Rosalía (მუსიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Rosalía
ინგლ. Rosalia Vila Tobella

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როზალია ვილა ტობელა
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1992 (1992-09-25) (31 წლის)
დაბ. ადგილი Sant Esteve Sesrovires[1] [2] [3]
წარმოშობა Sant Cugat del Vallès, კატალონია, ესპანეთი
ჟანრ(ებ)ი
  • Flamenco pop
  • urbano
  • reggaeton
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2013 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Columbia (ახლანდელი)
  • Universal Spain (ძველი)
ხელმოწერა
საიტი rosalia.com
Rosalía ვიკისაწყობში

როზალია ვილა ტობელა (ინგლ. Rosalia Vila Tobella; დ. 25 სექტემბერი, 1992, Sant Cugat del Vallès, კატალონია, ესპანეთი) — ესპანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.[4][5] დაიბადა და გაიზარდა ბარსელონას გარეუბანში. კრიტიკოსები მუსიკალური სტილის გამო „ატიპიურ პოპ ვარსკვლავს“ უწოდებენ.[6]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზალია დაიბადა 1992 წლის 25 სექტემბერს Sant Cugat del Vallès-ში და გაიზარდა Sant Esteve Sesrovires-ში. როზალიას ჰყავს უფროსი და, პილარ ვილა (დაიბადა 1989 წელს). ის მუშაობს მუსიკოსთან და არის მისი სტილისტი და კრეატიული დირექტორი.[7][8]

როზალია ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა მუსიკით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამარონ დე ლა ისლას მოსმენა დაიწყო. მან მიიღო მუსიკალური განათლება Taller de Músics-ში. მუსიკოსი აკადემიაში ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა მუსიკის თეორიასა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. შემდეგ, მან დაიწყო რავალის სკოლაში სწავლა, მოგვიანებით კი გადავიდა კატალონიის უმაღლესი სამუსიკო სკოლაში. პარალელურად მღეროდა ბარებში.[9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზალიამ 2017 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Los Ángeles“. ალბომი გამოვიდა 2017 წლის 10 თებერვალს, Universal Music-ის საავტორო უფლებების ქვეშ. ალბომში შედის ორი სინგლი, „Catalina", რომელიც გამოვიდა 2016 წლის ოქტომბერში და „De Plata", გამოვიდა 2017 წლის მაისში. მე-18 ლათინური გრემის დაჯილდოებაზე როზალია ნომინირებული იყო საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში.

ამას მოჰყვა მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომი „El Mal Querer“, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. როზალია არ ელოდა ალბომის ასეთ წარმატებას, რადგან მუსიკოსმა ის მუსიკალური კოლეჯის საბაკალავრო ნაშრომისთვის შექმნა. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა და მომღერალს პოპულარობა მოუტანა ალბომის სინგლებმა „Malamente" და „Pienso en tu Mirá".[10]

Rolling Stone-მა ალბომი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.[11][12] El Mal Querer-მა მიიღო ოთხი ლათინური გრემის ნომინაცია, ასევე Latin Billboard Music ჯილდო, ლათინური ამერიკის მუსიკალური ჯილდო და LOS40-ის მუსიკალური ჯილდო. მან მოიპოვა ლათინური გრემი შემდეგ ნომინაციებში: წლის ალბომი, საუკეთესო თანამედროვე პოპ ვოკალური ალბომი, საუკეთესო ინჟინირებული ალბომი და საუკეთესო ჩანაწერისთვის. მან ასევე მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო ლათინური როკის/ურბანული/ ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში.[13]

როზალიამ 2019 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევრები „Con Altura" და „Yo x Ti, Tú x Mí". ორივე კომპოზიციამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და კომერციული წარმატებაც ხვდა წილად.

როზალია Motomami World Tour-ზე.

როზალიამ თავისი რიგით მესამე სტუდიური ალბომი „Motomami“ 2022 წლის 18 მარტს გამოუშვა. გამოსვლისთანავე ალბომმა მოიპოვა საყოველთაო აღიარება კრიტიკოსებისგან. „Motomami“-იმ მიიღო შესანიშნავი შეფასებები და რეცენზიები სხვადასხვა ტაბლოიდებისგან, მათ შორის The Telegraph, The Independent და Variety.

„Motomami“ მოხვდა ოცდაორ ჩარტში ცხრამეტ ქვეყანაში და მიაღწია ტოპ ათს შვიდ ქვეყანაში. ალბომი გავიდა ორმოცდამეათე ადგილზე როგორც გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში, ასევე ბილბორდ 200-ში.

