s-კვარკი
| ინგლ. Strange quark | |
|---|---|
|
| |
|
კაონის სტრუქტურა შემდგარი ერთი u-ანტიკვარკისა და ერთი s-კვარკისაგან | |
| შემადგენლობა | ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი |
| ოჯახი | ფერმიონი |
| ჯგუფი | კვარკი |
| თაობა | მეორე |
| მონაწილეობს ურთიერთქმედებებში | ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული |
| სიმბოლო | s |
| ანტინაწილაკი | s-ანტიკვარკი (s) |
| თეორიულად დაამტკიცა |
მიურეი გელ-მანი (1964) ჯორჯ ცვაიგი (1964) |
| აღმოჩენილია | SLAC (1968) |
| მასა | მევ/c² |
| იშლება | u-კვარკი |
| მუხტი | |
| მუხტის ფერადობა | r, g, b |
| სპინი | |
| სუსტი იზოსპინი | LH: , RH: 0 |
| სუსტი ჰიპერმუხტი | LH: , RH: |
s-კვარკი, უცნაური კვარკი (ინგლ. Strange quark < Strange — „უცნაური“; აღნიშვნა: s) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მეორე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.
როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, s-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი უცნაური ნაწილაკი (კაონი) აღმოაჩინეს 1947 წელს, თავად უცნაური კვარკის (და u- და d-კვარკების) არსებობა მხოლოდ 1964 წელს დაადგინეს მიურეი გელ-მანმა და ჯორჯ ცვაიგმა, რათა აეხსნათ ჰადრონის კლასიფიკაციის რვაჯერადი გზა. კვარკების არსებობის პირველი მტკიცებულება 1968 წელს მიღებულ იქნა სტენფორდის ხაზოვანი ამაჩქარებლის ცენტრში ღრმა არაელასტიური გაფანტვის ექსპერიმენტების შედეგად. ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურა u- და d-კვარკებისა და ასევე უცნაური კვარკების არსებობა, რადგან მათი არსებობა აუცილებელი იყო „რვამაგი გზის“ თეორიის ასახსნელად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- R. Nave. Quarks. Georgia State University, Department of Physics and Astronomy. ციტირების თარიღი: 2008-06-29.
- A. Pickering (1999-12-01). Constructing Quarks. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-66799-7.
- Сводная таблица свойств кварков на сайте Particle Data Group.(ინგლისური)
- Таблица свойств лёгких кварков (u, d, s) на сайте Particle Data Group.(ინგლისური)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||