PlayStation

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან PlayStation (ოჯახი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Gobrona.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2018 წლის 16 აპრილი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

PlayStation
PlayStation logo.svg
პროდუქტის ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი (სახლის, პორტატიული და მიკროკონსოლი)
მფლობელი Sony Interactive Entertainment
ქვეყანა იაპონია
შეყვანილი 3 დეკემბერი 1994; 23 წლის წინ (1994-12-03)
ბაზრები მსოფლიო
საიტი playstation.com

PlayStation (იაპონ. プレイステーション აბრევიატურა PS?) — სათამაშო სავაჭრო მარკა, რომელიც მოიცავს ოთხ სახლის ვიდეო თამაშების კონსოლს, ისევე როგორც ონლაინ სერვისს, კონტროლერების ხაზს, პორტატიულ მოწყობილობებს, ტელეფონსა და რამდენიმე სახის ჟურნალს. დაარსებიდან დღემდე ქმნის და ფლობს Sony Interactive Entertainment.

კომპანიამ პირველი კონსოლი, სახელწოდებით PlayStation, გამოსცა 1994 წლის 3 დეკემბერს იაპონიაში. ის იქცა პირველ კონსოლად, რომელიც გამოსვლიდან 9 წლისა და 6 თვის შემდეგ გაიყიდა 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით, ხოლო სერიის რიგით მეორე კონსოლი PlayStation 2 გახდა (გამოსული 2000 წელს) ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სახლის კონსოლად 155 მილიონი ასლით. Sony-ს მომდევნო კონსოლი PlayStation 3 გამოვიდა 2006 წელს. 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით მისი გაყიდვები 80 მილიონს აღემატება. კომპანიის უახლესი კონსოლია PlayStation 4, გამოცემული 2013 წლის ნოემბერში, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაიყიდა 1 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ისტორიაში.

PlayStation სერიის პირველი პორტატიული სათამაშო კონსოლი PlayStation Portable 2013 წლის ნოემბერის მონაცემით (PSP) გაიყიდა 80 მილიონი ასლის რაოდენობით, ხოლო 2011 წლის 17 დეკემბერს გამოსული მისი მემკვიდრის, PlayStation Vita-ს გაყიდვები 2017 წლის მონაცემით 15 მილიონ ეგზემპლარს აღემატება.[1] PlayStation-ის სერიის ერთადერთი მიკროკონსოლია PlayStation TV, რომელიც PlayStation Vita-ს არაპორტატიული ვარიანტია. PlayStation სერიის ფარგლებში, აგრეთვე გამოცემულია სხვადასხვა სახის აპარატურა, მათ შორის არის PSX - ციფრული ვიდეოჩამწერი და ვიდეო თამაშის კონსოლი, თუმცა მისი წარმოება მალევე შეწყდა მაღალი ფასიდან გამომდინარე. PlayStation-ის კონსოლები ძირითადად გამოიყენებენ DualShock-ის სათამაშო კონტროლერების სერიას, რომელიც წარმოადგენს ვიბრაციული უკუკავშირის გეიმპადების ხაზს, რომელთა გაყიდვები 2008 წლის ივნისის მონაცემით მოიცავს 28 მილიონ ასლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PlayStation Vita's Rebirth as a Boutique Platform. წაკითხვის თარიღი: July 7, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PlayStation&oldid=3480400“-დან