Parachutes (Coldplay-ს ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Parachutes)
Parachutes
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 ივლისი, 2000
ჩაიწერა ნოემბერი 1999 - მაისი 2000
ჟანრი ალტერნატიული როკი
პოპი
ხანგრძლივობა 41:48
ლეიბლი Capitol
Parlophone
პროდიუსერი Coldplay
კენ ნელსონი
კრის ელისონი
Coldplay — ქრონოლოგია
The Blue Room
(1999)
Parachutes
(2000)
A Rush of Blood to the Head
(2002)
სინგლები ალბომიდან Parachutes
  1. „Shiver“
    გამოცემის თარიღი: 6 მარტი 2000
  2. „Yellow“
    გამოცემის თარიღი: 26 ივნისი 2000
  3. „Trouble“
    გამოცემის თარიღი: 26 ოქტომბერი 2000
  4. „Don't Panic“
    გამოცემის თარიღი: 27 აგვისტო 2001
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Entertainment Weekly(B+)[2]
Los Angeles Times3.5/4 stars [3]
NME(9/10)[4]
Pitchfork Media(5.3/10)[5]
PopMatters(კეთილგანწყობილი)[6]
Q4/5 stars[7]
Rolling Stone3.5/5 stars[8]
Stylus(C)[9]
Village Voice(სხვადასხვა)[10]

Parachutesინგლისური როკ-ჯგუფ Coldplay-ს სადებიუტო ალბომი. გამოიცა ინგლისში 2000 წლის 10 ივლისს, ხოლო აშშ-ში - 2000 წლის 7 ნოემბერს. ეს ჯგუფის ერთადერთი ალბომია, რომლის გამოშვების თარიღიც აშშ-ში გადადებულ იქნა. ალბომმა მალე დაიკავა პირველი ადგილი დიდ ბრიტანეთში და ჩარტებში 33 კვირის განმავლობაში დარჩა.

ამ ალბომმა Coldplay-ს შემდეგი გაჰიტებული სინგლები მოუტანა: Shiver, Yellow, Trouble და Don't Panic. მან ბილბორდ 200-ში 51-ე ადგილი დაიჭირა, ხოლო მისმა საბოლოო გაყიდვებმა 2 მილიონს მიაღწია.

Parachutes დასახელებულ იქნა #14 ადგილზე ინგლისის მუსიკალური ტელევიზიის Channel 4-ის 100 ყველა დროის საუკეთესო ალბომებს შორის. 2006-ში კი ალბომმა #33 ადგილი დაიკავა მუსიკალური ჟურნალის NME-ის მიერ გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო ალბომების სიაში. თუმცა, კრის მარტინმა თქვა რომ „Coldplay Parachutes-ის მიღმა იყურება. ჩვენ ვიცით რომ ეს საშინელი მუსიკაა, თქვა მან,ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შემდეგ.“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის უდიდესი ნაწილი ჩაწერილ იქნა ლივერპულის სტუდიაში პარ სტრიტი. ამ პროცესმა ცხრიდან ათ კვირამდე გასტანა და ორი მინი ტურნეთი იქნა შეფერხებული. თუმცა, High Speed ჩაწერილ იქნა დროებით პროდიუსერ კრის ელისონთან ერთად 1999 წლის ზაფხულში სტუდიაში ორინოკო, ლონდონში.

Parachutes აღიარებული იყო როგორც ალტერნატიული როკ ჟღერადობის მქონე, რომელიც მსგავსი იყო ჯგუფ Radiohead-ის ჟღერადობისა, ამ ჯგუფის ყოფნის დროს The Bends/Ok Computer -ის ერაში. ფაქტობრივად, ივარაუდება რომ ალბომის კომერციულ წარმატებაში დიდი როლი Radiohead-ის მსმენელებს მიუძღვით, რადგან მათი მუსიკალური გემოვნება დაშორდა Radiohead-ისას მათი ექსპერიმენტალური და ელექტრონული გავლენის მქონე ალბომის Kid A გამოსვლის შემდეგ.

