Pol Roger

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pol Roger
ღვინის რეგიონი შამპანი
გაშენებული ჰექტარი 87 ჰექტარი
ქეისი/წელი 110,000
ცნობილია ამისთვის Cuvée Sir Winston Churchill (პრესტიჟული)
Brut Vintage (მეორე)
Rosé Vintage (მესამე)
Non-vintage: Pure Brut, Brut Réserve and Rich
ვებგვერდი polroger.com
პოლ როჟეს შენობა შამპანურის გამზირზე, ეპერნეში
პოლ როჟეს შამპანურის ბოთლები (1921, 1928 და 1945 წწ.)

Pol Roger (პოლ როჟე) — შამპანურის მწარმოებელი ფრანგული კომპანია. ბრენდს დღემდე ფლობენ და მართავენ პოლ როჟეს შთამომავლები. შამპანურის რეგიონის ქალაქ ეპერნეში მდებარე შამპანურის სახლი ყოველწლიურად აწარმოებს შამპანის დაახლოებით 110 000 კოლოფს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ როჟეს მამა, რომელიც პროფესიით ნოტარიუსი იყო, გარდაიცვალა 1849 წელს, როდესაც ახალგაზრდა პოლი 18 წლის იყო. თავდაპირველად ის იძულებული გახდა შამპანურით საბითუმო ვაჭრობით დაკავებულიყო ქალაქ აიში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მაგრამ მალე მან დააარსა საკუთარი ღვინის ქარხანა. ორი წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ეპერნეში გადავიდა, სადაც მისი ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. პოლ როჟე გარდაიცვალა 1899 წელს და ბიზნესი მის ორ ვაჟს გადაეცა. მორისი პასუხისმგებელი იყო კომერციულ საქმიანობაზე, ჟორჟი კი ღვინის წარმოებით იყო დაკავებული. ერთი წლის შემდეგ საწარმოს შენობა და მარანი ჩამოინგრა. დაკარგული მარაგების აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდა.

1900 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ დადებითად უპასუხა ძმების თხოვნას, რომ მამის სახელი გამოეყენებინათ მათი ხსოვნის გასამყარებლად. მას შემდეგ ოჯახის წევრებს აქვთ გვარი პოლ-როჟე (ფრანგ. Pol-Roger).

პოლ როჟეს სახლის მფლობელები არიან დიდი ღვინის ოჯახების ასოციაციის (ლათ. Primum Familiæ Vini) წევრები. ამ ასოციაციაში შედიან ღვინის სახლების დამფუძნებლების შთამომავლები, რომლებმაც კონტროლი შეინარჩუნეს თავიანთ საწარმოებზე დღემდე.

შამპანურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის პრესტიჟული ეტიკეტი არის ვინტაჟური Cuvée სერ უინსტონ ჩერჩილი . ჩერჩილი ხშირად იმეორებდა ნაპოლეონის სიტყვებს შამპანურზე: „გამარჯვებით დაიმსახურე. დამარცხებისას, გჭირდება!“ ისინი ასევე აწარმოებენ სამ არავინტაჟურ კუვეს, Pure Brut (შაქრის გარეშე), Brut Réserve და Rich (ტკბილი), ისევე როგორც სამ სხვა ვინტაჟურ ღვინოს: Brut Vintage, Blanc de blancs და Rosé Vintage.[1][2]

Pol Roger Brut Vintage ჩვეულებრივ არის 40% შარდონეს და 60% პინო ნუარის ნაზავი, თუმცა ეს შეიძლება განსხვავდებოდეს.[3]

Curée Sir Winston Churchill[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ როჟე სერ უინსტონ ჩერჩილის საყვარელი შამპანური იყო 1908 წლიდან.[4] 1965 წელს, როდესაც ჩერჩილი გარდაიცვალა, ბრიტანეთში გასაგზავნი შამპანურის, Brut NV-ს ყველა ბოთლს, კომპანიამ სამგლოვიარო შავი ეტიკეტი გაუკეთა. კომპანიის მფლობელი, მადამ ოდეტა პოლ-როჟე, რომელსაც ჩერჩილი 1944 წელს პარიზში ბრიტანეთის საელჩოში გამართულ წვეულებაზე დაუმეგობრდა, თითქმის 21 წლის შემდეგ მის დაკრძალვას დაესწრო.[5]

Curée Sir Winston Churchill[1] პირველად 1984 წელს დაამზადეს 1975 წლის პინო ნუარის მოსავლისგან. შემდეგ წლებში პრესტიჟული Cuvée Sir Winston Churchill 1979, 1982, 1985, 1986, 1988, 1990, 1993, 1995, 1996, 1998, 1999, 2000, 2002, 2004, 2006, 2008, 2009 და 2012 წლების მოსავლისაგან მზადდებოდა.[6] ეს cuvée მინიმუმ ათ წლიანი დაძველებით გამოდის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 K. Gargett, P. Forrestal, & C. Fallis The Encyclopedic Atlas of Wine pg 166 Global Book Publishing 2004 ISBN 1-74048-050-3
  2. Champagne Pol Roger. PolRoger.com. ციტირების თარიღი: 2012-01-13.
  3. Pol Roger. Wine Doctor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 2012-01-13.
  4. The Telegraph, Odette Pol-Roger (obituary), 30 December 2000.
  5. Pol Roger and Winston Churchill. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-08. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
  6. Pol Roger: Cuvée Sir Winston Churchill Brut Millesime 2008. ციტირების თარიღი: 2018-12-03.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pol_Roger&oldid=4539139“-დან