შინაარსზე გადასვლა

Penelopina nigra

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Penelopina nigra
male
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
გვარი:  Penelopina
სახეობა:  Penelopina nigra
ლათინური სახელი
Penelopina nigra
ავტორი
(Fraser, 1852)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22678449
გავრცელება

Penelopina nigra — ფრინველის სახეობა კრაქსისებრთა ოჯახისა. იგი გავრცელებულია სალვადორის, გვატემალის, ჰონდურასის, სამხრეთ მექსიკისა და ნიკარაგუის მთიანეთში.[1] მისი ბუნებრივი ჰაბიტატი სუბტროპიკული ან ტროპიკული ნოტიო მთის ტყეებია. ბოლო პერიოდში მისი პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა: 1994 წელს იგი ნაკლები საფრთხის მქონე სახეობად იყო მიჩნეული, 2000 წელს სტატუსი აუმაღლდა საფრთხესთან ახლოს მყოფამდე, ხოლო 2007 წელს, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ იმაზე ნაკლებად იყო გავრცელებული, ვიდრე მანამდე ეგონათ, IUCN-ის წითელ ნუსხაში მიენიჭა მოწყვლადი სახეობის სტატუსი.[2]

მამრი (ლურჯი-შავი) და მდედრი (ყავისფერი)

Penelopina nigra — სიგრძეში 590-დან 650 მმ-მდე იზრდება. მამრის ბუმბული შავია, ზედა ნაწილი მწვანე ან ლურჯი ელფერით პრიალებს, ქვედა ნაწილი კი შედარებით მქრქალია. თვალის ფერადი გარსი მოწითალო-ყავისფერია, ხოლო თვალის ირგვლივ და უკან არსებული შიშველი კანი მოწითალო-ყავისფერი ან მეწამულია. ნისკარტი, ყელის შიშველი კანი, დიდი ხორცოვანი გამონაზარდი („ბიბილო“), ფეხები და თათები მოწითალო-ნარინჯისფერია. ამის საპირისპიროდ, მდედრი შავია, ძლიერ დახალული და ზოლიანი მოწითალო-ყავისფერი და დარიჩინისფერი ფერებით; მას აქვს წითელი ნისკარტი და ნისკარტის ირგვლივ არსებული შიშველი კანი, ხოლო თვალის ირგვლივ მეწამული შიშველი კანი.[3]

Penelope niger-ის სამი სახეობა ინახება ლივერპულის ეროვნული მუზეუმების კოლექციაში, მსოფლიო მუზეუმში, საინვენტარო ნომრებით: D484 , D484a და D484b. ეგზემპლარები ლივერპულის ეროვნულ კოლექციაში მოხვდა დერბის მე-13 გრაფის კოლექციიდან, რომელიც 1851 წელს ლივერპულის მოსახლეობას ანდერძით გადაეცა. D484 და D484a შეძენილი იყო მეს. ლიდბიტერისგან 1843 წლის სექტემბერში, ხოლო D484b მოკვდა ნოუსლი ჰოლის მენეჟერიაში 1850 წლის 5 აგვისტოს.

გავრცელება და ჰაბიტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Penelopina nigra — გვხვდება ცენტრალური ამერიკის მთის ქედების ორივე მხარეს. მექსიკაში იშვიათია, თუმცა ზომიერი რაოდენობითაა წარმოდგენილი ელ-ტრიუნფოს ბიოსფერულ ნაკრძალში. იგი ასევე გავრცელებულია გვატემალის ზოგიერთ რაიონში, მაგრამ უფრო იშვიათია ჰონდურასში, ჩრდილო-ცენტრალურ ნიკარაგუასა და სალვადორში; სალვადორში შესაძლოა გადაშენებულიც იყოს. მისი ჰაბიტატია ნოტიო ფართოფოთლოვანი მთის ტყეები, ძირითადად ნისლიანი ტყეები და ცენტრალური ამერიკის ფიჭვნარ-მუხნარი ტყეები, თუმცა შეიმჩნევა მეორეულ ტყეებსა და პლანტაციებშიც. ფრინველი საკვებს მოიპოვებს როგორც ხეებზე, ისე მიწაზე,ჩამოცვენილ ფოთლებში.

ითვლება, რომ Penelopina nigra - ს პოპულაცია მცირდება. ძირითადი საფრთხეები, რომელთა წინაშეც სახეობა დგას, არის ტყის ჰაბიტატის განადგურება და საკვებად გამოყენების მიზნით მასზე ნადირობა. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირმა მის საკონსერვაციო სტატუსს მიანიჭა „მოწყვლადის“ კატეგორია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (2006) რედ. Brooks, Daniel M.: Conserving Cracids: The most Threatened Family of Birds in the Americas. Houston Museum of Natural Science. ISBN 0-9668278-2-1. 
  2. See BirdLife International (2004, 2007a,b).
  3. Blake, Emmet Reid (1977). Manual of Neotropical Birds. University of Chicago Press, გვ. 421. ISBN 978-0-226-05641-8.