2004 წლის ევროპული ტურნეს დროს ედინბურგში ჯგუფმა გაიცნო ბრიტანელი ფოლკის მომღერალი ვაშტი ბანიანი. საბოლოოდ ბანიანმა ჩაწერა ვოკალი ყველა სიმღერისთვის, Baleen Sample-ის გარდა. Avey Tare, Panda Bear და Deakin მთელი EP-ის ჩაწერაში მონაწილეობდნენ. Geologist-ი კი, რომელიც ვერ წავიდა ტურნეზე სამსახურის გამო, მხოლოდ Baleen Sample-ზეა. პირველი ორი სიმღერა არის ნარჩენები Sung Tongs-ის სესიებიდან, თავიდან ჩაწერილი ბანიანთან ერთად. სამი სიმღერის ჩასაწერად მათ სამი დღე ჰქონდათ.[8]
ალბომის გამოსვლის შემდეგ FatCat Records-მა კონტრაქტი გააფორმა ვაშტი ბანიანთან, რომელმაც ჩაწერა და გამოსცა თავისი მეორე სტუდიური ალბომი, Lookaftering, ოცდათხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ.