Rykka
| რაიკა | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ქრისტინა მარია რაიდერი |
| აგრეთვე ცნობილი როგორც | Rykka |
| დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1986 |
| დაბ. ადგილი |
ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია |
| ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი |
| საქმიანობა |
მომღერალი კომპოზიტორი |
| აქტიური | 2000-დან დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Little Jig Records • Vissen Records |
| საიტი | rykka.com |
| Rykka ვიკისაწყობში | |
ქრისტინა მარია რაიდერი (ინგლ. Christina Maria Rieder; დ. 13 მარტი 1986, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) ასევე ცნობილია, როგორც Rykka — კანადელ-შვეიცარიელი მომღერალი და კომპოზიტორი ვანკუვერიდან, კანადიდან. ნომინირებული რამდენიმე მუსიკალურ დაჯილდოებაზე კანადაში. წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე სტოკჰოლმში, სიმღერით „The Last of Our Kind“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Rykka დაიბადა 1986 წლის 13 მარტს ვანკუვერში. გიტარის გაკვეთილები 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც გამოვიდა და შეასრულა სიმღერა ადგილობრივი საზოგადოების ფესტივალზე. დაასრულა ორწლიანი პროგრამა ვანკუვერის „Community College“-ში, რის შემდეგ სწავლობდა მომღერლობას პაულა კრემერთან, რომელიც ასევე ცნობილია ვანკუვერში.
2009 წელს Rykka გადავიდა ტორონტოში, სადაც ჩაწერა თავისი მესამე დამოუკიდებელი ალბომი „Straight Line“ „Christina Maria“-ს სახელით. ალბომი დამზადდა რამდენიმე კანადელი პროდიუსერის დახმარებით, როგორიცაა დავით ბაქსტერი, რასელ ბროუმი და სხ.
2010 წელს, მისი ალბომი „Straight Line“ გამოიცა შვეიცარიაში „Jig Records“-ის ავტორობით.[1] Rykka დარჩა და შეასრულა ორივე ქვეყანაში: შვეიცარიასა და გერმანიაში, სპექტაკლით „Sat.1 Frühstücksfernsehen“, ამ დროს გერმანიის ტელეარხს უყურებდა საშუალოდ 1 მილიონი მაყურებელის აუდიტორია.[2] მოგვიანებით ის ნომინირებულ იქნა „DemoTape Clinic“-ის ჯილდოზე „M4Music“-ზე შვეიცარიაში.
2013 წელს, გამოვიდა Rykka მეოთხე სტუდიური ალბომი „Kodiak“, „Vissen Record“-ის გამოცემით კანადაში,[3] რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა შვეიცარიაში. 2013 წელს, მოგვიანებით, მან მოიგო $ 100,000.00 „The Peak Performance Project“-ზე.[4]
Rykka ყოფს თავის დროს ციურიხსა (შვეიცარია) და მის მშობლიურ ვანკუვერს შორის. მისი პაპა შვეიცარიელია.[5]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სახელი | დეტალები |
|---|---|
| Kodiak |
|
სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი | ალბომი |
|---|---|---|
| 2012 | „Map Inside“ | Kodiak |
| „The Brink“ | ||
| 2013 | „Blackie“ | |
| 2014 | „Electric“ | |
| 2015 | „Movies“ | უალბომო სინგლები |
| 2016 | „The Last of Our Kind“ | |
| 2014 | „Never Fade“ (Alex Guesta featuring Rykka) |
უალბომო სინგლები |
| „The Devil“ (The New Black Tea featuring Rykka) | ||
| „Dolls“ (The New Black Tea featuring Rykka) | ||
| „Delirium“ (Zomboy featuring Rykka) |
The Outbreak | |
| 2015 | „Don't You Honey Me“ (Timothy Jaromir featuring Rykka) |
უალბომო სინგლები |
| „Thunder“ (Matierro & Dynastrax featuring Rykka) |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Little Jig Records releases Straight Line (Little Jig Records)"
- ↑ io-clip "Rykka featured on Sat1 (Sat1)"[მკვდარი ბმული]
- ↑ "Vissen Records releases Kodiak in Canada (New Canadian Music)". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-03. ციტირების თარიღი: 2016-03-17.
- ↑ performance-project "Rykka wins the Peak Performance Project 2014 (The Georgia Straight)". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2016-03-17.
- ↑ Rykka mit The Last Of Our Kind. SRF (6 December 2015).