ჟანგა ხრაშუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Russula ochroleuca)
ჟანგა ხრაშუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  ჟანგა ხრაშუნა
ლათინური სახელი
Russula ochroleuca

ჟანგა ხრაშუნა (ლათ. Russula ochroleuca) — სოკოს სახეობა. ქუდი — 4-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბრტყელი, შემდეგ — ძაბრისებრი, ზედაპირი სადაა, ლორწოვან-წებოვანი, კიდეები ზოლიანი, ჟანგისფერია, იშვიათად — მომწვანო. ფირფიტები სქელია, თეთრი, შემდეგ მოყვითალო ხდება.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება დასამწნილებლად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 203, ISBN 99940-856-1-1.