Pošta Crne Gore

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომპანიის საფოსტო განყოფილება კოტორში.

Pošta Crne Goreმონტენეგროს ეროვნული საფოსტო სამსახური. დაარსდა 1998 წელს და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს საფოსტო, სატელეფონო და სატელეგრაფო კომუნიკაციების სფეროში.

სახალხო ფოსტა მონტენეგროში დაარსდა 1841 წელს. პირველი საფოსტო მარკა კი გამოუშვეს 1874 წელს. მონტენეგრო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი გახდა 2006 წლის 26 ივლისს[1].

1998 წლის 31 დეკემბერს მონტენეგროს საფოსტო-სატელეგრაფო-სატელეფონო სამსახური გაიყო ორ ნაწილად: ტელეკომუნიკაციის სფეროში მუშაობა დაიწყო Crnogorski Telekom-მა, ხოლო საფოსტო სფეროში Pošta Crne Gore-მ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kratki istorijat poštanskog saobraćaja u Crnoj Gori. Istorijat. Pošta Crne Gore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-05-24.