681R და L452R ჩანაცვლებებს.[8] იგი იდენტიფიცირებულია, როგორც 21A, 21I და 21J განშტოებები Nextstrain ფილოგენეტიკური კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით.[9]

სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირუსს ასევე მოიხსენიებენ ტერმინით „ინდური შტამი“, რადგან ის თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა. თუმცა, დელტას შტამი არის B.1.617 ხაზის სამი შტამიდან მხოლოდ ერთი, რომლებიც პირველად ინდოეთში აღმოჩნდა. 2021 წლის მაისის ბოლოს, WHO-მ B.1.617.2-ს ეტიკეტი „დელტა“ მიანიჭა მას შემდეგ, რაც შემოიღო ახალი პოლიტიკა ბერძნული ასოების გამოყენების შესახებ შემაშფოთებელი და საინტერესო ვარიანტებისთვის.[10]

მუტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიძლება შეიცვალოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც ადრე ასოცირდებოდა სტანდარტულ COVID-19-თან. ინფიცირებულმა ადამიანებმა შეიძლება შეცდომით აღითქვან სიმპტომები რთულ გაციებად და ვერ გააცნობიერონ, რომ იზოლაცია სჭირდებათ. გავრცელებული სიმპტომები შეიზლება იყოს თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო ან ცხელება.   გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც დელტას შტამით დაინფიცირებულებმა შეადგინეს ახალი შემთხვევების 91%, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო.[11]

პრევენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანმო-ს არ გაუცია პრევენციული ზომები კონკრეტულად დელტას მიმართ; ველური ტიპის COVID-19-ის პრევენციისთვის რეკომენდებული არაფარმაცევტული ზომები კვლავ ეფექტური უნდა იყოს. ეს მოიცავს ხელების დაბანას, ნიღბის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას, პირის, ცხვირის ან თვალების შეხების თავიდან აცილებას, ცუდი ვენტილაციის მქონე ხალხმრავალი შიდა სივრცეების თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იქ, სადაც ადამიანები საუბრობენ, და იზოლაციას.[12] საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა გააგრძელონ ინფიცირებული პირების მოძიება ტესტირების გამოყენებით, აკონტროლონ მათი კონტაქტები და იზოლირებულნი იყვნენ ისინი, ვისი ტესტირებაც დადებითი იყო ან იყო შეხება ჰქონდა დაავადებულ პირთან.[13] ღონისძიების ორგანიზატორებმა უნდა შეაფასონ ნებისმიერი მასობრივი შეკრების პოტენციური რისკი და შეიმუშავონ გეგმა ამ რისკების შესამცირებლად.[14]

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, ვინც აცრილი იყო Pfizer-BioNTech-ით ან AstraZeneca-Oxford-ით, ჰქონდათ 33%-ით ნაკლები სიმპტომური დაავადების შემთხვევები, რომლებიც გამოწვეული იყო ამ შტამით მხოლოდ პირველი დოზის მიღების შემდეგ. ვინც Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ იყო დაინფიცირებული, 88%-ით ნაკლებ სუბიექტს ჰქონდა სიმპტომური დაავადება დელტას შტამისგან, ვიდრე არავაქცინირებული სუბიექტებს, იგივე მაჩვნებელი ასტრაზენეკა-ოქსფორდის ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემთხვევაში 60% იყო.[15]

ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა The Lancet-ში, აჩვენებს, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინით სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, სავარაუდოდ, აქვთ დელტას შტამის საწინააღმდეგო გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ უფრო დაბალი, ვიდრე COVID-19-ის ორიგინალი შტამის წინააღმდეგ.[16]

2021 წლის ივნისში ინგლისის საზოგადოებრივმა ჯანმრთელობამ გამოაცხადა, რომ ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ორჯერ აცრის შემდეგ, Pfizer-BioNTech ვაქცინა და AstraZeneca ვაქცინა, შესაბამისად, 96%-ითა და 92%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.[17][18]

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპერიმენტებში ვარაუდობენ, რომ ბამლანივიმაბი შეიძლება არ იყოს ეფექტური დელტას წინააღმდეგ. საკმარისად მაღალი კონცენტრაციების დროს, კაზირივიმაბი, ეტესევიმაბი და იმდევიმაბი, როგორც ჩანს, მაინც ეფექტურია. წინასწარი ბეჭდვითი კვლევა ვარაუდობს, რომ სოტროვიმაბი ასევე შეიძლება იყოს ეფექტური დელტას წინააღმდეგ. ექიმები სინგაპურში იყენებდნენ დამატებით ჟანგბადს, რემდესივირს და კორტიკოსტეროიდებს დელტას უფრო მეტ პაციენტზე, ვიდრე წინა ვარიანტებზე.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 22 ივნისისთვის ამ შტამის 4500-ზე მეტი თანმიმდევრობა იქნა აღმოჩენილი დაახლოებით 78 ქვეყანაში და 2021 წლის აგვისტოსათვის მსოფლიოში გამოლენილი იყო დელტა შტამის 200 მილიონზე მეტი შემთხვევა.[19][20][21][22]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტამის პირველი შემთხვევები ინდოეთის ფარგლებს გარეთ გამოვლინდა 2021 წლის თებერვლის ბოლოს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში 22 თებერვალს, შეერთებულ შტატებში 23 თებერვალს და სინგაპურში 26 თებერვალს.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიტანელმა მეცნიერებმა გადააკეთეს B.1.617.2 შტამი 2021 წლის 7 მაისს, როგორც „შეშფოთების შტამი“ (VOC-21APR-02), მას შემდეგ, რაც მათ 2021 წლის მაისში დააფიქსირეს მტკიცებულება, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ორიგინალი ვირუსის შტამი. კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათ გამოავლინეს B.1.617.2-ის 48 კლასტერი, რომელთაგან ზოგიერთმა გამოავლინა საზოგადოების გადაცემის ხარისხი.[23] როდესაც დელტას შტამის შემთხვევები სწრაფად გაიზარდა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ დელტას ვარიანტმა გადაუსწრო ალფა ვარიანტს, როგორც SARS-CoV-2-ის დომინანტურ შტამს დიდ ბრიტანეთში 2021 წლის ივნისის დასაწყისში. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ 2021 წლის ივნისის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების 90%-ზე მეტი იყო დელტას შტამი; მათ ასევე მოჰყავთ მტკიცებულება, რომ დელტას შტამი ასოცირდება საყოფაცხოვრებო გადაცემის დაახლოებით 60%-ით გაზრდილ რისკთან, ალფა ვარიანტთან შედარებით.