მომადუნებელი და ხშირად წყნარი, Parachutes-ის მუსიკა საკმაოდ განსხვავებულია იმ პოპ-როკ ჟღერადობიგან, რომელიც დომინირებს Coldplay-ს შემდგომ ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი ალბომში X&Y. ფოლკლორული, ადვილად სმენადი გრძნობა მხოლოდ ამ ალბომს ახასიათებს ჯგუფის მთელს დისკოგრაფიაში, უმრავლესობა სიმღერების ჟგერადობისა, როგორებიცაა High Speed, We Never Change და სათაურად გამოყენებული ტრეკის, აკუსტიკური გიტარის,ოსტატურად და დახვეწილად გადაფარული ელექტრონული ნაწილების და პიანინოს დელიკატური მელოდიებისაგან გამომდინარეობს. უფრო მაღალბიტიანი სიმღერები, როგორიცაა Yellow და Shiver გიტარის უფრო ხმამაღალ აკორდებს იყენებენ, თუმცა ეს ტრეკები არასდროს არ უახლოვდებიან მძიმე როკის ჟანრს. ეს ფაქტი იმ დროისთვის უფრო უნიკალური იყო, რადგან ბრიტანული მუსიკალური სცენა 90-იანი წლებიდან იმ დროს ის-ის იყო გამოდიოდა, სადაც გიტარის დამლეწავი ბენდებისსიმღერები მეფობდა, როგორიც ოაზისია. თუმცა, წინა წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი The Man Who იყო შოტლანდიური ჯგუფისგან Travis. Coldplay, როგორც სჩანს სარგებლობდა Travis-ის მიერ გაკვალული გზით და ამ ჯგუფს თანდათან ჩრდილავდა თავისი პოპულარობით.

ალბომის მესამე სიმღერამ Spies ჩინეთის ხელისუფლების მცირე ინტერესიც მიიპყრო. მათ ამ სიმღერის ანტიკომუნისტური ინტერპრეტირება მოახდინეს. ამან მთელ ქვეყანაში ალბომის აკრძალვა გამოიწვია. გიტარისტი ჯონ ბაკლენდი ამბობს,ჩვენ ჩინეთში სომღერა Spies გამო აგვკრძალეს, ძალიან უცნაურია.

ალბომის გარეკანზე გლობუსის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც თავად ბენდის მიერ იყო გადაღებული კოდაკის ხელის ფოტოაპარტით. გლობუსი 10 ფუნტად იყო ნაყიდი მაღაზია WH Snith-ში; ეს გლობუსი გადაიღეს სიმღერების Shiver და Don't Panic კლიპებში, ამასთან ის ჯგუფის მიერ გამართულ ტურნეში გამოიყენებოდა.

ალბომი ეძღვნებოდა ჯგუფის დრამერის, უილ ჩემპიონის დედის, დოქტორ სარა ჩემპიონის ხსოვნას, რომელიც 2001 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრისტ მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Don't Panic“2:17
2.„Shiver“4:59
3.„Spies“5:18
4.„Sparks“3:47
5.„Yellow“4:29
6.„Trouble“4:30
7.„Parachutes“0:46
8.„High Speed“4:14
9.„We Never Change“4:09
10.„Everything's Not Lost“7:15
11.„Life Is for Living“ (დამალული სიმღერა, რომელიც 5:39-ზე იწყება) 

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრისტ მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ცერემონია კატეგორია
2000 Q Awards საუკეთესო ალბომი
2001 Brit Awards საუკეთესო ბრიტანული ალბომი
2002 Grammy Awards საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი

გამოცემის დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგი
გაერთიანებული სამეფო 10 ივლისი, 2000 Parlophone 12" შეზღუდული გამოცემა 7243 5277831
CD 7241 5 27783 2 4
იაპონია 9 აგვისტო, 2000 Toshiba-EMI CD TOCP 65472
კანადა 19 სექტემბერი, 2000 Parlophone CD 7241 5 27783 2 4
აშშ 7 ნოემბერი, 2000 Capitol კასეტა 0 6700 30162
CD 0 6700 30162 2 3

