შინაარსზე გადასვლა

Russula sanguinaria

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Russula sanguinaria

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Russula sanguinaria (Schumach.) Rauschert. (1989)

Russula sanguinaria (წარსულში Russula sanguinea) — სოკოს სახეობა ხრაშუნა სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ავსტრალიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.

არასაჭმელი სოკოა. გემოზე მწარეა და უმი სახით შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში ფიჭვის ქვეშ, იშვიათად სხვა წიწვოვანი ხეების ქვეშ, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა დანიელმა მიკოლოგმა კრისტიან ფრიდრიხ შუმახერმა 1803 წელს როგორც Agaricus sanguinarius.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელოწდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა შტეფან რაუშერტმა 1989 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus integer Vahl, 1790, nom. illeg.
  • Agaricus linnaei var. sanguinarius (Schumach.) Fr., 1815
  • Agaricus sanguinarius Schumach., 1803
  • Agaricus sanguineus Bull., 1781, nom. illeg.
  • Agaricus sanguinolentus J.F.Gmel., 1792
  • Russula sanguinaria (Schumach.) Rauschert, 1989

​ქუდის დიამეტრი — 3,5–10 სმ, თავიდან ამოზნექილია, მოგვიანებით ბრტყელდება. სისხლისფერ-წითელი, ღვინისფერ-წითელი ან იისფერ-წითელი, ხშირად უფერულდება, ძალიან იშვიათად მოთეთროა. კანი რთულად ძვრება ზედაპირს.

​ჰიმენოფორიფირფიტებიანი, ხშირი, ხშირად დატოტვილი და გადახლართული, ოდნავ დაღმავალი ფეხისკენ, თეთრი, შემდეგ კრემისფერი.

​ფეხი — ცილინდრული, გადაბერებულ სოკოებში ზოგჯერ ფუყე, მაგრამ არა ღრუბლისებრი, ღვინისფერ-წითელი ან ვარდისფერი ელფერით, ხშირად უფრო ინტენსიური ქვედა ნაწილში, ასაკთან ერთად ზოგჯერ ყვითლდება.

​რბილობი — მკვრივი, თეთრი, კანქვეშ მოწითალო, ფეხის ძირისკენ ზოგჯერ მოყვითალო, სხვადასხვა ინტენსივობის მძაფრი ან მწარე გემოთი, ფეხში ზოგჯერ მოტკბოც, ხილის სუნით.

​სპორების ფხვნილი — ღია ჟანგმიწისფერი. სპორები 7–10×6–8 მკმ, კვერცხისებრი, მეჭეჭებიანი, ძალიან სუსტად განვითარებული ბადით.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდ არის გავრცელებული ევროპა (მათ შორის საქართველოში), აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აგრეთვე გვხვდება სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.[3]

იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად წიწვოვან და შერეულ ტყეებში. მიკორიზას წარმოქმნის ფიჭვთან, იშვიათად ნაძვთან ან სხვა წიწვოვან სახეობებთან. არ გააჩნია განსაკუთრებული მოთხოვნები ნიადაგის მიმართ. ამგვარად, ის ვითარდება როგორც მშრალ, ისე ტენიან ნიადაგზე, რომელიც შეიძლება იყოს ყავისფერი, ნეიტრალური ან სუსტად მჟავე, ასევე კირქვიანი, ტუტე, კარგად მომარაგებული საკვები ნივთიერებებით. ზოგჯერ ის ტორფის ჭაობიან ადგილებშიც კი გვხვდება.

სეზონიზაფხულიდან შემოდგომამდე.

არასაჭმელი სოკოა.[4] ახასიათებს წიწაკის მწარე გემო.[5][6] მრავალი მსგავსი გემოს მქონე ხრაშუნა სოკოები შხამიანია უმად მიღებისას. სიმპტომები ძირითადად მოიცავს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას: დიარეა, ღებინება და მუცლის კოლიკისებრი სპაზმები. აქტიური ნივთიერება იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მიჩნეულია, რომ იგი შედგება სესკვიტერპენებისგან, რომლებიც გამოყოფილია Russula sardonia-სგან[7] და მონათესავე გვარ რძიანასგან.[8]

მიუხედავად მისი სიმწარისა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მას საჭმელ სოკოდ თვლის, რომელსაც ძირითად ჭამენ უკრაინაში, ჰონგ-კონგსა და ტაილანდში.[9][10]

  • Russula emetica (ქართ. ბღავანა) — აგეთვე იზრდება წიწვოვანი ხეების ქვეშ, გამოირჩევა თითქმის ყოველთვის თეთრი ფერის ფეხით, თეთრი ფირფიტებითა და სპორების ფხვნილით.
  • Russula helodes — იშვიათი სახეობა, რომელიც ძალიან ჰგავს Russula sanguinaria-ს. მისგან განსხვავებით ასაკთან ერთად მისი ფეხი ნაცრისფერდება და უპირატესობას ანიჭებს უფრო ტენიან წიწვოვან ტყეებს, სადაც ტორფის ხავსებია.[11]
  • Russula persicina — გვხვდება ფოთლოვანი ხეების ქვეშ, გამოირჩევა ოდნავ მოვარდისფრო ფეხით. Russula sanguinaria-სგან განსხვავებით კანი ადვილად სცილდება ქუდს და დაზიანებისას რბილობი ყვითლდება.
  • Russula rhodopus — იზრდება მთებში, სოჭის ქვეშ და განსხვავდება მუდმივად პრიალა ქუდით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Christian Friedrich Schumacher: Enumeratio Plantarum, in Partibus Sællandiae Septentrionalis et Orientalis Crescentium. Band 2, 1803, S. 244
  2. Schumacher, Rauschert. Russula sanguinaria. Mycobank (Fungal Nomenclature and Species Databank). ციტირების თარიღი: 2015-07-22.
  3. Russula sanguinea Fr.. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2025.
  4. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 152. ISBN 978-1-55407-651-2. 
  5. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 400-401 - 1, ISBN 3-405-12116-7
  6. Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 74-75, ISBN 978-3-440-13447-4
  7. Andina D. et al. (1980). "Sesquiterpenes from Russula sardonia." Phytochemistry 19: 93–97
  8. Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas — a Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York: WH Freeman and Company, გვ. 369. ISBN 0-7167-2600-9. 
  9. Wild edible fungi sold in local markets en. Food and Agriculture Organization of the United Nations. ციტირების თარიღი: 2010-02-26.
  10. Country records of wild useful fungi en. Food and Agriculture Organization of the United Nations. ციტირების თარიღი: 2010-02-26.
  11. Marcel Bon (Hrsg.): Pareys Buch der Pilze. Franckh-Kosmos Verlag, Stuttgart 2005, ISBN 3-440-09970-9, S. 74.