Pro Evolution Soccer 2013

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pro Evolution Soccer 2013
დეველოპერ(ებ)ი Konami
გამომცემელი Konami
პლატფორმ(ებ)ი Xbox 360, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation, PlayStation Portable, Microsoft Windows, Wii, Nintendo 3DS
გამოსვლის თარიღი 20 სექტემბერი, 2012
ჟანრ(ებ)ი სპორტული ვიდეო თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
საიტი ოფიციალაური საიტი

Pro Evolution Soccer 2013, უფრო ცნობილი როგორც PES 2013სპორტული ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Konami-მ. გამოვიდა 2012 წლის 20 სექტემბერს შემდეგი პლატფორმებისათის: Xbox 360, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation Portable, Microsoft Windows, Wii, Nintendo 3DS. „PES 2013“ არის წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებული და გამოირჩევა მოქმედებების რეალურობით. თამაშის გარეკანზე გამოსახულია პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. თამაშის წინა სერია იყო „Pro Evolution Soccer 2012“, ხოლო მომდევნო — „Pro Evolution Soccer 2014“.

თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PS3-ის ვერსია ფლობს 82/100,[1] X360-ის ვერსია — 82/100,[2] PC ვერსია — 80/100,[3] Wii-ის ვერსია — 60/100.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pro Evolution Soccer 2013 for PlayStation 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: April 26, 2015.
  2. Pro Evolution Soccer 2013 for Xbox 360 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: April 26, 2015.
  3. Pro Evolution Soccer 2013 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: April 26, 2015.
  4. Pro Evolution Soccer 2013 for Wii Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: April 26, 2015.