თეთრი ცრუმანჭკვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Psathyrella candolleana)
თეთრი ცრუმანჭკვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფსათირელასებრნი
გვარი:  ფსათირელა
სახეობა:  თეთრი ცრუმანჭკვალა
ლათინური სახელი
Psathyrella candolleana (Fr.) Maire, 1913

თეთრი ცრუმანჭკვალა (ლათ. Psathyrella candolleana) — სოკოს სახეობა ფსათირელასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპა, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

სოკოს საკვებად ვარგისიანობა საკამათოა, წყაროების უმეტესობა მას არასაჭმელ სოკოდ თვლის, ზოგიერთი პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, რომელიც საგულდაგულოდ მომზადებას საჭიროებს.

სოკო 1818 წელს პირველად აღწერა ელიას მაგნუს ფრისმა როგორც Agaricus candolleanus. მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა ფრანგმა მიკოლოგმა რენე შარლ მერიმ (1913). სპეციფიკური ეფითეტი „candolleana“ ეწოდა შვეიცარიელი ბოტანიკოსის ოგიუსტ პირამის დეკანდოლის საპატივცემულოდ.[1]

სეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus violaceolamellatus DC. basionym
  • Drosophila candolleana (Fr.) Romagn., 1886
  • Hypholoma candolleanum (Fr.) Quél., 1872
  • Agaricus candolleanus Fr., 1818
  • Psathyra candolleanus (Fr.) Bertrand, 1901

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ზარისებრი ან ფართოკონუსური, რამდენამდმე ბრტყელი, მომრგვალო ბორცვაკით, რადიალურად დანაოჭებული. ტალღოვან-დაკლაკნილი, კიდეებთან ხშირად დამსკდარია. დაფარულია წვრილი ქერცლებით, რომელიც სწრაფად ქვრება. მომურო ან ყვითელ-ყავისფერი. ქუდი სწრაფად შრება და იღებს მოყვითალო ან კრემისფერ-თეთრ, მქრქალ ფერს, განსაკუთრებით კიდეებთან. გამომშრალი ქუდი მეტად მყიფეა.

რბილობი — თხელი, თეთრი, მყიფე, სუსტი ხილის სუნითა და სასიამოვნო გემოთი.[2][3]

ფეხის სიგრძე — 4-10 სმ-მდე, სისქე — 05-08 სმ-მდე, ძირში გასქელებული, ზოგჯერ გააჩნია ფესვისებრი დანამატი. მყიფეა, ზედაპირი თეთრი ან კრემისფერი, გლუვი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, შეზრდილი, ხშირი, ვიწრო, მოთეთრო ან ნაცრისფერ-იისფერი, შემდეგ მუქი-ყავისფერი, ძოწისფერი, უფრო ღია ფერის კიდეებით.[4]

საბურველის ნარჩენები შეიმჩნევა ნორჩი ეგზემპლარების ქუდის კიდეებთან. საყელო არ გააჩნია.

სპორების მტვერი — ყავისფერ-იისფერი, სპორები — 6-9×3,5-5,5 მკმ, ოვალურ-ელიფსისებრი.

ჰეილოცისტიდები — ბოთლისებრი ან გურზისებრი, გამობერილი, მრავალრიცხოვანი, ხშირად კონებად, 12×44 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად[5] დამპალ ხეებზე, ჯირკებზე ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ბაღებში, პარკებში, საძოვრებზე და მდელოებზე, ზოგჯერ ცოცხალ ხეებზე. ხშირად ისე ჩანს, თითქოს სოკო იზრდება ნიადაგზე, სინამდვილეში იგი მიწაში ჩაფლული მერქანიდან ამოდის. უპირატესობას ანიჭებს თიხიან, ნეიტრალურ ან ოდნავ ტუტე ნიადაგს.

აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს კანარის კუნძულებსაც.[6]

სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკოს საკვებად ვარგისიანობა საკამათოა, წყაროების უმეტესობა მას არასაჭმელ სოკოდ თვლის, ზოგიერთი პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, რომელიც საგულდაგულოდ მომზადებას საჭიროებს. გარდა ამისა, რთულია მისი გარჩევა სხვა მონათესავე შხამიანი სახეობებისაგან, ამიტომაც მისი შეგროვება გამოუცდელი მესოკოვებიისთვის რეკომენდირებული არაა.

სოკოს გააჩნია ანტიბაქტერიული[7] და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.[8]

მეცნიერთა გარკვეული ნაწილის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სოკო შესაძლოა შეიცავდეს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.[9][10][11]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Evenson VS. (1997). Mushrooms of Colorado and the Southern Rocky Mountains. Big Earth Publishing, გვ. 136. ISBN 978-1-56579-192-3. 
  2. Bruno Cetto: “I funghi dal vero”, vol. 7, Editura Arte Grafiche Saturnia, Trento 1993, p. 142-143, ISBN 88-85013-57-0 (editat postum)
  3. Hans E. Laux: «Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, стр. 302-303, ISBN 978-3-440-14530-2.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 169, ISBN 99940-856-1-1.
  5. Andreas Gminder (2008). Atlas grzybów jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. ISBN 978-83-258-0588-3. 
  6. Psathyrella candolleana. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-12-16.
  7. B. Coletto, M. Ausilia, P. Lelli: Antibiotic activity in Basidiomycetes. XII. Antibacterial and antifungal activity of 32 new strains. In: Allionia. Band 36, 1999, ISSN 0065-6429, S. 89–92 (ინგლისური)
  8. S. Ohtsuka, S. Ueno, C. Yoshikumi, F. Hirose, Y. Ohmura, T. Wada, T. Fujii, E. Takahashi: Polysaccharides having an anticarcinogenic effect and a method of producing them from species of Basidiomycetes. UK-Patent 1331513, 26. September 1973.
  9. Yutaka Koike, Kohko Wada, Genjiro Kusano, Shigeo Nozoe, Kazumasa Yokoyama: Isolation of Psilocybin From Psilocybe argentipes and Its Determination in Specimens of Some Mushrooms. In: Journal of Natural Products. Band 44, Nr. 3, Mai 1981, ISSN 0163-3864, S. 362–365, doi:10.1021/np50015a023 (ინგლისური).
  10. Jochen Gartz. 1986
  11. E. Ohenoja, J. Jokiranta, T. Mäkinen, A. Kaikkonen, M. M. Airaksinen: The Occurrence of psilocybin and psilocin in Finnish fungi. In: Journal of natural products. Band 50, 4 (Juli/August), Juli 1987, S. 741–744, doi:10.1021/np50052a030 (ინგლისური)