შინაარსზე გადასვლა

Pterodroma neglecta

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pterodroma neglecta
ზრდასრული ინდივიდი ფრენისას, ოენო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
გვარი:  Pterodroma
სახეობა:  neglecta
ლათინური სახელი
Pterodroma neglecta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22698027
გავრცელება

Pterodroma neglectaქარიშხალასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე 38 სმ-ია, ხოლო ფრთების გაშლილობა 100 სმ. სახეობა ხასიათდება პოლიმორფიზმით, ცნობილია მისი ღია, მუქი და შუალედური მორფები.[1] იკვებება კალმარებით, თევზითა და სხვა ზღვის ბინადრებით.

Pterodroma neglecta მრავლდება წყნარ ოკეანეში, ლორდ-ჰაუს კუნძულიდან ხუან-ფერნანდესის კუნძულებამდე. ლორდ-ჰაუს კუნძულის დასავლეთით იშვიათად ფიქსირდება; კერმადეკის კუნძულები ერთადერთი ადგილია ახალ ზელანდიაში, სადაც ეს სახეობა მრავლდება, კერძოდ არქიპელაგის შემდეგ კუნძულებზე: ნიუჯენტი, ნეიპირი, მეიერი, დაირელი, ჩრდილოეთ ჩანტერი, მაკოლი, ჰასზარდი და ჩიზმენი. ვირთხებისა და კატების მხრიდან მტაცებლობის გამო, იგი აღარ მრავლდება კუნძულ რაულზე, სადაც 1908 წლის მონაცემებით მისი პოპულაცია დაახლოებით 500,000 ინდივიდს შეადგენდა.

მისი ორი ქვესახეობიდან უფრო დიდი, P. n. juana, ასევე მრავლდება მავრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ რაუნდზე, სადაც შესაძლოა ზოგჯერ ტრინიდადულ ქარიშხალასთან. სახეობა შემთხვევითი სტუმარია ჰავაიზე, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მიიჩნევა, რომ ისინი პოლუსებისკენ ოკეანის ზედაპირის საშუალოზე მაღალი ტემპერატურის საპასუხოდ გადაადგილდებიან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალური დათბობის გამო ფრინველმა შესაძლოა კვების არეალი გააფართოოს.[2] ინფორმაცია აშშ-ის შტატებშიდა გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული მოხეტიალე ინდივიდების შესახებ საეჭვოდ მიიჩნევა.[3]

Pterodroma neglecta სახეობა მონოგამურია და ყოველწლიურად ერთ ბარტყს ზრდის, რომელიც დამოუკიდებელი 100–130 დღეში ხდება. Pterodroma neglecta — უჩვეულოა გამრავლების პერიოდების დიდი დიაპაზონით. სხვადასხვა კოლონია ბუდობს ოქტომბრიდან-თებერვლამდე ან თებერვლიდან-მარტამდე.[4]

ავსტრალიური პოპულაციის რაოდენობა კვლავ დაბალია, რაც ნაწილობრივ განპირობებულია კუნძულ ფილიპზე — Porphyrio porphyrio -ს მიერ კვერცხებისა და ბარტყების განადგურებით.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kermadec Petrel at bishopmuseum.org (retrieved 8 July 2008)
  2. Gorta, Simon B. Z.; Allen, Peter; Kingsford, Richard T.; Berryman, Alex J.; Davies, Jeff; Roderick, Mick; Clarke, Rohan H. (January 30, 2026). „Environmental drivers of gadfly petrel vagrancy in the Southwest Pacific“. Ibis (ინგლისური). 168 (2): 616–632. doi:10.1111/ibi.70027. ISSN 0019-1019.
  3. Should Kermadec Petrel be on the British List? (retrieved 8 July 2013)
  4. New Zealand birds online (retrieved 8 July 2013)
  5. (2021) The Action Plan for Australian Birds 2020. Clayton South, VIC: CSIRO Publishing, გვ. 169–172. ISBN 978-1-4863-1190-3.