Russula heterophylla
| Russula heterophylla | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Russula heterophylla (Fr.) Fr., 1838 | |||||||||||||
| |||||||||||||
Russula heterophylla — სოკოს სახეობა ხრაშუნა სოკოების გვარისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას.
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ნორჩი ეგზემპლარები, შემწვარი, მოხარშული, გამხმარი და ძმარში ან ცხიმში დაკონსერვებული. იგი მეტად წააგავს მომაკდვდინებლად შხამიან სახეობა შხამასოკოს. Russula heterophylla იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგმომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus lividus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა შევედმა მიკოლოგმმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 5-12 სმ, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ჩაზნექილი და ფართოდ ძაბრისებრი. ქუდის შეფერილობა მრავალფეროვანია: მწვანე (მოცისფრო-მწვანე, მოყვითალო-მწვანე ან რუხ-მწვანე) ან მოყავისფრო, ზოგჯერ ყვითელი, ცენტრში ზეთისხილისფერი ან მოშავო-ყავისფერი. ქუდის ზედაპირი მშრალია, ჩვეულებრივ (ზოგჯერ ცენტრშიც) ხავერდოვანი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ძალიან ხშირი, ფეხთან ახლოს ხშირად ერთმანეთში გადახლართული, თავდაპირველად ოდნავ დაშვებულია ფეხზე, შემდგომ მასთან ერთად შეზრდილი, ჩანგლისებრი, კრემისფერი, ზოგჯერ მომწვანო-მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო-ყავისფერი ლაქებით.
რბილობი — მკვრივი, თეთრი, ზოგჯერ ჰაერზე ოდნავ ყვითლდება, განსაკუთრებული სუნის გარეშე, თხილის მსგავსი მოტკბო გემოთი. რკინის სულფატზე რეაქცია ვარდისფერია.[1]
ფეხი — ცილინდრული, იშვიათად ქვემოთ შევიწროებული და თითქმის კონუსური, მკვრივი, თეთრი, ნესტიან ამინდში მოყვითალო ლაქებით იფარება.
სპორების ფხვნილი — თეთრი ფერის.[1][2] სპორები — 5-8,5×4-6,5 მკმ, თითქმის სფეროსებრი, ელიფსური ან მსხლისებრი, ეკლიანი, ცუდად განვითარებული ბადით. პილეოცისტიდები თითისტარისებრი, გურზისებრი ან ცილინდრული.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართო არის გავრცელებული ევროპაში.[3] გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკასა[3] და აზიას. აგრეთვე დაფიქსირებულია ცენტრალურ ამერიკასა (პანამა)[4] და ცენტრალურ აფრიკაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).[5] სოკო შეტანილია დანიისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[6]
იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ნათელ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. ექტომიკორიზას წარმოქმნის მუხასთან, წიფელთან, ნაძვთან, იფანთან, ფიჭვთან და ა.შ. უპირატესობას ანიჭებს ქვიშიან ნიადაგს.
სეზონი – ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.[2][7]
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მკვრივი რბილობის, აგრეთვე პიკანტური გემოს წყალობით, იგი მეტად მოთხოვნადი და დაფასებული სოკოა. საჭმელად უმჯობესია ნორჩი ეგზემპლარები (კანგაცლილი), შემწვარი ან მოხარშული სახით. აგრეთვე შესაძლებელია მისი გახმობა და დამარილება, აგრეთვე ზეთში ან ძმარში დაკონსერვება.
ბევრი სახელმძღვანელო ურჩევს გამოუცდელ მესოკოვეებს თავი შეიკავნო მისი შეგროვებისგან, რადგან იგი მეტად წააგავს მომაკვდინებლად შხამიან სახეობა შხამასოკოს.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Agaricus furcatus var. heterophyllus Fr., 1821
- Agaricus galochrous Fr., 1815
- Agaricus heterophyllus (Fr.) Sacc., 1887
- Agaricus lividus Pers., 1801, nom. illeg.
- Russula furcata var. heterophylla (Fr.) P.Kumm., 1871
- Russula galochroa (Fr.) Fr., 1874
- Russula heterophylla f. galochroa (Fr.) Singer, 1923
- Russula heterophylla var. galocroa (Fr.) Gillet, 1876
- Russula heterophylla var. livida Gillet, 1876
- Russula heterophylla var. virginea (Cooke & Massee) A.Pearson & Dennis, 1948
- Russula livida (Gillet) J.Schröt., 1889
- Russula livida var. galochroa (Fr.) J.Schröt., 1889
- Russula livida var. virginea (Cooke & Massee) Melzer & Zvára, 1927
- Russula rigida Velen., 1920
- Russula virentirubens var. rigida (Velen.) Hornicek, 1988
- Russula virginea Cooke & Massee, 1890
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Russula heterophylla“ ვიკისაწყობში.- Russula heterophylla MycoBank-ზე (ინგლისური)
- Russula heterophylla Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Marcel Bon: “Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 56-57, ISBN 978-3-440-13447-4
- 1 2 Bruno Cetto: „I funghi dal vero”, vol. 4, Editura Arte Grafiche Saturnia, Trento 1983, p. 406-407, ISBN 88-85013-25-2
- 1 2 Rogers Mushrooms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-04-05.
- ↑ Russula heterophylla (Fr.) Fr.. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2025.
- ↑ Russula heterophylla (Fr.) Fr.. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2025.
- ↑ Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, s. 604, ISBN 83-89648-09-1.
- ↑ German Josef Krieglsteiner (Hrsg.), Andreas Gminder, Wulfard Winterhoff: Die Großpilze Baden-Württembergs. Band 2: Ständerpilze: Leisten-, Keulen-, Korallen- und Stoppelpilze, Bauchpilze, Röhrlings- und Täublingsartige. Ulmer, Stuttgart 2000, ISBN 3-8001-3531-0, S. 460–462.