RADIX

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამეცნიერო-კვლევით ცენტრი RADIX დაფუძნდა 2009 წლის 26 აგვისტოს. RADIX-ის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება მედიცინის მეცნიერებების უახლესი მიღწევების შესახებ; ახალგაზრდა მეცნიერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის წახალისება, ხელშეწყობა, რეალიზება და პოპულარიზაცია რეგიონულ, რესპუბლიკის და საერთაშორისო დონეზე; ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრირების ხელშეწყობა; ეფექტიანი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება და კომპეტენციის ამაღლება არაფორმალური განათლების მიდგომების დანერგვისა და პოპულარიზაციის საშუალებით. პროცესში მომავალი მეცნიერების მაქსიმალური ჩართვით, როგორც ორგანიზების და მართვის, ასევე კვლევითი საქმიანობის წახალისების თვალსაზრისით;

საქმიანობის ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX: ეწევა საგანმათებლო - შემეცნებით საქმიანობას ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიულ დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ეწევა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას; თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან; ქმნის ორგანიზაციულ სტრუქტურულ ერთეულს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებთან; ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი არის პრეზიდენტი.

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს. ორგანიზაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის პრეზიდენტს, რომელიც განიხილავს განცხადებას შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა. ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს სართო კრების მუშაობაში; კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში; პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, ორგანიზაციის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, შეიძლება მიღებულ იქნას ორგანიზაციის საპატიო წევრად.

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RADIX-ის პირველი პროექტი 2009 წლის ნოემბრის ბოლოს განხორციელდა. ჩატარდა 4 კონფერენცია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RADIX&oldid=3743348“-დან