Quemmekh

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„Quemmekh“ („ქვემეხი“) — ქართული როკ/მეტალ ჯგუფი. შეიქმნა 2015 წელს თბილისში.[1] ბენდის ამჟამინდელი წევრები არიან სანდრო ქერაული (ვოკალი, გიტარა), ნიკო მოსიაშვილი (ვოკალი, გიტარა), დაჩი დოდაშვილი (ბას-გიტარა) და ვამე ცუცქირიძე (დრამი). ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ირიცხებოდნენ „Bedford falls“-ის დრამერი სანდრო დიასამიძე (ვოკალი, დრამი) და ბას-გიტარისტი გიორგი მიგრიაული (ბას-გიტარა). ჯგუფის ყველაზე პოპულარული სინგლია „ანგელოზები“, რომელიც ბენდმა „დაგდაგანის“ სოლისტ ცოტნე გორგოშაძესთან ერთად ჩაწერა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფმა პირველი ალბომი „ახალი მეფე“ 2017 წელს გამოსცა რომელიც 8 სინგლისგან შედგება, როგორც თავად ბენდი აღწერს ეს ალბომი არის „ჩამოუყალიბებელი,ანარქო-ინდუსტრიული,დაშლილი და მორალურად დაქუცმაცებული, 2017 წლის, დაბალი თვითშეფასების, თბილისის ჟღერადობა მომავლის მაძიებელი ძაღლების,მგლების და ტურებისთვის.“[2] ბენდის მეორე ალბომი 2018 წელს დაწერილი „Gravatas“-ია რომელიც მეტად მძიმე ჟღერადობით გამოირჩევა, ალბომის გარეკანზე მუსიკოსი გოგი ჩაჩანიძე იგივე Kulibaba-ა გამოსახული. 2019 წელს ბენდმა გამოუშვა „ანუბისის ტეტროლოგია“ რომელზეც მხოლოდ ჯგუფის ორმა წევრმა, სანდრო ქერაულმა და ნიკო მოსიაშვილმა იმუშავეს. 2020 წელს კი ახალი ალბომი „ისევ შენ ხარ“გამოუშვა,[1] ამ ალბომის შექმნაში მონაწილეობა ასევე მიიღო ხატია ქინქლაძემ. ბენდს უთანამშრომლია „Bedford Falls“-ის ვოკალისტ დათო ჯიქიასთან რამოდენიმე სიმღერაზე, ასევე ანიმატორ საბა ქარსელაძესთან ერთად კლიპზე სიმღერისთვის „ბოდიში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ხარატიშვილი, პაატა (3 იანვარი, 2020). „მოუსმინეთ: ჯგუფი „ქვემეხი“ ახალ ალბომს „ისევ შენ ხარ“ ავრცელებს“. popmusic.ge. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. https://quemmekh.bandcamp.com/album/new-king
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Quemmekh&oldid=4102485“-დან