შინაარსზე გადასვლა

Pierce The Veil

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pierce The Veil (2017)

Pierce the Veil — ამერიკული როკ ბენდი, შეიქმნა სან დიეგოში, კალიფორნიაში, 2006 წელს. ბენდი შეიქმნა ორი ძმის, მაიკ და ვიკ ფუენტესის მიერ, ბენდ Before Today-ს დაშლის შემდეგ. ჰაიმი პრესიადო (ბასისტი) და ტონი პერი (გიტარისტი)  ჯგუფს 2007 წელს შეუერთდნენ.

ბენდს, Pierce the Veil, გამოშვებული აქვს 5 სტუდიო ალბომი და პირველის (A Flair for the Dramatic) გამოშვების შემდეგ, 2007 წელს, უკვე მსოფლიო ტურებზეც გავიდნენ. ბენდმა მეორე სტუდიო ალბომი 2010 წელს გამოუშვა, სახელით Selfish Machines. მესამე ალბომი, Collide with the Sky, გამოიცა 2012 წელს, და ის ბენდის პირველი ალბომია Fearless Records მიერ. მასში გვხვდება პირველი ჰიტ სინგლი "King for a Day". ალბომმა სადებიუტოდ აშშ-ს ბილბორდ 200-ის ჩარტებში მე-12 ადგილი დაიკავა. ბენდის მეოთხე ალბომი, Misadventures, გამოიცა 2016 წლის 13 მაისს; შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2023 წლის 10 თებერვალს, მეხუთე ალბომი-The Jaws of Life.

Pierce the Veil-ის მუსიკალური სტილი ზოგადად შეფასებულია, როგორც პოსტ-ჰარდქორის, პოპ-პანკის, ემოციური ჰარდქორის და ექსპერიმენტული როკის მიქსი.

ბენდის სადებიუტო ალბომი, A Flair for the Dramatic, მოიცავს ჟანრებს: emo, screamo და პროგრესიული როკი. გერმანული მუსიკალური ჟურნალის მიხედვით, ინტრო და კომპოზიციები ამ ალბომში ,,კომპლექსურია“ და შედარებულია ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა Sparta და And You Will Know Us by the Trail of Dead and partly even to Queen.

მათი მეორე ალბომი, Selfish Machines, ნაწილობრივ შთაგონებულია პანკ მუსიკით და ადარებენ ბენდებს-Emarosa, Chiodos, The Used და Alesana. ბენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა გაზეთისგან, “The Morning Call”, მეტალის და ჰარდქორ პანკის, პოპ-მუსიკისთვის დამახასიათებელ მელოდიებთან შერწყმისთვის. მათი მესამე ალბომი, Collide with the Sky, მოწონებით სარგებლობს, ალბომში გამოყენებული პროგრესული როკის ელემენტების გამო. მათი მეოთხე ალბომი, Misadventures, მეტად პოპ და პოპ-პანკ ჟანრებისკენ იხრება. ალბომს ადარებენ ბენდებს- Atreyu, My Chemical Romance და Panic! at the Disco. ვიკ ფუენტესის ვოკალი  კი ემსგავსება Claudio Sanchez-ის (Coheed and Cambria) ვოკალს.

ტერმინი- "mexicore" ხშირად უკავშირდება ბენდს, მისი ესპანური მუსიკის ელემენტებისთვის მსგავსებისას.  ვიკ ფუენტესმა Alternative Press-თან ინტერვიუში განაცხადა რომ ბენდი ყოველთვის ცდილობს „ლათინური გავლენა სულ მცირე ყველა სიმღერაში შემოიტანოს“. ფუენტესი ტერმინს “mexicore” ახასიათებს როგორც „ესპანური გრძნობით გაჯერებულ მძიმე მუსიკას“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Pierce_The_Veil“-დან