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2000–10) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[11] 2
ავსტრიის ალბომების ჩარტი[12] 41
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[13] 24
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[14] 44
კანადის ალბომების ჩარტი[15] 19
ჩეხეთის ალბომების ჩარტი[16] 36
დანიის ალბომების ჩარტი[17] 29
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[18] 29
ფინეთის ალბომების ჩარტი[19] 29
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[20] 31
გერმანიის ალბომების ჩარტი[21] 54
იტალიის ალბომების ჩარტი[22] 11
ირლანდიის ალბომების ჩარტი[23] 2
მექსიკის ალბომების ჩარტი[24] 66
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[25] 2
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[26] 1
ესპანეთის ალბომების ჩარტი[27] 47
შვედეთის ალბომების ჩარტი[28] 20
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[29] 38
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[30] 1
აშშ Billboard 200[31] 51

| style="width:50%; text-align:left; vertical-align:top;" |

წლის შემაჯამებელი ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2000) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[32] 9
ჩარტი (2001) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[33] 19
ჩარტი (2002) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[34] 88

ყველა დროის ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (ყველა დროის) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები(OCC)[35] 45

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. by MacKenzie Wilson. (2000-07-10) Allmusic Review. Allmusic.com. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  2. Reviewed by James Sullivan. (2000-11-17) Entertainment Weekly Review. Ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-06. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  3. Los Angeles Times Review. Articles.latimes.com (2001-01-07). ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  4. NME Review. Nme.com (2000-07-04). ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  5. Pitchfork Media Review. Pitchforkmedia.com (2000-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-01. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  6. PopMatters Review. Popmatters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  7. Q Review. Metacritic.com (2000-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-02. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  8. By  MATT DIEHL. Rolling Stone Review. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-08. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  9. Stylus Review. Stylusmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-06. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  10. Barry Walters. (2000-11-07) Village Voice Review. Villagevoice.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  11. Australian Charts – Coldplay – Parachutes (album). Australian-charts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  12. Austria Top 40 – Coldplay – Parachutes (album) German. Austriancharts.at. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  13. Charts Vlaanderen – Coldplay – Parachutes (album) Dutch. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  14. Charts Belgique Francophone – Coldplay – Parachutes (album) French. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  15. Coldplay Album & Song Chart History – Canadian Albums. Billboard. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  16. TOP 50 Prodejní: Coldplay – Parachutes (EMI) Czech. International Federation of the Phonographic Industry of the Czech Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-19. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
  17. Danish Charts – Coldplay – Parachutes (album). Danishcharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  18. Dutch Charts – Coldplay – Parachutes (album) Dutch. Dutchcharts.nl. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  19. Finnish Charts – Coldplay – Parachutes (album). Finnishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  20. Classements – Coldplay – Parachutes (album) French. Lescharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  21. Album – Coldplay, Parachutes German. Charts.de. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  22. Italian Charts – Coldplay – Parachutes (album). Italiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  23. Irish Music Chart Archive – Top 75 Artist Album, Week Ending 4 January 2001. Chart-track.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  24. Mexican Charts – Coldplay – Parachutes (album). Mexicancharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  25. New Zealand Charts – Coldplay – Parachutes (album). Charts.org.nz. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  26. VG-Lista – Coldplay – Parachutes (album). Norwegiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  27. Spanish Charts – Coldplay – Parachutes (album). Spanishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  28. Swedish Charts – Coldplay – Parachutes (album). Swedishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  29. Swiss Charts – Coldplay – Parachutes (album) German. Hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  30. 2000 Top 40 Official UK Albums Archive – 22nd July 2000. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  31. Coldplay Album & Song Chart History – Billboard 200. Billboard. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  32. End of Year Album Chart Top 100 - 2000. OCC. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
  33. End of Year Album Chart Top 100 - 2001. OCC. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
  34. End of Year Album Chart Top 100 - 2002. OCC. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
  35. Copsey, Rob. (4 July 2016) The UK's 60 official biggest selling albums of all time revealed. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 25 December 2016.