2022 წლის ნოემბერში ლათინური გრემის 23-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Motomami-მ მოიგო ჯილდო ოთხი კატეგორიაში: წლის ალბომი, საუკეთესო ალტერნატიული მუსიკლაური ალბომი, საუკეთესო ინჟინირებული ალბომი და საუკეთესო ჩანაწერი. ამით როზალია გახდა პირველი ქალი მუსიკოსი, რომელმაც ორჯერ მოიგო წლის ალბომის ჯილდო.[14] მან ასევე მიიღო ორი ნომინაცია გრემის 65-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ლათინური როკის ან ალტერნატიული ალბომისთვის და საუკეთესო მუსიკალური ფილმისთვის Motomami Tiktok Live.

როზალიას რეგალიებში შედის ათი ნომერ პირველი სინგლი ესპანეთში. მან ასევე მოიგო ორი გრემის ჯილდო, თერთმეტი ლათინური გრემის ჯილდო (მათ შორის, ორი წლის ალბომი), ოთხი MTV მუსიკალური ვიდეოების ჯილდო, MTV ევროპის მუსიკალური ჯილდო, სამი დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ვიდეოს ჯილდო და ორი Premio Ruido ჯილდო. 2019 წელს ბილბორდმა მას გადასცა ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო. როზალია გახდა ისტორიაში პირველი ესპანელი მომღერალი, რომელიც ნომინირებული იყო გრემიზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში.[15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლიდან როზალია ხვდებოდა ესპანელ რეპერ სი ტანგანას. მათ ერთობლივად დაწერეს რვა კომპოზიცია როზალიას მეორე ალბომისთვის El Mal Querer. ისინი ერთმანეთს 2018 წლის მაისში დაშორდნენ.

2020 წლიდან როზალია ხვდება პუერტორიკელ მომღერალს რაუ ალეხანდროს.[16][17] ისინი ერთად მუშაობდნენ რაუს სადებიუტო სტუდიური ალბომზე Afrodisíaco, რომელიც გამოვიდა 2020 წლის 13 ნოემბერს.[18]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.enciclopedia.cat/gran-enciclopedia-catalana/rosalia
  2. https://elpais.com/quadern/2022-10-07/de-miquel-barcelo-a-rosalia-quaranta-fites-de-la-cultura-catalana-de-quadern.html
  3. https://www.grammy.com/news/how-rosalia-reinventing-what-it-means-be-global-pop-star
  4. Villanueva, Marc (30 October 2018). „Rosalía, la estrella catalana del flamenco, preguntada tres veces por el procés“. En Blau. ციტირების თარიღი: 10 April 2019.
  5. Cervantes, Xavier (13 February 2017). „Rosalía, una veu per al passat i el futur del flamenc“ [Rosalía, a Voice for the Past and the Future of Flamenco]. Ara (კატალანური). Barcelona. ციტირების თარიღი: 13 June 2018.
  6. Rosalía is unafraid to pull from every corner of the world en. ციტირების თარიღი: 2022-11-15
  7. Álvarez, Isra. (17 March 2022) De rechazada en 'Tú sí que vales' a artista internacional con 9 premios Grammy: así es Rosalía y su biografía es. ციტირების თარიღი: 25 December 2022
  8. „La Rosalía: El Sonido de la Energía, la Libertad y el Amor“. Billboard. 24 February 2020. ციტირების თარიღი: 14 February 2021.
  9. Rosalía Is the Future of Pop Music en. ციტირების თარიღი: 7 November 2021
  10. Rosalía: El Mal Querer review – flamenco-pop star is a formidable new talent en (1 November 2018). ციტირების თარიღი: 15 February 2021
  11. The 200 Best Albums of the 2010s. ციტირების თარიღი: 18 October 2019
  12. Rosalía entra en la lista de los 500 mejores discos de la historia es (24 September 2020). ციტირების თარიღი: 16 February 2021
  13. ROSALÍA en (26 November 2019). ციტირების თარიღი: 27 January 2020
  14. Cobo, Leila (2022-11-17). „Latin Grammys 2022: Jorge Drexler Wins Big, Bad Bunny Follows, Rosalía Nabs Album of the Year“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-11-18.
  15. Brown, Tracy. Rosalía is the first Grammy best new artist nominee recognized for music in Spanish. ციტირების თარიღი: 15 February 2021
  16. Rosalía and Rauw Alejandro's relationship, in their own words (17 November 2022). ციტატა: „Together since 2021“ ციტირების თარიღი: 24 January 2023
  17. Avila, Daniela (28 September 2021). „It's Official! Rauw Alejandro and Rosalía Debut Relationship on Instagram: 'Bliss'. People. ციტირების თარიღი: 24 January 2023.
  18. Lopez, Julyssa (20 January 2022). „How Rauw Alejandro Became Reggaeton’s Singing, Dancing, Feuding, Lingerie-Dodging New Superstar“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2022. ციტირების თარიღი: 24 January 2023.