Pride & Glory (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pride and Glory
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Lynyrd Skynhead
წარმოშობა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
აქტიური 1991–1994
ლეიბლ(ებ)ი Geffen Records
Spitfire Records
ყოფილი წევრები ზაკ უაილდი
ჯეიმზ ლომენცო
გრეგ დეანჯელო
ბრაიან ტიჩი
ჯონ დესერვიო
საიტი www.zakkwylde.com

Pride and Gloryმეტალ-ჯგუფი, რომელიც Black Label Society-ს სოლისტმა ზაკ უაილდმა ჩამოაყალიბა .ეს უაილდის პირველი დამოუკიდებლად შექმნილი პროექტი იყო, რომელიც შექმნა მანამ, სანამ 1996 წელს ალბომ - Book of Shadows გამოუშვებდა. ამის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Black Label Society რაც მის ამჟამინდელ ჯგუფად რჩება.

Pride & Glory შეიქმნა 1991 წელს, როდესაც მოეწყო ოზი ოსბორნის, იმ დროისთვის უკანასკნელი საალბომო ტური No More Tears. თავდაპირველად ჯგუფს ერქვა „Lynyrd Skynhead“, და მისი წევრები იყვნენ ბასისტი ჯეიმზ ლომენცო და დრამერი გრეგ დეანჯელო, ორივე იყვნენ ჯგუფ White Lion-ის (თეთრი ლომი) წევრები.

1994 წლის დასაწყისში დეანჯელო შეცვალა ბრაიან ტიჩიმ, ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როცა ჯგუფმა სახელი შეიცვალა და Pride & Glory დაირქვა . ამავე წლის მაისში მათ გამოუშვეს თავისი სადებიუტო და ამასთან ერთადერთი ალბომი ხმის ჩამწერ სტუდია Geffen Records-ში. ივნისში, ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იმ დროისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როკ-ფესრივალში Monsters of Rock, ინგლისში. 1994 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა მოაწყო ტურნე იაპონიაში და 3 დღით ადრე სანამ აშშ-ში გაემგზავრებოდნენ ლომენცომ ჯგუფი დატოვა. უაილდმა ჯეიმზი თავისი დიდი ხნის მეგობარ ჯონ დესერვიოთი ჩაანაცვლა. ჯგუფმა უკანასკნელი კონცერტი ლოს-ანჯელესში, 1994 წლის 10 დეკემბერს გამართა, ამ კონცერტში მონაწილეობდნენ გიტარისტები ცნობილი როკ-ჯგუფებიდან, როგორიცაა Guns N' Roses და Velvet Revolver. მათ ჯგუფთან ერთად შეასრულეს ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერები - „Voodoo Child“ და „Red House“.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ჩანაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]