არომატული ხრაშუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Russula xerampelina)
არომატული ხრაშუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  არომატული ხრაშუნა
ლათინური სახელი
Russula xerampelina

არომატული ხრაშუნა (ლათ. Russula xerampelina) — სოკოს სახეობა. ქუდი — 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ძაბრისებრი, ზოლიან-ბორცვებიანი კიდეებით, დასაწყისში ოდნავ ლორწოვანია, შემდეგ კი — მშრალი, სხვადასხვანაირადაა შეფერილი: მოღვინისფრო, წითელი, ყავისფერი, მომწვანო-მურა, მოშავო-მურა, ცენტრში უფრო მუქია, კანი ადვილად სძვრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ — ღია მოყვითალო, ხელით შეხებისას მუქდება.

იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყებეა საჭმელად ახალი და დამწნილებული.

არომატულ ხრაშუნას აქვს რამდენიმე სახესხვაობა, რომლებიც ერთმანეთისაგან შეფერილობით განირჩევიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 206, ISBN 99940-856-1-1.