ჭვინტაკასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Prunellidae)
ჭვინტაკასებრნი
ტყის ჭვინტაკა
ტყის ჭვინტაკა (Prunella modularis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ჭვინტაკასებრნი
ლათინური სახელი
Prunellidae

ჭვინტაკასებრნი (ლათ. Prunellidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის (Prunella და Laiscopus) 12 სახეობას. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 2: ალპური ჭვინტაკა (Laiscopus collaris) და ტყის ჭვინტაკა (Prunella modularis). პირველი ბინადრობს ქვა-ღორღიანსა და კლდეებში — ალპურ სარტყელში, მეორე — ხშირბუჩქნარიან ტყეებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილ-წვრილი უხერხემლოებით, კენკრით, თესლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]