კანადაში ამ შტამის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა კვებეკში 2021 წლის 21 აპრილს, ხოლო მოგვიანებით, იმავე დღეს, ამ შტამის 39 შემთხვევა გამოვლინდა ბრიტანეთის კოლუმბიაში.[24] ალბერტაში გამოვლინდა შტამის ერთი შემთხვევა 2021 წლის 22 აპრილს.[25] ახალ შოტლანდიაში გამოვლინდა დელტას ორი შტამის შემთხვევა 2021 წლის ივნისში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლოვალენსი უმცროსი, ბერკლეი. (2021-06-18) ჯანმო ამბობს, რომ დელტა ხდება დომინანტური შტამი მსოფლიოში. en. ციტირების თარიღი: 2021-11-01
  2. „დელტა შტამი არ არის ისეთი გადამდები, როგორც ყვავილა, თუმცა მაინც ძალიან გადამდებია“. NPR.org (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-09-13.
  3. „კოვიდის გადატანა უფრო ამცირებს ხელახლა ინფიცირება, ვირდე ფაიზერის ვაქცინა“. Bloomberg. 2021-08-27.
  4. ჯანმო ინდოეთის კოვიდ შტამს „საშიშ შტამს“ უწოდებს, CNBC, 2021 წლის 11 მაისი.
  5. „ჯანმო ამბობს, რომ ინდოეთის შტამი გლობალურია“ , BBC News, 2021 წლის 11 მაისი.
  6. „ინდოეთის მეორე კოვიდ ტალღა“, The Wire Science, 2021 წლის 22 აპრილი.
  7. „დელტა შტამი: რომელ აზიურ ქვეყნებში იზრდება შემთხვევები?“. BBC News (ინგლისური). 2021 წლის 19 ივლისი. ციტირების თარიღი: 2021 წლის ივლისი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. SARS-CoV-2-ის შტამების განსხვავებები და ახსნები (2020 წლის 11 თებერვალი).
  9. კორონავირუსი გენომური ეპიდემიოლოგია - გლობალური კვლევა (B.1.617). ციტირების თარიღი: 2021-05-05
  10. „კოვიდი: ჯანმო ბრიტანეთისა და სხვა ვარიანტებს ბერძნული ასო-ბგერების სახელს არქმევს“. BBC News. 2021 წლის 31 მაისი. ციტირების თარიღი: 2021 წლის 8 ივნისი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. Radcliffe, Shawn (14 June 2021). „The COVID-19 Delta Variant: Here's Everything You Need to Know“. Healthline. ციტირების თარიღი: 2021-07-02.
  12. Advice for Public. ციტირების თარიღი: 14 July 2021
  13. Health Workers and Administrators. ციტირების თარიღი: 14 July 2021
  14. Key planning recommendations for mass gatherings in the context of the current COVID-19 outbreak. ციტირების თარიღი: 14 July 2021
  15. Ellyatt, Holly (2021-05-24). „Two doses of Covid vaccines provide effective protection against variant found in India: Study“. CNBC (ინგლისური).
  16. „COVID-19 vaccine: Pfizer jabs not the best for Delta variant, says Lancet study“. The New Indian Express. 5 June 2021.
  17. „Vaccines highly effective against hospitalisation from Delta variant“. www.gov.uk (ინგლისური). Public Health England. 14 June 2021.
  18. „UK study finds vaccines offer high protection against hospitalisation from Delta variant“. Reuters (ინგლისური). 2021-06-14. ციტირების თარიღი: 2021-06-15.
  19. Tracking of Variants (26 April 2021). ციტირების თარიღი: 23 November 2021
  20. Weekly epidemiological update on COVID-19 - 11 May 2021 (11 May 2021). ციტირების თარიღი: 2021-07-27
  21. Weekly epidemiological update on COVID-19 - 22 June 2021 en. ციტირების თარიღი: 2021-06-29
  22. „დელტა შტამის შემთხვევები 2021 წლის 4-5 აგვისტოსათვის“. Reuters. 2021-08-05.
  23. Davis, Nicola (7 May 2021). „Indian Covid variant is 'of concern', says Public Health England“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2021-05-07.
  24. Carrigg, David (21 April 2021). „COVID-19: Double mutant virus first identified in India is now in B.C.“. Vancouver Sun. ციტირების თარიღი: 2021-04-28.
  25. Ritchie, Josh (22 April 2021). „First case of B.1.617 variant confirmed in Alberta“. edmonton.citynews.ca.