Panic! at the Disco

Panic! at the Disco — ამერიკული პოპ-როკ ბენდი, შექმნილი ლას-ვეგასში, ნევადაში, 2004 წელს, ბავშვობის მეგობრების-რაიან როსის, სპენსერ სმიტის, ბრენტ უილსონისა და ბრენდონ იურის მიერ. აღნიშნული განლაგება წლების განმავლობაში შეიცვალა და 2015-2023 წლებში ბრენდონ იურის სოლო პროექტს წარმოადგენს. ბენდმა პირველი დემო ჩანაწერები ჯერ კიდევ უმაღლესი სკოლის პერიოდში ჩაწერა. ცოტა ხნის შემდეგ კი სადებიუტო სტუდიური ალბომი-A Fever You Can't Sweat Out (2005) გამოუშვეს. პოპულარობა მოიპოვეს მეორე სინგლის, I Write Sins Not Tragedies მიერ და ალბომმა “triple platinum” სტატუსი მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბენდის მეორე ალბომი 2008 წელს გამოვიდა - Pretty Odd. მას წინ უძღვოდა სინგლი Nine in the Afternoon. ამ ალბომმა უდიდესი წინსვლა მოიტანა დებიუტის შემდეგ. როსი და უალკერი ჯგუფს გამოეყვნენ, რადგან იურის და სმიტს აბსოლუტურად გასხვავებული გეგმები ჰქონდათ ბენდისთვის. როსმა და უალკერმა დამოუკიდებელი ბენდი Young Veins შექმნეს, სმიტი და იური კი Panic! at the Disco-ში დარჩნენ.
