Radisson Hotels

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Radisson Hotels
ტიპი კომერციული კომპანია
დაფუძნდა 1909
მდებარეობა მინეაპოლისი, აშშ-ის დროშა აშშ
დარგი სასტუმროების ბიზნესი
შვილობილ(ებ)ი Radisson SAS (50 % — Radisson Hotels & Resorts; 50 % — SAS Hotel Investment)
საიტი radisson.com

Radisson Hotels — საერთაშორისო სასტუმროების კომპანია, შვილობილი სტუქტურა Carlson Rezidor Hotel Group, ბრენდების Radisson, Radisson Blu, Radisson RED და Park Inn by Radisson ოპერატორი. პირველი სასტუმრო Radisson აშენდა 1909[1] წელს მინეაპოლისის შტატში, აშშ–ში. სახელი Radisson იყო შერქმეული ფრანგი მკვლევარ პიერ-ესფისტ რადისონის პატივსაცემად[2]. 1962 წელს სასტუმრო შეიძინა კურტ კარლსონმა (1914–1999) და იგი დღემდე მისი კომპანიის მფლობელობაშია.

ამერიკული ჟურნალ „Hotels Magazine“-ის აზრით, 2015 წელს Carlson Rezidor Hotel Group-მა (მინეტონკა, მინესოტა, აშშ) სასტუმროების რაოდენობით მსოფლიოში მე–5 ადგილი დაიკავა (ფლობდა რა სასტუმროებს 87 ქვეყანაში), ისევე, როგორც „HOTELS 325“-ის, რომელშიც იგი მე-13 ადგილზეა მთელ მსოფლიოში ნომრების ფონდის მიხედვით (172234 ნომერი) და მე-17 ადგილზე სასტუმროების რაოდენობის მიხედვით (1092 სასტუმრო). ბრენდი Radisson Blu გლობალური სასტუმროების ბრენდების ნომრების რიცხოვნებით (68270 ნომერი, 287 სასტუმროში) იმყოფება 31-ე ადგილზე.

ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებულ შტატებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Radisson–ის სასტუმროების უმეტესობა განლაგებულია აშშ–ში. კომპანიის შტაბი მდებარეობს მინეაპოლისში,მინესოტას შტატში, სადაც აშენდა Radisson–ის პირველი სასტუმრო. ეს შენობა ასევე წარმოადგენს Carlson Companies-ის შტაბ-ბინას. აშშ-ში სულ არის 359 Radisson-ის სასტუმრო.

საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Radisson Blu Iveria Hotel — ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქ თბილისში, ყოფილი „ინტურისტის“ სასტუმროს ტერიტორიაზე. თავდაპირველი 18-სართულიანი ნაგებობა 1967 წელს არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის მიერ, ი. ცხომელიძის მონაწილეობით აიგო. გასული საუკუნის უკანასკნელ წლებში მან ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე დაკარგა. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ დევნილები იყვნენ ჩასახლებული. 21-ე საუკუნის დასაწყისში შენობა მთავრობამ კომპანია სილკ როუდ ჯგუფს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა სასტუმროს რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანია Radisson-ს მიჰყიდა. 2009 წელს გაიხსნა განახლებული სასტუმრო ახალი სახელწოდებით „რადისონ ბლუ ივერია“. 18-სართულიან შენობაში 248 ოთახია, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტია.

სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Radisson, როგორც ბრენდი, გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც. Radisson უწევს მომსახურებას 158 სასტუმროს ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Radisson About us. Radisson. წაკითხვის თარიღი: 2009-02-22.
  2. Radisson About us. Radisson. წაკითხვის თარიღი: 2009-02-22.