ალპური ჭვინტაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Prunella collaris)
ალპური ჭვინტაკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Prunella collaris
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22718617

ალპური ჭვინტაკა (ლათ. Prunella collaris) — ფრინველი ჭვინტაკასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე დაახლოებით 15-18 სმ, წონა 40 გ. გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში. აღმოსავლეთი მიმართულებით იაპონიამდე გვხვდება. ბინადრობს ალპების, კარპატებისა და სუდეტების მაღალმთიანეთში, ტყის საზღვრის ზევით, ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1500-3000 მეტრამდე. იკვებება მწერებით, ობობებით, მცენარეთა სხვადასხვა მარცვლებითა და სხვა. ბუდობს კლდეებზე. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 8 წელი. გვხვდება საქართველოშიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]